საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„მე მომკლეს, დე...“ - დღეიდან სერიის „ომებსა და ადამიანებზე“ ახალი წიგნი ჟურნალ „გზასთან“ ერთად − 15 ქართველი ავტორის ამდენივე მოთხრობა ომზე
„მე მომკლეს, დე...“ - დღეიდან სერიის „ომებსა და ადამიანებზე“ ახალი წიგნი ჟურნალ „გზასთან“ ერთად − 15 ქართველი ავტორის ამდენივე მოთხრობა ომზე

დღე­ი­დან ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ სე­რი­ის „ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე“ ახა­ლი წიგ­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი „ომის პრო­ზა“ − მე მომ­კლეს, დე...“ შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ. ეს არის უკვე მე­ო­რე წიგ­ნი ამ სე­რი­ა­ში, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის ომის თე­მა­ზე და­წე­რილ ნა­წარ­მო­ე­ბებს აერ­თი­ა­ნებს. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 8.00 ლარი, ჟურ­ნალ­თან ერ­თად − 10.00 ლარი.

რო­გორც წიგ­ნის რე­დაქ­ტორ-შემ­დგე­ნე­ლი შოთა ია­თაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, მო­თხრო­ბე­ბი კრე­ბულ­ში სტი­ქი­უ­რა­დაა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი და მკი­თხველს წინ ომის პრო­ზის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ნი­მუ­შე­ბი ელო­დე­ბა:

ის „ომის პრო­ზა“, რო­მელ­საც თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქმნიდ­ნენ და ქმნი­ან, ბევ­რნა­ი­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. ხში­რად პა­ცი­ფის­ტუ­რი, შემ­რი­გებ­ლუ­რი, „შეკ­ვე­თი­ლის“ იერი რომ დაჰ­კრავს, მაგ­რამ, ამა­ვე დროს, „მტრუ­ლი“, „არა­პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლი“, სას­ტი­კი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბიც იწე­რე­ბა. ასე­თი ტექ­სტე­ბის მიჩ­ქმალ­ვა არ გვიც­დია, რად­გან ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ამ არა­ერ­თხელ დაგ­ვარ­წმუ­ნა, რომ ეს ფუჭი საქ­მეა. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იუ­მო­რით გა­ჯე­რე­ბულ, კო­მი­კუ­რი ეპი­ზო­დე­ბით სავ­სე მო­თხრო­ბებ­საც კი იხი­ლავთ ამ წიგნ­ში,“ − აღ­ნიშ­ნავს შოთა ია­თაშ­ვი­ლი.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, სე­რი­ის „ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე“ ახა­ლი წიგ­ნი 15 ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რის: ზვი­ად კვა­რა­ცხე­ლი­ას, ზურა ჯიშ­კა­რი­ა­ნის, კახა ჭა­ბაშ­ვი­ლის, ანა კორ­ძა­ია-სა­მა­დაშ­ვი­ლის, ლაშა იმე­დაშ­ვი­ლის, ომარ თურ­მა­ნა­უ­ლის, რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის, ლადო კი­ლა­სო­ნი­ას, ლელა კო­და­ლაშ­ვი­ლის, ნა­თია როს­ტი­აშ­ვი­ლის, ნანა აკო­ბი­ძის, ცირა ყუ­რაშ­ვი­ლის, ვახ­ტანგ კო­მა­ხი­ძის, რეზო გე­თი­აშ­ვი­ლის და შო­რე­ნა ლე­ბა­ნი­ძის ამ­დე­ნი­ვე მო­თხრო­ბას აერ­თი­ა­ნებს. მათ შო­რის სა­ერ­თო მხო­ლოდ თე­მაა, ხოლო ხელ­წე­რა, სტი­ლი, ის­ტო­რი­ე­ბი თუ პერ­სო­ნა­ჟე­ბი სავ­სე­ბით გან­სხვავ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნე­თის­გან. რო­გორც მწერ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ომის თე­მა­ზე წერა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან მას­ზე ყვე­ლა ადა­მი­ანს მკა­ფიო წარ­მოდ­გე­ნა უნდა შე­ექ­მნას.

