მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოთის სანაპიროზე მუსიკალური ფესტივალი SWING გაიმართება
ფოთის სანაპიროზე მუსიკალური ფესტივალი SWING გაიმართება

30 ივ­ლი­სი­დან 1-ელ აგ­ვის­ტომ­დე ფო­თის სა­ნა­პი­რო­ზე, ოქ­როს ტბის მახ­ლობ­ლად, ფო­თის მე­რი­ი­სა და კერ­ძო სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რით ახა­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი SWING ჩა­ტარ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა აც­ნო­ბეს. ფეს­ტი­ვა­ლის მი­ზა­ნია ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი არ­ტის­ტე­ბი ერ­თად შეკ­რი­ბოს და ად­გი­ლობ­რი­ვი ელექტრო­ნუ­ლი სცე­ნის გან­ვი­თა­რე­ბას ხელი შე­უ­წყოს, შექ­მნას სივ­რცე, რო­მელ­შიც მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს და მათ სა­უ­კე­თე­სო სა­ფეს­ტი­ვა­ლო გა­მოც­დი­ლე­ბას შეს­თა­ვა­ზებს. ასე­ვე წარ­მო­ა­ჩი­ნოს უძ­ვე­ლე­სი სა­პორ­ტო ქა­ლა­ქის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი და წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს რე­გი­ო­ნის კულ­ტუ­რულ თუ ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

„SWING Festival ათა­სო­ბით მსმე­ნელს ფო­თის უმ­შვე­ნი­ე­რეს სა­ნა­პი­რო­ზე უმას­პინ­ძლებს ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც ზღვას, ტბა­სა და მდი­ნა­რეს შო­რის მდე­ბა­რე­ობს. ფეს­ტი­ვა­ლის ტე­რი­ტო­რია ევ­კა­ლიპ­ტე­ბის ტყეს, ოქ­როს ტბა­სა და ეგ­ზო­ტი­კურ შე­ნო­ბებს აერ­თი­ე­ნებს. ნო­ტიო სუბტ­რო­პი­კუ­ლი ჰავა, მაგ­ნი­ტუ­რი ქვი­შის სა­ნა­პი­რო და ბუ­ნე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და დას­ვე­ნე­ბის­თვის იდე­ა­ლურ გა­რე­მოს ქმნის.

სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, 70-მდე ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი არ­ტის­ტი სამ სცე­ნა­ზე გა­და­ნა­წილ­დე­ბა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბის მსმე­ლის­თვის და­უკ­რავს. გარ­და უცხო­ე­თი­დან მოწ­ვე­უ­ლი არ­ტის­ტე­ბი­სა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო­ბა ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სე­ბის წარ­მო­ჩე­ნას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი სცე­ნის ყვე­ლა წამ­ყვა­ნი კლუ­ბის რე­ზი­დენ­ტე­ბი SWING Festival-ის ლაინ აფში სა­პა­ტიო ად­გილს იკა­ვე­ბენ.

ინფრას­ტრუქ­ტუ­რა სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს და­კავ­დნენ სხვა­დას­ხვა სპორ­ტუ­ლი თუ გა­სარ­თო­ბი აქ­ტი­ვო­ბე­ბით და უსაფრ­თხოდ და­ის­ვე­ნონ. უსაფრ­თხო­ე­ბას კი ფეს­ტი­ვალ­ზე არ­სე­ბუ­ლი კო­ვიდ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა გან­სა­ზღვრავს. კერ­ძოდ, SWING Festival სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად შექ­მნის COVID უსაფრ­თხო სა­ფეს­ტი­ვა­ლო ზო­ნას. თი­თო­ე­უ­ლი სტუ­მა­რი შეძ­ლებს ად­გილ­ზე გა­ი­კე­თოს სწრა­ფი ტეს­ტი და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­როს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი. გარ­და ამი­სა, სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ წარ­მო­ად­გი­ნონ უკა­ნას­კნე­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი ტეს­ტის უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მი­ი­ღონ ფეს­ტი­ვა­ლის სა­მა­ჯუ­რი, რათა შეძ­ლონ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

„ჩვე­ნი გუნ­დი არ­ტის­ტე­ბის­გან და სხვა­დას­ხვა გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა, მთა­ვა­რი კი, რაც გვა­ერ­თი­ა­ნებს მუ­სი­კის სიყ­ვა­რუ­ლი და ის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც SWING Festival შე­იქ­მნა. ჩვენ­თვის ფეს­ტი­ვა­ლის ში­ნა­არ­სი თა­ვის­თა­ვად უკავ­შირ­დე­ბა ად­გი­ლო­ებ­რი­ვი არ­ტის­ტე­ბის­თვის ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას. ეს მათ მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რა­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. ფეს­ტი­ვა­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვან ახალ­გაზ­რდულ მოძ­რა­ო­ბას შექ­მნის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში. ჩვენ ამ მი­ძი­ნე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის გა­მო­ცო­ცხლე­ბა გვინ­და, რაც ფოთს სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რის­ტულ რუ­კა­ზე ახალ წერ­ტი­ლად მო­ნიშ­ნავს და ერთი მხრივ, ხაზს გა­უს­ვამს ამ ქა­ლა­ქის უნი­კა­ლურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს, ხოლო მე­ო­რე მხრივ, მნიშ­ვნე­ლო­ვან, პო­ზი­ტი­ურ გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს ად­გი­ლობ­რივ ეკო­ნო­მი­კა­ზე“ - ამ­ბობს ფეს­ტი­ვა­ლის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ალექ­სან­დრე ჯუ­ლა­ყი­ძე.

