ავტორი:

"ჩემმა ახლობლებმა ააშენეს ეს კორპუსი... ბინის რემონტი სოფომ ითავა" - როგორ გამოიყურება სახლი, სადაც ცნობილი იუმორისტი ჟურნალისტ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს

"ჩემმა ახლობლებმა ააშენეს ეს კორპუსი... ბინის რემონტი სოფომ ითავა" - როგორ გამოიყურება სახლი, სადაც ცნობილი იუმორისტი ჟურნალისტ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს

იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი სოფო რევია ორი წლის წინ დასახლდნენ აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სახლში, რომელიც საკუთარი შრომით შეიძინეს და თავისი ხელით მოაწყვეს.

ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია მათთვის, სახლი კი განსაკუთრებით საყვარელია. როგორც წყვილი ამბობს, ეს არის სივრცე, სადაც ყველა მშვიდად, კომფორტულად და მყუდროდ გრძნობს თავს. აქაურობას განსაკუთრებით ახალისებენ ნიკოლოზი და ანდრია. ძმებს ყველა კუთხე-კუნჭული ათვისებული აქვთ და თუ სადმე რამე დაზიანდება, ეს მათი დამსახურებაა.

ვახო:

- სახლში, სადაც ახლა ვცხოვრობთ, მთელი ჩემი სამყაროა თავმოყრილი. იმდენად მინდოდა საკუთარი შრომით, შესაძლებლობებით შემეძინა სახლი, რომ როცა აქ გადმოვედით, არც კი მჯეროდა. სახლი ჩემთვის ასოცირდება ოჯახთან, სიყვარულთან, თბილ კერასთან. ყველაფერი ისე მოვაწყვეთ, რომ თავი კომფორტულად და მშვიდად გვეგრძნო.

- როდის შეიძინეთ ეს სახლი და შერჩევის დროს რას მიანიჭეთ უპირატესობა, რა ფაქტორები იყო მნიშვნელოვანი?

- ორი წლის წინ შევიძინეთ შავი კარკასი. როცა სანახავად შემოვედით, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ კედლები იყო, მყუდროება ვიგრძენით. სახლის ერთი ნაწილიდან მთელი ქალაქი ხელისგულივით მოჩანს, მეორედან კი სოფელ დიღმის ხედი იშლება. რაც ძალიან მნიშვნელოვანი და მოსახერხებელია ჩემთვის, სამსახურთან ვარ ახლოს. ამასთან, ჩემმა ახლობლებმა ააშენეს ეს კორპუსი და ვიცოდი, რომ ნამდვილად ხარისხიანად აშენებდნენ.

- ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვთ. რემონტის პროცესში რამდენად ახერხებდით მონაწილეობას? ვინ უძღვებოდა ამ საქმეს?

- რემონტი ძირითადად სოფომ ითავა, თუმცა პერიოდულად მეც ვერთვებოდი. სამსახურის მერე გამოვრბოდი, ერთი სული მქონდა მენახა, რა ეტაპზე იყო სამუშაოები. ფაქტობრივად სოფომ უხელმძღვანელა რემონტს. თუმცა ერთმანეთს ვუთანხმებდით ყველა დეტალს - ფერებს, ავეჯს, განათებას. პირველ რიგში ვცდილობდით, რომ ინტერიერი კარგი განწყობის მომტანი ყოფილიყო. ღია ფერებს მივანიჭეთ უპირატესობა. ძალიან გვინდოდა, რომ ბევრი ნახატი გვქონოდა და ასეც არის.

- ძალიან მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული ნამუშევრებია. ვისი ნახატებია განთავსებული ინტერიერში?

- გვაქვს გია ბუღაძის, ნიკო ცეცხლაძის, ზურა გომელაურის, ოლეგ ტიმჩენკოს, ანა მაღლაკელიძის, ბექა ხუცურაულის, მამუკა ცეცხლაძის და სხვათა ნამუშევრები. სხვათა შორის, მეც ვხატავ და ჩემი ნახატებიც არის კედლებზე განთავსებული. ძალიან მიყვარს პოსტერებიც, ამიტომ ნახატებთან ერთად მათაც ნახავთ მისაღები ოთახის კედელზე.

- სოფო, ვახომ აღნიშნა, რომ რემონტი თქვენ ითავეთ. რთული არ იყო? გქონდათ ამ მიმართულებით რაიმე გამოცდილება?

სოფო:

- დავიწყოთ იმით, რომ სანამ რემონტს დაიწყებ, კარგად უნდა გქონდეს შემუშავებული ხელოსნებთან ურთიერთობის მენეჯმენტი. ამისთვის ცალკე კურსები უნდა გაიარო. ამ კურსებს გადიხარ, დიპლომს იღებ და იწყებ მათთან ურთიერთობას. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. იქიდან გამომდინარე, რომ მანამდე მქონდა რემონტთან შეხება და შესაბამისად გამოცდილებაც, მარტივი მაინც არ იყო. ხელოსნების ნაწილთან (რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ) ზოგჯერ საჭიროა კატეგორიული ტონით საუბარი. ვახოს არ აქვს მკაცრი და მომთხოვნი ხასიათი, ამიტომ მათთან ურთიერთობის სირთულეებმა ჩემს მხრებზე გადაიარა.

რემონტის დასრულების შემდეგ იმხელა გამოცდილება დამიგროვდა, ვახოს მეგობრებიც კი მირეკავდნენ რჩევებისთვის. ცალკე „ხელოვნებაა“, ელიავას ბაზრობაზე რომ მიდიხარ და გამყიდველებს ესაუბრები. რადგან გოგო ხარ, ჰგონიათ, არაფერი იცი და ადვილად მოგატყუებენ... თუმცა საუბარში ხვდებოდნენ, რომ ბრმად არ ვიყავი მისული, ყველა საკითხში ვერკვეოდი და ეღიმებოდათ. შემდეგ სხვანაირად იწყებდნენ ლაპარაკს.

ვახო:

- იმდენად დიდი იყო „მუღამი“, დროულად დაგვესრულებინა რემონტი და გადმოვსულიყავით საცხოვრებლად, რომ არანაირ სირთულეს არ ვეპუებოდით. ფაქტობრივად, არც ვიღლებოდით. მე ბოლომდე ვიყავი სოფოზე მინდობილი და მცირედი დროც თუ მიჩნდებოდა, მაშინვე ვერთვებოდი პროცესში...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები

თბილისში მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა

"გასარკვევია, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ძალადობდნენ - საპატრიარქოს შესაბამისი კომისია ალბათ იმსჯელებს" - მეუფე გრიგოლი

"ისტორიული დღის მომსწრე ვართ, ინდოეთის მთავრობამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო" - მეუფე შიო