Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირი  გაიხსნა
ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირი  გაიხსნა

25-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, ახალ­გაზ­რდა ფი­ზი­კოს­თა 34-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირს (The 34th International Young Physicists’ Tournament 2021) კვლავ სა­ქარ­თვე­ლო, კონ­კრე­ტუ­ლად კი ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი მას­პინ­ძლობს.

8 ივ­ლისს, ტურ­ნი­რი ქუ­თა­ი­სის ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის დარ­ბაზ­ში სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნა. ჩემ­პი­ო­ნატ­ში წელს, 27 ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს, რო­მელ­თა­გან 15 ქვეყ­ნის გუნ­დი ქუ­თა­ისს უკვე ეწ­ვია, ეს ქვეყ­ნე­ბია: ავ­სტრია, ჩე­ხე­თი, სა­ბერ­ძნე­თი, სლო­ვა­კე­თი, ბულ­გა­რე­თი, უკ­რა­ი­ნა, რუ­სე­თი პა­კის­ტა­ნი, შვე­ი­ცა­რია, ხორ­ვა­ტია, უნ­გრე­თი, ბე­ლა­რუ­სი, პო­ლო­ნე­თი, ირა­ნი. შემ­დე­გი ქვეყ­ნე­ბის გუნ­დე­ბი კი, ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ერ­თვე­ბი­ან ჩემ­პი­ო­ნატ­ში: ავ­სტრა­ლია, ბრა­ზი­ლია, კა­ნა­და, გერ­მა­ნია, ინ­დო­ე­თი, კო­რეა, მა­კაო, ახა­ლი ზე­ლან­დია, სინ­გა­პუ­რი, შვე­დე­თი, ტა­ი­ლან­დი, ტა­ი­ვა­ნი და ჩი­ნე­თი. ახალ­გაზ­რდებს რამ­დე­ნი­მე დღის მან­ძილ­ზე, შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბი ფი­ზი­კის ღია ტურ­ნირ­ში გა­მო­ცა­დონ.

ახალ­გაზ­რდა ფი­ზი­კოს­თა 34-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა გახ­სნა. მი­ნის­ტრი ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში დის­ტან­ცი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ახალ­გაზ­რდებს წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა. გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ას ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი, ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძე, KIU-ს კან­ცლე­რი, მაგ­და მაღ­რა­ძე, ფონდ „ქარ­თუს“ პრო­ექ­ტე­ბის დი­რექ­ტო­რი, ვახ­ტანგ ცა­გა­რე­ლი, ახალ­გაზ­რდა ფი­ზი­კოს­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რის თავ­მჯდო­მა­რე, მარ­ტინ პლე­ში, ქა­ლაქ ქუ­თა­ი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, და­ვით ერე­მე­იშ­ვი­ლი, ჟი­უ­რის წევ­რე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი და მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

“ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი მას­პინ­ძლობს ახალ­გაზ­რდა ფი­ზი­კოს­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირს. ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის ტურ­ნი­რი, რო­მელ­შიც ტრა­დი­ცი­უ­ლად, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა და მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ინ­ტე­რე­სო შე­ჯიბ­რე­ბე­ბი. წელს, პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, მო­ხერ­ხდა რომ 15 ქვეყ­ნის გუნ­დი ად­გილ­ზე ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ხოლო 12 ქვე­ყა­ნა ონ­ლა­ინ ერ­თვე­ბა უცხო­ე­თი­დან. ჩვენ ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ ამ ტურ­ნი­რის მას­პინ­ძლად 25 წლის შემ­დეგ, კვლავ სქარ­თვე­ლო იქნა შერ­ჩე­უ­ლი და ამ შემ­თხვე­ვა­ში, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი“, - გა­ნა­ცხა­და ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძემ.

