მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რისკები, რომ ქვეყანა ისევ ჩიხში შევიდეს, ძალიან მაღალია" - როგორ აფასებს ექსპერტი ცესკოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს
"რისკები, რომ ქვეყანა ისევ ჩიხში შევიდეს, ძალიან მაღალია" - როგორ აფასებს ექსპერტი ცესკოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს

ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბით, რის­კე­ბი იმი­სა, რომ ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის გამო ქვე­ყა­ნა ისევ ჩიხ­ში შე­ვი­დეს, ძა­ლი­ან მა­ღა­ლია.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, პრო­ცეს­მა ერ­თგვა­რი ფარ­სის სახე მი­ი­ღო.

„სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა და უნ­დობ­ლო­ბაა პო­ლი­ტი­კურ ელი­ტა­ში. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნ­დო­და ნდო­ბის აღ­დგე­ნა ამ პრო­ცე­სი­სად­მი, უნდა მო­ძებ­ნი­ლი­ყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­ღა­ლი ცნო­ბა­დო­ბის ავ­ტო­რი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და მეტ-ნაკ­ლე­ბად ორი­ვე მხა­რის­თვის. ასე­თი ხალ­ხი ცო­ტაა და რთუ­ლი ამო­ცა­ნაა, მაგ­რამ აქეთ უნდა გვე­მოძ­რა­ვა. ამ დროს კი ჩვენ ვნა­ხეთ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კან­დი­და­ტე­ბი, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ იც­ნობს. გარ­და ამი­სა, თუ რამე პრობ­ლე­მაა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­მარ ჟვა­ნი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სო­ლი­და­რუ­ლად ინა­წი­ლე­ბენ ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლობს. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ცეს­მა ერ­თგვა­რი ფარ­სის სახე მი­ი­ღო და ყვე­ლა­ფე­რი უპეს­პექ­ტი­ვო ხდე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არც აქვს იმე­დი, რომ კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეს აირ­ჩე­ვენ. მათ უნ­დათ დრო­ე­ბი­თი, ერთჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის თავ­მჯდო­მა­რე, 6-თვი­ა­ნი, ან სა­ერ­თოდ ჟვა­ნი­ას მო­ად­გი­ლემ ჩა­ა­ტა­როს არ­ჩევ­ნე­ბი. რის­კე­ბი იმი­სა, რომ კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის გამო ჩვენ ისევ შე­ვი­დეთ ჩიხ­ში, ლე­გი­ტი­მა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, ძა­ლი­ან მა­ღა­ლია.

წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნდო­ბას ვერ მო­ი­პო­ვე­ბენ, თუ ვი­ღა­ცამ ხელი არ მო­ა­წე­რა „ოც­ნე­ბის“ სა­ტე­ლი­ტო­ბა­ზე. თა­მარ ჟვა­ნი­ას პრე­ის­ტო­რია მა­ინც ჰქონ­და, ეს ხალ­ხი კი ტექ­ნი­კუ­რი მუ­შა­კე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც თუ რამე ცუდი ხდე­ბო­და კო­მი­სი­ა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხელი აქვთ მო­წე­რი­ლი და კომ­პრო­მე­ტი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ექ­სპერ­ტის მო­საზ­რე­ბით, არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რედ, 2 წლის ვა­დით, კო­მი­სი­ის ევ­რო­პე­ლი თავ­მჯდო­მა­რის მოწ­ვე­ვა იქ­ნე­ბო­და.

