პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წამებული დედოფლის წმინდა ნაწილები, განდის ძეგლი და "ვეფხისტყაოსანში" ნახსენები ინდოეთი -  როგორ ეხმაურება ინდური მედია მინისტრ ჯაიშანკარის საქართველოში ვიზიტს?
წამებული დედოფლის წმინდა ნაწილები, განდის ძეგლი და "ვეფხისტყაოსანში" ნახსენები ინდოეთი -  როგორ ეხმაურება ინდური მედია მინისტრ ჯაიშანკარის საქართველოში ვიზიტს?
  • ფო­ტო­კო­ლაჟ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­ჰათ­მა გან­დის ქან­და­კე­ბა დგას მოს­კოვ­ში

9 ივ­ლისს, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ინ­დო­ე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სუბ­რა­მა­ნი­ამ ჯა­ი­შან­კა­რი ეწ­ვია. მან ინ­დო­ე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­აბ­რძა­ნა წმინ­და დიდ­მო­წა­მე ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ინ­დო­ე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს, სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ე­რი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი დახ­ვდა.

10 ივ­ლისს, ინ­დო­ე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს დიდ­მო­წა­მე დე­დოფ­ლის წმინ­და ნა­წი­ლის სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მიბ­რძა­ნე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს წმინ­და სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის­თვის გა­და­ცე­მის სა­დღე­სას­წა­უ­ლო ცე­რე­მო­ნი­ა­ში.

"სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ინ­დო­ე­თი არ გა­ნი­ხი­ლავს მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის შე­დე­გად აღ­მო­ჩე­ნი­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლის, მათ შო­რის სიწ­მინ­დის, სხვა ქვეყ­ნე­ბის­თვის გა­და­ცე­მას, რად­გა­ნაც ის წარ­მო­ად­გენს ინ­დო­ე­თის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნა­წილს.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ინ­დო­ე­თის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი კე­თილ­მე­გობ­რუ­ლი ურ­თერ­თო­ბე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლის კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის ილია მე­ო­რის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ჩარ­თუ­ლო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო ინ­დო­ეთ­ში ინ­ტენ­სი­ურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებ­და ინ­დო­ე­თის მხა­რეს­თან, კერ­ძოდ ინ­დო­ე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოფის­თან, ინ­დო­ე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან, ინ­დო­ე­თის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან და სხვა სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებ­თან წმინ­და ნა­წი­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მუდ­მივ მფლო­ბე­ლო­ბა­ში გად­მო­ცე­მის თა­ო­ბა­ზე. ჩვენს შო­რის არ­სე­ბუ­ლი კე­თილ­გან­წყო­ბის, ურ­თი­ერთ მხარ­და­ჭე­რი­სა და მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ინ­დო­ე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მი­ი­ღო უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წმინ­და დიდ­მო­წა­მე ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის წმინ­და ნა­წი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის უსას­ყიდ­ლო და მუდ­მივ მფლო­ბე­ლო­ბა­ში გად­მო­ცე­მის შე­სა­ხებ.

ასე­ვე, ინ­დო­ე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს თბი­ლის­ში ინ­დო­ე­თის ეროვ­ნულ გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი და არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რის, უდი­დე­სი სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წის, მა­ჰათ­მა გან­დის ძეგლის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც გან­დის 150 წლის იუ­ბი­ლეს ეძღვნე­ბა. ძეგლის ავ­ტო­რი გახ­ლავთ ინ­დო­ე­ლი მო­ქან­და­კე გა­უ­ტამ პალი, ძეგლი ქარ­თულ მხა­რეს ინ­დურ­მა მხა­რემ სა­ჩუქ­რად გად­მოს­ცა“, - გა­ნა­ცახ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბა­ში.

ინ­დო­ე­თის მა­ს­მე­დი­ა­ში საკ­მა­ოდ ფარ­თო ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, დოქ­ტორ სუბ­რა­მა­ნი­ამ ჯა­ი­შან­კა­რის ვი­ზიტს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც 9-10 ივ­ლისს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

რო­გორც გა­ზე­თი «The Tribune of India», აგ­რეთ­ვე გა­მო­ცე­მა «Zeenews» იუ­წყე­ბი­ან, "დოქ­ტორ სუბ­რა­მა­ნი­ამ ჯა­ი­შან­კა­რის ვი­ზიტს სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ინ­დო­ეთ-კავ­კა­სი­ის ურ­თი­ერ­თო­ბის ჩარ­ჩო­ებ­ში. ეს არის სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­დო­ე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი 1991 წლი­დან, ანუ იმ დრო­ი­დან, როცა სა­ქარ­თვე­ლომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა, სსრ კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ“.