ახალ­გაზ­რდა ფი­ზი­კოს­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი, რო­მელ­საც ხში­რად „ფი­ზი­კის მსოფ­ლიო თასს“ (“Physics World Cup”) უწო­დე­ბენ, ყო­ვე­წ­ლი­უ­რად ტარ­დე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ კონ­კურსს წარ­მო­ად­გენს სა­შუ­ა­ლო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის. ტურ­ნი­რის მი­ზა­ნია, წარ­მო­ა­ჩი­ნოს მო­ნა­წი­ლე­თა უნა­რე­ბი - წარ­მა­ტე­ბით გა­დაჭ­რან ფი­ზი­კა­ში დას­მუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, წარ­მო­ად­გი­ნონ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი და შეძ­ლონ მათი დაც­ვა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუნ­დებ­თან გა­მარ­თულ სა­მეც­ნი­ე­რო დის­კუ­სი­ებ­ში.

„მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ წლე­ვან­დე­ლი ტურ­ნი­რი ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ტარ­დე­ბა და ჩვე­ნი გუნ­დე­ბი ამ მე­ტად პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იას­პა­რე­ზე­ბენ. ახალ­გაზ­რდა ფი­ზი­კოს­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირს მრა­ვალ­წლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს და ის აერ­თი­ა­ნებს ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რდებს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან. წარ­მა­ტე­ბე­ბი მინ­და ვუ­სურ­ვო მო­ნა­წი­ლე გუნ­დებს“, - გა­ნა­ცხა­და ახალ­გაზ­რდა ფი­ზი­კოს­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რის თავ­მჯდო­მარმ მარ­ტინ პლე­შიმ.

ტურ­ნი­რის მრა­ვალ­წლი­ან ის­ტო­რი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბებს სხვა­დას­ხვა წელს მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვთ გუნ­დუ­რი ბრინ­ჯა­ოს - 8, ვერ­ცხლის - 3 და ოქ­როს 1 მე­და­ლი.აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 1996 წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში, წყალ­ტუ­ბო­ში ჩა­ტარ­და ახალ­გაზ­რდა ფი­ზი­კოს­თა მე-9 სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი, სა­დაც მსოფ­ლი­ოს 18 ქვეყ­ნის გუნ­დი იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. 25-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ ახალ­გაზ­რდა ფი­ზი­კოს­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირს სა­ქარ­თვე­ლო მას­პინ­ძლობს. პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ხელს შე­უ­წყობს მოს­წავ­ლე­ე­ბის მე­ტად და­ინ­ტე­რე­სე­ბას ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბით, გა­ნუ­ვი­თა­რებს მათ მკვლე­ვა­რის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ თვი­სე­ბებს, პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტი­სათ­ვის სა­კუ­თა­რი კონ­ცეფ­ცი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბი­სა და წარ­მო­ჩე­ნის უნა­რებს. ამ პრეს­ტი­ჟუ­ლი და მას­შტა­ბუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა კი, მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტანს მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას.

ახალ­გაზ­რდა ფი­ზი­კოს­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო, ქუ­თა­ი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რია და სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო. და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია ხელ­მი­საწ­ვდო­მია შემ­დეგ ბმულ­ზე: www.IYPT.org

NS

სოლომონი
0

🙏☀️💫✨🌠🌒⭐🍷წარმატებები!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირი  გაიხსნა

ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირი  გაიხსნა

25-წლიანი პაუზის შემდეგ, ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირს (The 34th International Young Physicists’ Tournament 2021) კვლავ საქართველო, კონკრეტულად კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს.

8 ივლისს, ტურნირი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა. ჩემპიონატში წელს, 27 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მონაწილეობს, რომელთაგან 15 ქვეყნის გუნდი ქუთაისს უკვე ეწვია, ეს ქვეყნებია: ავსტრია, ჩეხეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, უკრაინა, რუსეთი პაკისტანი, შვეიცარია, ხორვატია, უნგრეთი, ბელარუსი, პოლონეთი, ირანი. შემდეგი ქვეყნების გუნდები კი, ონლაინ რეჟიმში ერთვებიან ჩემპიონატში: ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, გერმანია, ინდოეთი, კორეა, მაკაო, ახალი ზელანდია, სინგაპური, შვედეთი, ტაილანდი, ტაივანი და ჩინეთი. ახალგაზრდებს რამდენიმე დღის მანძილზე, შესაძლებლობა აქვთ საკუთარი უნარები ფიზიკის ღია ტურნირში გამოცადონ.

ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა. მინისტრი ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდა და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა. გახსნის ცერემონიას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ალექსანდრე თევზაძე, KIU-ს კანცლერი, მაგდა მაღრაძე, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორი, ვახტანგ ცაგარელი, ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირის თავმჯდომარე, მარტინ პლეში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, დავით ერემეიშვილი, ჟიურის წევრები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირს. ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის ტურნირი, რომელშიც ტრადიციულად, წლების განმავლობაში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ქვეყანა და მიმდინარეობს საინტერესო შეჯიბრებები. წელს, პანდემიის მიუხედავად, მოხერხდა რომ 15 ქვეყნის გუნდი ადგილზე ჩამოვიდა საქართველოში, ხოლო 12 ქვეყანა ონლაინ ერთვება უცხოეთიდან. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ამ ტურნირის მასპინძლად 25 წლის შემდეგ, კვლავ სქართველო იქნა შერჩეული და ამ შემთხვევაში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც ხშირად „ფიზიკის მსოფლიო თასს“ (“Physics World Cup”) უწოდებენ, ყოვეწლიურად ტარდება და მნიშვნელოვან ინტელექტუალურ კონკურსს წარმოადგენს საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის. ტურნირის მიზანია, წარმოაჩინოს მონაწილეთა უნარები - წარმატებით გადაჭრან ფიზიკაში დასმული პრობლემები, წარმოადგინონ ჩატარებული კვლევების შედეგები და შეძლონ მათი დაცვა მოწინააღმდეგე გუნდებთან გამართულ სამეცნიერო დისკუსიებში.

„მოხარული ვარ, რომ წლევანდელი ტურნირი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტარდება და ჩვენი გუნდები ამ მეტად პრესტიჟულ უნივერსიტეტში იასპარეზებენ. ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირს მრავალწლიანი ისტორია აქვს და ის აერთიანებს ნიჭიერ ახალგაზრდებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წარმატებები მინდა ვუსურვო მონაწილე გუნდებს“, - განაცხადა ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირის თავმჯდომარმ მარტინ პლეშიმ.

ტურნირის მრავალწლიან ისტორიაში საქართველოს ნაკრებებს სხვადასხვა წელს მოპოვებული აქვთ გუნდური ბრინჯაოს - 8, ვერცხლის - 3 და ოქროს 1 მედალი.აღსანიშნავია, რომ 1996 წელს, საქართველოში, წყალტუბოში ჩატარდა ახალგაზრდა ფიზიკოსთა მე-9 საერთაშორისო ტურნირი, სადაც მსოფლიოს 18 ქვეყნის გუნდი იღებდა მონაწილეობას. 25-წლიანი პაუზის შემდეგ ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირს საქართველო მასპინძლობს. პროექტის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეების მეტად დაინტერესებას ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით, განუვითარებს მათ მკვლევარისთვის აუცილებელ თვისებებს, პრობლემის გადაწყვეტისათვის საკუთარი კონცეფციის გამომუშავებისა და წარმოჩენის უნარებს. ამ პრესტიჟული და მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ჩატარება კი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მსოფლიო საზოგადოების მხრიდან საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერები არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: www.IYPT.org

NS

წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები საქართველოშია - რა ინფორმაციას ავრცელებს საგარეო უწყება?

“ეს იმდენად მტკივნეული თემა იყო, დედასაც არ ველაპარაკებოდი… დამეწყო პანიკა, რომ აღარ დავორსულდებოდი” - ნინო ჩხეიძე მისი ცხობრების ორ მძიმე ეპიზოდზე

პარლამენტთან "პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს - სასულიერო პირები ლოცვას აღავლენენ