შო­რე­ნა ლე­ბა­ნი­ძე (მო­თხრო­ბა: „პე­ნე­ლო­პე. მგზავ­რი“)

„ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ამ ბოლო დროს ომის თე­მას დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა... 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში საფ­რონ­ტო ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ყა­ვი. ცხელ წერ­ტი­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ვა­შუ­ქებ­დი. ჩემი სტა­ტი­ე­ბი და უბის წიგ­ნა­კებ­ში ჩა­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია პი­რად არ­ქივ­ში მაქვს შე­ნა­ხუ­ლი. სწო­რედ მათ სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წე­რა ჩემი სამი ნა­წარ­მო­ე­ბი, მათ შო­რის „პე­ნე­ლო­პე. მგზავ­რი“.

ეს არის ამ­ბა­ვი ქალ­ზე, რო­მე­ლიც ხან­გრძლი­ვი ყოყ­მა­ნის მერე სახ­ლის კარს გა­მო­ი­კე­ტავს და ორ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად უშიშ­რად და­ად­გე­ბა ომი­სა­გან წა­ლე­კილ გზებს, რათა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი მე­უღ­ლე იპო­ვოს. წიგ­ნის გმი­რი თა­ნა­მედ­რო­ვე პე­ნე­ლო­პეა, ტრა­დი­ცი­უ­ლად ერ­თგუ­ლი და ახ­ლე­ბუ­რად მა­ძი­ე­ბე­ლი, მგზავ­რი და არა − ქმრის მომ­ლო­დი­ნე ცოლი − ქალი, რო­მელ­საც რე­ა­ლუ­რი პრო­ტო­ტი­პი ჰყავს.“

ლაშა იმე­დაშ­ვი­ლი (მო­თხრო­ბა − „თვით­ნას­წავლ პატ­რი­ოტ­თა თა­ო­ბა“)

„მე­რამ­დე­ნე სა­უ­კუ­ნეა, გა­მუდ­მე­ბულ ომში ვართ, რა­საც თა­ო­ბე­ბი ეწი­რე­ბი­ან. ჩემი თა­ო­ბაც ომში გა­ტყდა. ამა­ზე ცუდი არა­ფე­რი არაა, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, მთა­ვა­რია სამ­შობ­ლოს დაც­ვა და შვი­ლე­ბის ამ შეგ­ნე­ბით აღ­ზრდა. ჩემი მო­თხრო­ბა თა­ვი­დან კი­ნოს­ცე­ნა­რად იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა, რო­გორც საკ­მა­ოდ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, იმ სა­ხით ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და, რო­გორც მე და ლე­ვან ან­ჯა­ფა­რი­ძეს გვქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ სცე­ნა­რი მო­თხრო­ბად გა­და­ვა­კე­თე. ეს არის მო­თხრო­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც ომი თა­ვი­სი თვა­ლით არ უნა­ხავთ და არ გა­ნუც­დი­ათ...“

ნანა აკო­ბი­ძე (მო­თხრო­ბა: „დოღი“)