ინ­დუ­რი მე­დია კო­მენ­ტა­რებ­ში ხაზს უს­ვამს, რომ ინ­დო­ე­ლი მი­ნის­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­ში - კავ­კა­სი­ურ სა­ხელ­მწი­ფო­ში რუ­სე­თი­დან, მოს­კო­ვი­დან ჩა­ვი­და, სა­დაც იგი თა­ვის რუს კო­ლე­გას, სერ­გეი ლავ­როვს შეხ­ვდა. "აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუ­სეთს და სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თმა­ნეთ­თან რთუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ. 2008 წელს ორ მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას შო­რის ხან­მოკ­ლე ომი მოხ­და, რომ­ლის შე­დე­გად ქვეყ­ნის ორმა სე­პა­რა­ტის­ტულ­მა რე­გი­ონ­მა - აფხა­ზეთ­მა და სამ­ხრეთ ოსეთ­მა, მოს­კო­ვის წყა­ლო­ბით, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს.

ბუ­ნებ­რი­ვია, რომ რუ­სე­თი ორი­ვე სე­პა­რა­ტის­ტულ წარ­მო­ნაქ­მნს და­მო­უ­კი­დებ­ლად აღი­ა­რებს, ინ­დო­ე­თი კი მოს­კო­ვის პო­ზი­ცი­ას არ იზი­ა­რებს და აფხა­ზეთ-სამ­ხრეთ ოსეთს სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლე­ბად მი­იჩ­ნევს“, - ხაზს უს­ვამს ინ­დუ­რი მე­დია და იქვე მი­უ­თი­თებს, რომ ინ­დო­ეთ-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში 2021 წლის და­სა­წყი­სი­დან გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბია შექ­მნი­ლი, რაც გა­მო­იწ­ვია სერ­გეი ლავ­რო­ვის პა­კის­ტან­ში ვი­ზიტ­მა. რად­გა­ნაც ინ­დო­ეთს პა­კის­ტან­თან მა­ინ­ცდა­მა­ინც მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ აქვს, ლავ­რო­ვის ის­ლა­მა­ბად­ში ყოფ­ნა ნიუ-დე­ლის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო არ არის.

ინ­დუ­რი მე­დია იხ­სე­ნებს ინ­დო­ეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბებს:

"სუბ­რა­მა­ნი­ამ ჯა­ი­შან­კა­რის ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლია ბოლო 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ თბი­ლისს ინ­დო­ე­თის მა­ღა­ლი დო­ნის დე­ლე­გა­ცია სულ ბო­ლოს 1978 წელს ეწ­ვია, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ათალ ბი­ჰა­ი­რი ვა­ჯპა­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ანუ იმ ეპო­ქა­ში, როცა სა­ქარ­თვე­ლო ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო გახ­და, მი­ნის­ტრი ირაკ­ლი მე­ნა­ღა­რიშ­ვი­ლი თა­ვის ინ­დო­ელ კო­ლე­გას ჯას­ვანთ სი­გჰს ნიუ-დელ­ში შეხ­ვდა 2000 წლის 11 მა­ისს.

ინ­დო­ე­ლი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ის­ტო­რია სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიღ­მა იწყე­ბა. დიდი მო­გო­ლე­ბის იმ­პე­რი­ის მმარ­თვე­ლის იმ­პე­რა­ტორ აუ­რანგზებ ალამ­გი­რის ცოლი უდა­ი­პურ ბე­გუ­მი წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი იყო. გარ­და ამი­სა, ქარ­თვე­ლი დე­დო­ფა­ლი ქე­თე­ვა­ნი, რო­მე­ლიც კა­ხე­თის სა­მე­ფოს დე­დო­ფა­ლი იყო და რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა ეკ­ლე­სი­ამ წმინ­და­ნად შე­რა­ცხა, დაკ­რძა­ლუ­ლია გო­ა­ში მდე­ბა­რე წმინ­და ავ­გუს­ტი­ნის ეკ­ლე­სი­ა­ში. წმინ­და ქე­თე­ვა­ნი მო­წა­მე­ობ­რი­ვად აღეს­რუ­ლა 1624 წელს, სპარ­სე­თის ქა­ლაქ ში­რაზ­ში, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი ნეშ­ტის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი ინ­დო­ეთ­ში პორ­ტუ­გა­ლი­ელ­მა მი­სი­ო­ნე­რებ­მა ცა­ი­ტა­ნეს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო მუდ­ვი­ვად იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ რე­ლიქ­ვი­ე­ბი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, რაც ინ­დო­ელ­მა მი­ნის­ტრმ ამა ვი­ზტის დროს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თულ ეპი­კურ პო­ე­მა "ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში“, რო­მე­ლიც მე-12 სა­უ­კუ­ნე­შია და­წე­რი­ლი, სხვა ქვეყ­ნებ­თან ერ­თად, ინ­დო­ე­თიც არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. პო­ე­მის ავ­ტო­რია შოთა რუს­თა­ვე­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ პო­ე­ტად ით­ვლე­ბა. ასე­ვე მი­იჩ­ნე­ვა, რომ ინ­დურ­მა პან­ჩა­ტატ­რამ (ფოკ­ლო­რულ თქმუ­ლე­ბა­თა წიგნ­მა) გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ქარ­თულ ხალ­ხურ ლე­გენ­დებ­ზე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში.

