პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იბრძოლებს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობისთვის - პრეზიდენტთან შექმნილმა კომისიამ კანდიდატები შეარჩია
ვინ იბრძოლებს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობისთვის - პრეზიდენტთან შექმნილმა კომისიამ კანდიდატები შეარჩია

პრე­ზი­დენ­ტის მიერ შექ­მნილ­მა სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ამ ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ორი კან­დი­და­ტი, ცეს­კოს მოქ­მე­დი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი და გი­ორ­გი სან­ტუ­რი­ა­ნი შე­არ­ჩია.

გარ­და ამი­სა, კო­მი­სი­ამ ასე­ვე შე­არ­ჩია 5 კან­დი­და­ტი ცეს­კოს წევ­რის ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გზრდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ნი­კო­ლოზ სი­მო­ნიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის არ­ცერ­თი კან­დი­და­ტის­თვის მხა­რი არ და­უ­ჭე­რი­ათ.

„კო­მი­სი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე პრე­ზი­დენ­ტის­თვის ორი კან­დი­და­ტი წა­რედ­გი­ნა - გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი და გი­ორ­გი სან­ტუ­რი­ა­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­ულ წევ­რებს, კო­მი­სი­ის მიერ შერ­ჩე­უ­ლე­ბი არი­ან: ანა მი­ქე­ლა­ძე, თა­მა­რა სარ­თა­ნია, ლელა ტა­ლი­უ­რი, მაია ზა­რი­ძე და გია ცა­ცაშ­ვი­ლი.

ახლა პრე­ზი­დენ­ტმა 3 დღის ვა­და­ში უნდა გა­დას­ცეს პარ­ლა­მენტს 4 კან­დი­და­ტუ­რა ორ ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. შემ­დგომ უკვე პარ­ლა­მენ­ტმა უნდა გა­ნი­ხი­ლოს ერთი კვი­რის ვა­და­ში და გა­და­წყვი­ტოს ეს სა­კი­თხი. პრე­ზი­დენტს უფ­ლე­ბა აქვს პარ­ლა­მენტს თითო ვა­კან­სი­ა­ზე 2 პირი მა­ინც შეს­თა­ვა­ზოს.

კო­მი­სი­ის მიერ წარ­დგე­ნი­ლი თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­და­ტე­ბი­დან პრე­ზი­დენ­ტი ან ორი­ვეს წა­რუდ­გენს პარ­ლა­მენტს, ან უარს იტყვის წარ­დგე­ნა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა წევ­რებს, წარ­დგე­ნი­ლი 5 კან­დი­და­ტი­დან პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია მაქ­სი­მუმ 4 წა­რუდ­გი­ნოს პარ­ლა­მენტს“, - გა­ნა­ცხა­და სი­მო­ნიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს, ხოლო გი­ორ­გი სან­ტუ­რი­ა­ნი იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სია.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერმონია
0

ეს მარჯვენა, რაღაც ნჯო ს ვიდზეა...

m.ს
21

მაგ ადგილზე ვინც ყველაზე მეტად ფლიდი და გაიძვერაა იმას აირჩევენ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ვინ იბრძოლებს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობისთვის - პრეზიდენტთან შექმნილმა კომისიამ კანდიდატები შეარჩია

ვინ იბრძოლებს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობისთვის - პრეზიდენტთან შექმნილმა კომისიამ კანდიდატები შეარჩია

პრეზიდენტის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი, ცესკოს მოქმედი თანამშრომლები - გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი შეარჩია.

გარდა ამისა, კომისიამ ასევე შეარჩია 5 კანდიდატი ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სიმონიშვილმა განუცხადა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს თავმჯდომარეობის არცერთი კანდიდატისთვის მხარი არ დაუჭერიათ.

„კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტისთვის ორი კანდიდატი წარედგინა - გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი. რაც შეეხება პროფესიულ წევრებს, კომისიის მიერ შერჩეულები არიან: ანა მიქელაძე, თამარა სართანია, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

ახლა პრეზიდენტმა 3 დღის ვადაში უნდა გადასცეს პარლამენტს 4 კანდიდატურა ორ ვაკანტურ თანამდებობაზე. შემდგომ უკვე პარლამენტმა უნდა განიხილოს ერთი კვირის ვადაში და გადაწყვიტოს ეს საკითხი. პრეზიდენტს უფლება აქვს პარლამენტს თითო ვაკანსიაზე 2 პირი მაინც შესთავაზოს.

კომისიის მიერ წარდგენილი თავმჯდომარეობის კანდიდატებიდან პრეზიდენტი ან ორივეს წარუდგენს პარლამენტს, ან უარს იტყვის წარდგენაზე. რაც შეეხება წევრებს, წარდგენილი 5 კანდიდატიდან პრეზიდენტს შეუძლია მაქსიმუმ 4 წარუდგინოს პარლამენტს“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებს, ხოლო გიორგი სანტურიანი იურიდიული დეპარტამენტის უფროსია.

"ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, რომ მუშტი დაარტყა ვიღაცას, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც, რაც კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან ხდება" - კალაძე

"ეკლესიის სათავეში მყოფი გარკვეული ჯგუფები აცხადებენ პრეტენზიას ქვეყნის მართვაზე. არსებობს დიდი ეჭვი, რომ ისინი პრორუსულად განწყობილი ჯგუფებია" - ექსპერტი

"ლექსოს მეგობარი ყოფილა საუკეთესო რეანიმატოლოგი და "გონშიკი"... სირცხვილია" - როგორ ეხმაურება გია ხუხაშვილი შსს-ს ბრიფინგს