„არ­სე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რად­გან ეს პრო­ცე­სი ევ­რო­პუ­ლი მხა­რის კუ­რა­ცი­ის ქვე­შაა შარლ მი­შე­ლის ეგი­დით შე­სა­ბა­მი­სი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ვფიქ­რობ, ამ შე­თან­ხმე­ბის ნა­წი­ლი შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხდა­რი­ყო, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 წლით კო­მი­სი­ის ევ­რო­პე­ლი თავ­მჯდო­მა­რე მოგ­ვეწ­ვია. იმის­თვის, რომ კრი­ზი­სი მთლი­ა­ნად გა­და­ლა­ხუ­ლი­ყო ამ არა­ორ­დი­ნა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში და ეს ორარ­ჩევ­ნე­ბი­ა­ნი ციკ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი რყე­ვე­ბის გა­რე­შე ჩა­ვა­ტა­როთ. ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც შე­ზღუ­დავ­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და პო­ლიტ­კუ­რი რე­სურ­სის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით და ოპო­ზი­ცი­ა­საც წა­არ­თმევ­და სპე­კუ­ლა­ცი­ის და აპე­ლი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ რა­ღა­ცას აშა­ვებს კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე. ეს პრო­ცესს ლე­გი­ტი­მა­ცი­ის შეს­ძენ­და. რა თქმა უნდა, არ ვა­ყე­ნებ სა­კითხს, რომ სულ გვყავ­დეს კო­მი­სი­ის ევ­რო­პე­ლი თავ­მჯდო­მა­რე.

თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ამის პო­ლი­ტი­კუ­რი ნება არა მარ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, შე­იძ­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ა­შიც არ იყოს, რად­გან კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის­კენ ხე­ლის გაშ­ვე­რა­ში შე­ი­ზღუ­დე­ბი­ან. პრო­ცე­სი მოს­წრე­ბა­დია, მათ შო­რის, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც, თუ ამის პო­ლი­ტი­კუ­რი ნება იქ­ნე­ბა. ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლი ეს იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, პრე­ზი­დენ­ტის მიერ შექ­მნილ­მა სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ამ ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ორი კან­დი­და­ტი, ცეს­კოს მოქ­მე­დი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი - გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი და იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი - გი­ორ­გი სან­ტუ­რი­ა­ნი შე­არ­ჩია. გარ­და ამი­სა, კო­მი­სი­ამ ასე­ვე შე­არ­ჩია 5 კან­დი­და­ტი ცეს­კოს წევ­რის ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე - ანა მი­ქე­ლა­ძე, თა­მა­რა სარ­თა­ნია, ლელა ტა­ლი­უ­რი, მაია ზა­რი­ძე და გია ცა­ცაშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრე­ზი­დენ­ტმა პარ­ლა­მენტს კან­დი­და­ტუ­რე­ბი 3 დღის ვა­და­ში უნდა წა­რუდ­გი­ნოს, ხოლო პარ­ლა­მენ­ტმა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წარ­დგე­ნი­დან ერთი კვი­რის ვა­და­ში მი­ი­ღოს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თაკო
12

რაღად გვინდა სახელმწიფო, ქართველებს ხომ აღარაფრის უნარი შერჩათ. პრეზიდენტი, ქალაქის მერი , პარლამენტი შარლ მიშელის ეგიდით ავირჩიოთ, წარმოადგინოს უცხოელები დაკომპლექტებული კომპეტენტური სია. აი ერთი რამე კი დაგვითმონ იქნებ ადგილებზე, რეგიონებში მერები და საკრებულოები მაინც აგვარჩევინონ.

w
16

ბრძენთა-ბრძენო ხუხა ჟვანია არასამთავროებების წარდგენილი და მიშას დამტკიცებული იყო მაგრამრომ დასჭირდათ ეგრევე გამყალბებელი უწოდეს ვინც არ უნდა წარადგინონ ოპოზიცია მხარს არავის არ დაუჭერს რომ მერე ხელი გაიშვიროს. უნდა გახსოვდეს რომ გვარამია ამერიკის ელჩსაც მოსყიდულს ეძახდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"რისკები, რომ ქვეყანა ისევ ჩიხში შევიდეს, ძალიან მაღალია" - როგორ აფასებს ექსპერტი ცესკოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს

"რისკები, რომ ქვეყანა ისევ ჩიხში შევიდეს, ძალიან მაღალია" - როგორ აფასებს ექსპერტი ცესკოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს

ექსპერტ გია ხუხაშვილის მოსაზრებით, რისკები იმისა, რომ ცესკოს თავმჯდომარის გამო ქვეყანა ისევ ჩიხში შევიდეს, ძალიან მაღალია.

როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პროცესმა ერთგვარი ფარსის სახე მიიღო.