სტა­ტი­ებ­ში ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა ინ­დო­ეთ-სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის მო­მენ­ტებ­საც: მას­ში ნათ­ქვა­მია, რომ იმ დროს, როცა ნიუ-დელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო მოქ­მე­დებს, ინ­დო­ეთს თბი­ლის­ში თა­ვი­სი სა­ელ­ჩო არ აქვს - სომ­ხეთ­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ინ­დო­ე­თის ელ­ჩის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ზეც ვრცელ­დე­ბა.

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
816

დიდება უფალს, ღმერთო მოხედე და დაიფარე საქართველო!

 

მამუკა
284

ამინ

ავტორი:

წამებული დედოფლის წმინდა ნაწილები, განდის ძეგლი და "ვეფხისტყაოსანში" ნახსენები ინდოეთი -  როგორ ეხმაურება ინდური მედია მინისტრ ჯაიშანკარის საქართველოში ვიზიტს?

წამებული დედოფლის წმინდა ნაწილები, განდის ძეგლი და "ვეფხისტყაოსანში" ნახსენები ინდოეთი -  როგორ ეხმაურება ინდური მედია მინისტრ ჯაიშანკარის საქართველოში ვიზიტს?
  • ფოტოკოლაჟზე წარმოდგენილი მაჰათმა განდის ქანდაკება დგას მოსკოვში

9 ივლისს, საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრამანიამ ჯაიშანკარი ეწვია. მან ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოაბრძანა წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

10 ივლისს, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილის სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანების და საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის სადღესასწაულო ცერემონიაში.

"საყურადღებოა, რომ არსებული რეგულაციების შესაბამისად, ინდოეთი არ განიხილავს მის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული ძეგლის, მათ შორის სიწმინდის, სხვა ქვეყნებისთვის გადაცემას, რადგანაც ის წარმოადგენს ინდოეთის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს.

მიუხედავად ამისა, საქართველოსა და ინდოეთის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეგობრული ურთერთობებებიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით და სრულიად საქართველის კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, საქართველოს საელჩო ინდოეთში ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ინდოეთის მხარესთან, კერძოდ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ოფისთან, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ინდოეთის კულტურის სამინისტროსთან და სხვა სამთავრობო უწყებებთან წმინდა ნაწილების საქართველოსთვის მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის თაობაზე. ჩვენს შორის არსებული კეთილგანწყობის, ურთიერთ მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობიდან გამომდინარე ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის საქართველოსათვის უსასყიდლო და მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის შესახებ.

ასევე, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს თბილისში ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლის გახსნის ცერემონიაში, რომელიც განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება. ძეგლის ავტორი გახლავთ ინდოელი მოქანდაკე გაუტამ პალი, ძეგლი ქართულ მხარეს ინდურმა მხარემ საჩუქრად გადმოსცა“, - განაცახდეს საქართველოს საგარეო უწყებაში.

ინდოეთის მასმედიაში საკმაოდ ფართო ყურადღება ექცევა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, დოქტორ სუბრამანიამ ჯაიშანკარის ვიზიტს საქართველოში, რომელიც 9-10 ივლისს განხორციელდება.

როგორც გაზეთი «The Tribune of India», აგრეთვე გამოცემა «Zeenews» იუწყებიან, "დოქტორ სუბრამანიამ ჯაიშანკარის ვიზიტს საქართველოში დიდი მნიშვნელობა აქვს ინდოეთ-კავკასიის ურთიერთობის ჩარჩოებში. ეს არის საქართველოში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი 1991 წლიდან, ანუ იმ დროიდან, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, სსრ კავშირის დაშლის შემდეგ“.