„ომი მხო­ლოდ მა­შინ გაც­ნობს თავს, როცა უშუ­ა­ლოდ შე­გე­ხე­ბა. სხვა დროს აის­ბერ­გი­ვი­თაა - მხო­ლოდ ზე­და­პირს გაჩ­ვე­ნებს. სხვის ან წარ­მო­სახ­ვით ომებ­ზე წერა არაა მარ­ტი­ვი „ფუ­ფუ­ნე­ბა“ და ამ მხრივ ქარ­თველ მწერ­ლებს უიღ­ბლოდ „გაგ­ვი­მარ­თლა“. ან­თო­ლო­გი­ე­ბი, რომ­ლებ­შიც ომის თე­მა­ზე და­წე­რი­ლი ტექ­სტე­ბი იყ­რის თავს, თან თით­ქოს უად­გი­ლოა ამ ტექ­ნოკ­რა­ტი­ულ სამ­ყა­რო­ში, თან - უაღ­რე­სად კონ­ტექ­სტუ­რი. ცი­ვი­ლუ­რი სამ­ყა­რო ვე­რაფ­რით ამ­ბობს უარს ომზე, ომე­ბის ის­ტო­რი­ას სამ­ხედ­რო ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ას არ­ქმევს და ამ ის­ტო­რი­ას „ღირ­სე­უ­ლად“ აგ­რძე­ლებს. შე­დე­გად: ხე­ლოვ­ნე­ბა იხ­ვე­წე­ბა, ადა­მი­ა­ნი - უა­რეს­დე­ბა.

„დოღი“ აფხა­ზე­თის თე­მა­ზე და­წე­რი­ლი ჩემი ტექ­სტე­ბის ბოლო, და­მამ­თავ­რე­ბე­ლი ნა­წი­ლია. ესაა რე­ა­ლურ ამ­ბავ­ზე და­წე­რი­ლი მო­თხრო­ბა, როცა ომის დროს სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლის მიერ ბრწყინ­ვა­ლედ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბა სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა სხვის­თვის, კონ­კრე­ტუ­ლად - ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის. რე­ა­ლუ­რად, ამ ტექ­სტით და­ვამ­თავ­რე ჩემი ომის ამ­ბე­ბის თხრო­ბა, თუმ­ცა, რო­გორც უკვე ვთქვი, ომი აის­ბერ­გი­ვი­თაა და არა­ვინ იცის, კი­დევ რო­დის გა­მო­ა­ჩენს თა­ვის და­ფა­რულ ნა­წი­ლებს, მათ შო­რის - ჩემი და სხვა ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის ტექ­სტებ­ში...“

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი „ომის პრო­ზა“ – „მე მომ­კლეს, დე...“ რი­გით მე­ო­რე მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც ქარ­თველ ავ­ტო­რებს ერთი თე­მის გარ­შე­მო აერ­თი­ა­ნებს. 2021 წლის და­სა­წყის­ში და­ი­ბეჭ­და პირ­ვე­ლი ტომი „ში­შის სა­ა­თი“, რო­მელ­შიც 14 თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რის ამ­დე­ნი­ვე მო­თხრო­ბა შე­ვი­და.

შე­გახ­სე­ნებთ, წიგ­ნე­ბის სე­რია „ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ომის შე­სა­ხებ და­წე­რილ წიგ­ნებს აერ­თი­ა­ნებს. სე­რი­ის ახა­ლი წიგ­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი „ომის პრო­ზა“ – „მე მომ­კლეს, დე...“ უკვე დღე­ი­დან ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 8.00 ლარი, ჟურ­ნალ­თან ერ­თად − 10.00 ლარი.

იკი­თხეთ „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

ავტორი:

„მე მომკლეს, დე...“ - დღეიდან სერიის „ომებსა და ადამიანებზე“ ახალი წიგნი ჟურნალ „გზასთან“ ერთად − 15 ქართველი ავტორის ამდენივე მოთხრობა ომზე

„მე მომკლეს, დე...“ - დღეიდან სერიის „ომებსა და ადამიანებზე“ ახალი წიგნი ჟურნალ „გზასთან“ ერთად − 15 ქართველი ავტორის ამდენივე მოთხრობა ომზე

დღეიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სერიის „ომებსა და ადამიანებზე“ ახალი წიგნი თანამედროვე ქართული „ომის პროზა“ − მე მომკლეს, დე...“ შეგიძლიათ შეიძინოთ. ეს არის უკვე მეორე წიგნი ამ სერიაში, რომელიც მხოლოდ ქართველი ავტორების ომის თემაზე დაწერილ ნაწარმოებებს აერთიანებს. წიგნის სპეციალური ფასია 8.00 ლარი, ჟურნალთან ერთად − 10.00 ლარი.