„სერიოზული პრობლემა და უნდობლობაა პოლიტიკურ ელიტაში. თუ ხელისუფლებას უნდოდა ნდობის აღდგენა ამ პროცესისადმი, უნდა მოძებნილიყო საზოგადოებაში მაღალი ცნობადობის ავტორიტეტი, რომელიც მისაღები იქნებოდა მეტ-ნაკლებად ორივე მხარისთვის. ასეთი ხალხი ცოტაა და რთული ამოცანაა, მაგრამ აქეთ უნდა გვემოძრავა. ამ დროს კი ჩვენ ვნახეთ რეგისტრირებული კანდიდატები, რომელსაც საზოგადოება არ იცნობს. გარდა ამისა, თუ რამე პრობლემაა საზოგადოებაში თამარ ჟვანიასთან მიმართებაში, ბუნებრივია, ეს ადამიანები სოლიდარულად ინაწილებენ ამ პასუხისმგებლობს. შესაბამისად, პროცესმა ერთგვარი ფარსის სახე მიიღო და ყველაფერი უპესპექტივო ხდება. ხელისუფლებას არც აქვს იმედი, რომ კომისიის თავმჯდომარეს აირჩევენ. მათ უნდათ დროებითი, ერთჯერადი გამოყენების თავმჯდომარე, 6-თვიანი, ან საერთოდ ჟვანიას მოადგილემ ჩაატაროს არჩევნები. რისკები იმისა, რომ კომისიის თავმჯდომარის გამო ჩვენ ისევ შევიდეთ ჩიხში, ლეგიტიმაციის თვალსაზრისით, ძალიან მაღალია.

წარდგენილი კანდიდატები, სავარაუდოდ, ნდობას ვერ მოიპოვებენ, თუ ვიღაცამ ხელი არ მოაწერა „ოცნების“ სატელიტობაზე. თამარ ჟვანიას პრეისტორია მაინც ჰქონდა, ეს ხალხი კი ტექნიკური მუშაკები არიან, რომლებსაც თუ რამე ცუდი ხდებოდა კომისიაში, სავარაუდოდ, ხელი აქვთ მოწერილი და კომპრომეტირებულები არიან საზოგადოების თვალში“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტის მოსაზრებით, არსებული სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი ცესკოს თავმჯდომარედ, 2 წლის ვადით, კომისიის ევროპელი თავმჯდომარის მოწვევა იქნებოდა.

„არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, რადგან ეს პროცესი ევროპული მხარის კურაციის ქვეშაა შარლ მიშელის ეგიდით შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, ვფიქრობ, ამ შეთანხმების ნაწილი შეიძლებოდა გამხდარიყო, დაახლოებით, 2 წლით კომისიის ევროპელი თავმჯდომარე მოგვეწვია. იმისთვის, რომ კრიზისი მთლიანად გადალახულიყო ამ არაორდინალურ ვითარებაში და ეს ორარჩევნებიანი ციკლი სერიოზული რყევების გარეშე ჩავატაროთ. ეს ხელისუფლებასაც შეზღუდავდა ადმინისტრაციული და პოლიტკური რესურსის ბოროტად გამოყენების თვალსაზრისით და ოპოზიციასაც წაართმევდა სპეკულაციის და აპელირების საშუალებას, რომ რაღაცას აშავებს კომისიის თავმჯდომარე. ეს პროცესს ლეგიტიმაციის შესძენდა. რა თქმა უნდა, არ ვაყენებ საკითხს, რომ სულ გვყავდეს კომისიის ევროპელი თავმჯდომარე.

თუმცა, სამწუხაროდ, ამის პოლიტიკური ნება არა მარტო ხელისუფლებაში, შეიძლება ოპოზიციაშიც არ იყოს, რადგან კომისიის თავმჯდომარისკენ ხელის გაშვერაში შეიზღუდებიან. პროცესი მოსწრებადია, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებების თვალსაზრისითაც, თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება. ერთადერთი სწორი გამოსავალი ეს იქნება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი, ცესკოს მოქმედი თანამშრომლები, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი - გიორგი კალანდარიშვილი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - გიორგი სანტურიანი შეარჩია. გარდა ამისა, კომისიამ ასევე შეარჩია 5 კანდიდატი ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე - ანა მიქელაძე, თამარა სართანია, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს კანდიდატურები 3 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს, ხოლო პარლამენტმა გადაწყვეტილება წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში მიიღოს.