ინდური მედია კომენტარებში ხაზს უსვამს, რომ ინდოელი მინისტრი საქართველოში - კავკასიურ სახელმწიფოში რუსეთიდან, მოსკოვიდან ჩავიდა, სადაც იგი თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა. "აღსანიშნავია, რომ რუსეთს და საქართველოს ერთმანეთთან რთული პოლიტიკური დამოკიდებულება აქვთ. 2008 წელს ორ მეზობელ ქვეყანას შორის ხანმოკლე ომი მოხდა, რომლის შედეგად ქვეყნის ორმა სეპარატისტულმა რეგიონმა - აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა, მოსკოვის წყალობით, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

ბუნებრივია, რომ რუსეთი ორივე სეპარატისტულ წარმონაქმნს დამოუკიდებლად აღიარებს, ინდოეთი კი მოსკოვის პოზიციას არ იზიარებს და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილებად მიიჩნევს“, - ხაზს უსვამს ინდური მედია და იქვე მიუთითებს, რომ ინდოეთ-რუსეთის ურთიერთობაში 2021 წლის დასაწყისიდან გარკვეული პრობლემებია შექმნილი, რაც გამოიწვია სერგეი ლავროვის პაკისტანში ვიზიტმა. რადგანაც ინდოეთს პაკისტანთან მაინცდამაინც მეგობრული დამოკიდებულება არ აქვს, ლავროვის ისლამაბადში ყოფნა ნიუ-დელისთვის სასიამოვნო არ არის.

ინდური მედია იხსენებს ინდოეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობებს:

"სუბრამანიამ ჯაიშანკარის ვიზიტი საქართველოში პირველია ბოლო 40 წლის განმავლობაში. საქართველოს დედაქალაქ თბილისს ინდოეთის მაღალი დონის დელეგაცია სულ ბოლოს 1978 წელს ეწვია, საგარეო საქმეთა მინისტრის ათალ ბიჰაირი ვაჯპაის ხელმძღვანელობით, ანუ იმ ეპოქაში, როცა საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით, როცა საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი თავის ინდოელ კოლეგას ჯასვანთ სიგჰს ნიუ-დელში შეხვდა 2000 წლის 11 მაისს.

ინდოელი და ქართველი ხალხის ერთმანეთთან ურთიერთობის ისტორია საუკუნეების მიღმა იწყება. დიდი მოგოლების იმპერიის მმართველის იმპერატორ აურანგზებ ალამგირის ცოლი უდაიპურ ბეგუმი წარმოშობით ქართველი იყო. გარდა ამისა, ქართველი დედოფალი ქეთევანი, რომელიც კახეთის სამეფოს დედოფალი იყო და რომელიც ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, დაკრძალულია გოაში მდებარე წმინდა ავგუსტინის ეკლესიაში. წმინდა ქეთევანი მოწამეობრივად აღესრულა 1624 წელს, სპარსეთის ქალაქ შირაზში, ხოლო მოგვიანებით მისი ნეშტის წმინდა ნაწილები ინდოეთში პორტუგალიელმა მისიონერებმა ცაიტანეს. საქართველოს საელჩო მუდვივად იყო დაინტერესებული, რომ რელიქვიები სამშობლოში დაბრუნებულიყო, რაც ინდოელმა მინისტრმ ამა ვიზტის დროს განახორციელა.

შუა საუკუნეების ქართულ ეპიკურ პოემა "ვეფხისტყაოსანში“, რომელიც მე-12 საუკუნეშია დაწერილი, სხვა ქვეყნებთან ერთად, ინდოეთიც არის მოხსენიებული. პოემის ავტორია შოთა რუსთაველი, რომელიც საქართველოს ეროვნულ პოეტად ითვლება. ასევე მიიჩნევა, რომ ინდურმა პანჩატატრამ (ფოკლორულ თქმულებათა წიგნმა) გარკვეული გავლენა მოახდინა ქართულ ხალხურ ლეგენდებზე“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

სტატიებში ყურადღება ექცევა ინდოეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის მომენტებსაც: მასში ნათქვამია, რომ იმ დროს, როცა ნიუ-დელში საქართველოს საელჩო მოქმედებს, ინდოეთს თბილისში თავისი საელჩო არ აქვს - სომხეთში აკრედიტებული ინდოეთის ელჩის უფლებამოსილება საქართველოზეც ვრცელდება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

"ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, რომ მუშტი დაარტყა ვიღაცას, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც, რაც კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან ხდება" - კალაძე

"ეკლესიის სათავეში მყოფი გარკვეული ჯგუფები აცხადებენ პრეტენზიას ქვეყნის მართვაზე. არსებობს დიდი ეჭვი, რომ ისინი პრორუსულად განწყობილი ჯგუფებია" - ექსპერტი

"ლექსოს მეგობარი ყოფილა საუკეთესო რეანიმატოლოგი და "გონშიკი"... სირცხვილია" - როგორ ეხმაურება გია ხუხაშვილი შსს-ს ბრიფინგს