როგორც წიგნის რედაქტორ-შემდგენელი შოთა იათაშვილი აღნიშნავს, მოთხრობები კრებულში სტიქიურადაა გადანაწილებული და მკითხველს წინ ომის პროზის მრავალფეროვანი ნიმუშები ელოდება:

ის „ომის პროზა“, რომელსაც თანამედროვე ქართველი მწერლები დამოუკიდებელ საქართველოში ქმნიდნენ და ქმნიან, ბევრნაირი და მრავალფეროვანია. ხშირად პაციფისტური, შემრიგებლური, „შეკვეთილის“ იერი რომ დაჰკრავს, მაგრამ, ამავე დროს, „მტრული“, „არაპოლიტკორექტული“, სასტიკი ნაწარმოებებიც იწერება. ასეთი ტექსტების მიჩქმალვა არ გვიცდია, რადგან ლიტერატურის ისტორიამ არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ ეს ფუჭი საქმეა. თქვენ წარმოიდგინეთ, იუმორით გაჯერებულ, კომიკური ეპიზოდებით სავსე მოთხრობებსაც კი იხილავთ ამ წიგნში,“ − აღნიშნავს შოთა იათაშვილი.

როგორც აღვნიშნეთ, სერიის „ომებსა და ადამიანებზე“ ახალი წიგნი 15 ქართველი ავტორის: ზვიად კვარაცხელიას, ზურა ჯიშკარიანის, კახა ჭაბაშვილის, ანა კორძაია-სამადაშვილის, ლაშა იმედაშვილის, ომარ თურმანაულის, რეზო თაბუკაშვილის, ლადო კილასონიას, ლელა კოდალაშვილის, ნათია როსტიაშვილის, ნანა აკობიძის, ცირა ყურაშვილის, ვახტანგ კომახიძის, რეზო გეთიაშვილის და შორენა ლებანიძის ამდენივე მოთხრობას აერთიანებს. მათ შორის საერთო მხოლოდ თემაა, ხოლო ხელწერა, სტილი, ისტორიები თუ პერსონაჟები სავსებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. როგორც მწერლები აღნიშნავენ, ომის თემაზე წერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან მასზე ყველა ადამიანს მკაფიო წარმოდგენა უნდა შეექმნას.

შორენა ლებანიძე (მოთხრობა: „პენელოპე. მგზავრი“)

„ძალიან მიხარია, რომ ამ ბოლო დროს ომის თემას დიდი ყურადღება ექცევა... 90-იანი წლების დასაწყისში საფრონტო ჟურნალისტი ვიყავი. ცხელ წერტილებში მიმდინარე მოვლენებს ვაშუქებდი. ჩემი სტატიები და უბის წიგნაკებში ჩანიშნული ინფორმაცია პირად არქივში მაქვს შენახული. სწორედ მათ საფუძველზე დაიწერა ჩემი სამი ნაწარმოები, მათ შორის „პენელოპე. მგზავრი“.

ეს არის ამბავი ქალზე, რომელიც ხანგრძლივი ყოყმანის მერე სახლის კარს გამოიკეტავს და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად უშიშრად დაადგება ომისაგან წალეკილ გზებს, რათა გაუჩინარებული მეუღლე იპოვოს. წიგნის გმირი თანამედროვე პენელოპეა, ტრადიციულად ერთგული და ახლებურად მაძიებელი, მგზავრი და არა − ქმრის მომლოდინე ცოლი − ქალი, რომელსაც რეალური პროტოტიპი ჰყავს.“

ლაშა იმედაშვილი (მოთხრობა − „თვითნასწავლ პატრიოტთა თაობა“)