ფეს­ტი­ვალ­ზე და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად ეწ­ვი­ეთ ბმულს

ფეს­ტი­ვა­ლის ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად ეწ­ვი­ეთ ბმულს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
bg
1

coronika mand araa?

100%
1

ანუ "კაზანტიპის" ქართული ვერსია. აქეთ-იქით უაზრო ბოდიალი, მოსაწევი და სხვა შხამი ოხრად, 0,5 წყალი 5 ლარი, ლავაში 10 ლარი და ეჰეეი, აშენდა ეკონომიკა და განვითარდა კულტურა, ხომ?!

sponsored by ContentRoom
ავტორი:

ფოთის სანაპიროზე მუსიკალური ფესტივალი SWING გაიმართება

ფოთის სანაპიროზე მუსიკალური ფესტივალი SWING გაიმართება

30 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე ფოთის სანაპიროზე, ოქროს ტბის მახლობლად, ფოთის მერიისა და კერძო სექტორის მხარდაჭერით ახალი მუსიკალური ფესტივალი SWING ჩატარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს. ფესტივალის მიზანია ქართველი და უცხოელი არტისტები ერთად შეკრიბოს და ადგილობრივი ელექტრონული სცენის განვითარებას ხელი შეუწყოს, შექმნას სივრცე, რომელშიც მუსიკის მოყვარულებს გააერთიანებს და მათ საუკეთესო საფესტივალო გამოცდილებას შესთავაზებს. ასევე წარმოაჩინოს უძველესი საპორტო ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობის უპირატესობები და წვლილი შეიტანოს რეგიონის კულტურულ თუ ეკონომიკურ განვითარებაში.

„SWING Festival ათასობით მსმენელს ფოთის უმშვენიერეს სანაპიროზე უმასპინძლებს ქალაქში, რომელიც ზღვას, ტბასა და მდინარეს შორის მდებარეობს. ფესტივალის ტერიტორია ევკალიპტების ტყეს, ოქროს ტბასა და ეგზოტიკურ შენობებს აერთიენებს. ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, მაგნიტური ქვიშის სანაპირო და ბუნების მრავალფეროვნება, სოციალიზაციისა და დასვენებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.

სამი დღის განმავლობაში, 70-მდე ქართველი და უცხოელი არტისტი სამ სცენაზე გადანაწილდება და განსხვავებული გემოვნების მსმელისთვის დაუკრავს. გარდა უცხოეთიდან მოწვეული არტისტებისა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართველი მუსიკოსების წარმოჩენას. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი სცენის ყველა წამყვანი კლუბის რეზიდენტები SWING Festival-ის ლაინ აფში საპატიო ადგილს იკავებენ.

ინფრასტრუქტურა სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს დაკავდნენ სხვადასხვა სპორტული თუ გასართობი აქტივობებით და უსაფრთხოდ დაისვენონ. უსაფრთხოებას კი ფესტივალზე არსებული კოვიდ რეგულაციების დაცვა განსაზღვრავს. კერძოდ, SWING Festival საქართველოში პირველად შექმნის COVID უსაფრთხო საფესტივალო ზონას. თითოეული სტუმარი შეძლებს ადგილზე გაიკეთოს სწრაფი ტესტი და მნიშვნელოვნად შეამციროს ვირუსის გავრცელების რისკი. გარდა ამისა, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მიღებული ტესტის უარყოფითი პასუხი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ ფესტივალის სამაჯური, რათა შეძლონ ტერიტორიაზე გადაადგილება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ჩვენი გუნდი არტისტებისგან და სხვადასხვა გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან შედგება, მთავარი კი, რაც გვაერთიანებს მუსიკის სიყვარული და ის საერთო ღირებულებებია, რომლის საფუძველზეც SWING Festival შეიქმნა. ჩვენთვის ფესტივალის შინაარსი თავისთავად უკავშირდება ადგილოებრივი არტისტებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას. ეს მათ მუსიკალურ კარიერაში ინვესტირების საშუალებას მისცემს. ფესტივალი მრავალფეროვან ახალგაზრდულ მოძრაობას შექმნის საქართველოს ისტორიულ ზღვისპირა ქალაქში. ჩვენ ამ მიძინებული რეგიონის გამოცოცხლება გვინდა, რაც ფოთს საქართველოს ტურისტულ რუკაზე ახალ წერტილად მონიშნავს და ერთი მხრივ, ხაზს გაუსვამს ამ ქალაქის უნიკალურ მახასიათებლებს, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვან, პოზიტიურ გავლენას იქონიებს ადგილობრივ ეკონომიკაზე“ - ამბობს ფესტივალის თანადამფუძნებელი, ალექსანდრე ჯულაყიძე.

ფესტივალზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს

ფესტივალის ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

"თქვენს უკან დგას მთელი საქართველო... დამილოცნიხართ!" - ემოციური კადრები ხდებოდა ქართველი სპორტსმენების ტოკიოს ოლიმპიადაზე გააცილების ცერემონიიდან

კორონავირუსის 1364 ახალი შემთხვევა და 22 გარდაცვლილი - როგორია ეპიდვითარება რეგიონების მიხედვით?

საქართველოში "ასტრაზენეკას" კიდევ 43 200 დოზა ჩამოვიდა