„მერამდენე საუკუნეა, გამუდმებულ ომში ვართ, რასაც თაობები ეწირებიან. ჩემი თაობაც ომში გატყდა. ამაზე ცუდი არაფერი არაა, მაგრამ, მეორე მხრივ, მთავარია სამშობლოს დაცვა და შვილების ამ შეგნებით აღზრდა. ჩემი მოთხრობა თავიდან კინოსცენარად იყო ჩაფიქრებული, თუმცა, როგორც საკმაოდ ძვირად ღირებული პროექტი, იმ სახით ვერ განხორციელდა, როგორც მე და ლევან ანჯაფარიძეს გვქონდა ჩაფიქრებული. ამიტომ სცენარი მოთხრობად გადავაკეთე. ეს არის მოთხრობა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ომი თავისი თვალით არ უნახავთ და არ განუცდიათ...“

ნანა აკობიძე (მოთხრობა: „დოღი“)

„ომი მხოლოდ მაშინ გაცნობს თავს, როცა უშუალოდ შეგეხება. სხვა დროს აისბერგივითაა - მხოლოდ ზედაპირს გაჩვენებს. სხვის ან წარმოსახვით ომებზე წერა არაა მარტივი „ფუფუნება“ და ამ მხრივ ქართველ მწერლებს უიღბლოდ „გაგვიმართლა“. ანთოლოგიები, რომლებშიც ომის თემაზე დაწერილი ტექსტები იყრის თავს, თან თითქოს უადგილოა ამ ტექნოკრატიულ სამყაროში, თან - უაღრესად კონტექსტური. ცივილური სამყარო ვერაფრით ამბობს უარს ომზე, ომების ისტორიას სამხედრო ხელოვნების ისტორიას არქმევს და ამ ისტორიას „ღირსეულად“ აგრძელებს. შედეგად: ხელოვნება იხვეწება, ადამიანი - უარესდება.

„დოღი“ აფხაზეთის თემაზე დაწერილი ჩემი ტექსტების ბოლო, დამამთავრებელი ნაწილია. ესაა რეალურ ამბავზე დაწერილი მოთხრობა, როცა ომის დროს სახელმწიფო მოხელის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული დავალება საბედისწერო აღმოჩნდა სხვისთვის, კონკრეტულად - ამერიკელი ჟურნალისტისთვის. რეალურად, ამ ტექსტით დავამთავრე ჩემი ომის ამბების თხრობა, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ომი აისბერგივითაა და არავინ იცის, კიდევ როდის გამოაჩენს თავის დაფარულ ნაწილებს, მათ შორის - ჩემი და სხვა ქართველი მწერლების ტექსტებში...“

როგორც აღვნიშნეთ, თანამედროვე ქართული „ომის პროზა“ – „მე მომკლეს, დე...“ რიგით მეორე მოთხრობების კრებულია, რომელიც ქართველ ავტორებს ერთი თემის გარშემო აერთიანებს. 2021 წლის დასაწყისში დაიბეჭდა პირველი ტომი „შიშის საათი“, რომელშიც 14 თანამედროვე ქართველი ავტორის ამდენივე მოთხრობა შევიდა.

შეგახსენებთ, წიგნების სერია „ომებსა და ადამიანებზე“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტია, რომელიც ომის შესახებ დაწერილ წიგნებს აერთიანებს. სერიის ახალი წიგნი თანამედროვე ქართული „ომის პროზა“ – „მე მომკლეს, დე...“ უკვე დღეიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ. წიგნის სპეციალური ფასია 8.00 ლარი, ჟურნალთან ერთად − 10.00 ლარი.

იკითხეთ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

„ბიბლუსი“  ლიტერატურულ ტურნეს იწყებს - რა სურპრიზები ელოდება მკითხველს?

ვინ იყო საფო მგელაძე, თავისუფლების მოყვარული ქალი-მწერალი, რომელსაც „ქართველი ჟორჟ სანდი“ შეარქვეს

აგათა კრისტის იდუმალი გაუჩინარება: რა მოხდა სინამდვილეში 1926 წელს?