მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მაინც მომიწია ისტორიაში შესვლა, ჰერმან მეფე ძალიან ადამიანური და ჰუმანური მეფის სახელით შევა" - ვინ არის "გირჩის სამეფოს" მეფე ჰერმან საბო
"თუ მაინც მომიწია ისტორიაში შესვლა, ჰერმან მეფე ძალიან ადამიანური და ჰუმანური მეფის სახელით შევა" - ვინ არის "გირჩის სამეფოს" მეფე ჰერმან საბო

"ყვე­ლა­ზე იდე­ა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია ის იქ­ნე­ბა, არ დაგ­ვჭირ­დეს მეტი ეპა­ტა­ჟის გა­მო­ყე­ნე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ამ ეპა­ტა­ჟის გა­რე­შეც შეძ­ლონ ჩვე­ნი გა­მო­ყო­ლა. და თუ მა­ინც მო­მი­წია ის­ტო­რი­ა­ში შეს­ვლა, ჰერ­მან მეფე ძა­ლი­ან ადა­მი­ა­ნუ­რი და ჰუ­მა­ნუ­რი მე­ფის სა­ხე­ლით შევა“, - მე­უბ­ნე­ბა და იმ გზა­ზე გვი­ამ­ბობს, რო­მე­ლიც "მე­ფედ კურ­თხე­ვამ­დე“ გან­ვლო. ყვე­ლა­ფერს, თუნ­დაც "გირჩთან“ გზის გა­დაკ­ვე­თა­საც მის მიერ შექ­მნილ ერთ პო­პუ­ლა­რულ "ფე­ის­ბუ­კგ­ვერდს" "ასე იტყო­და ზა­რა­თუშ­ტრა“ უმად­ლის. სა­მე­ფო კა­რის ინ­ტრი­გებ­ზე არა, მაგ­რამ გვიყ­ვე­ბა იმა­ზე, რომ 32 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევრ სფე­როს მო­ე­დო, ბო­ლოს კი თავი პო­ლი­ტი­კა­ში იპო­ვა.

“ვინ, თუ არა გირ­ჩის მეფე უნდა წა­რუ­ძღვეს გირ­ჩის ლაშ­ქარს ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­ზე“, - გა­მო­ა­ცხა­და და სა­გან­გე­ბოდ ემ­ზა­დე­ბა იმის­თვის, რათა რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა "გირ­ჩელ­მა“ მო­ი­ყა­როს თავი საკ­რე­ბუ­ლო­ში. ჰერ­მან საბო და მისი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი არც იდე­ებს უჩი­ვი­ან, არც ორი­გი­ნა­ლო­ბა და ეპა­ტა­ჟუ­რო­ბა აკ­ლი­ათ და სხვა და­ნარ­ჩე­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, არას­ტან­დარ­ტუ­ლი იმი­ჯი­თა და სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბით "საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის გუ­ლე­ბამ­დე“ მიღ­წე­ვას ცდი­ლო­ბენ.

  • "ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბი უფრო დე­დუ­ლეთს უკავ­შირ­დე­ბა"

ჰერ­მან საბო ჩემი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რია, წარ­მო­შო­ბით უნ­გრე­ლი ვარ. ჩემი წი­ნაპ­რე­ბი მე­ფის რუ­სე­თის დროს ჩა­მო­სუ­ლან სა­ქარ­თვე­ლო­ში. მარ­თა­ლია, ბევ­რი დო­კუ­მენ­ტი აღარ არ­სე­ბობს, მაგ­რამ გად­მო­ცე­მით ვიცი, რომ ისი­ნი ზა­ქა­თა­ლის გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი იყ­ვნენ. დედა წარ­მო­შო­ბით სა­მა­ჩაბ­ლო­და­ნაა.

1988 წელს და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში. ქი­ა­ჩელ­ზე ვიზ­რდე­ბო­დი. მამა თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რი იყო, დედა - მსა­ხი­ო­ბი და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იმ პე­რი­ოდ­ში ხე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებს გან­სა­კუთ­რე­ბით უჭირ­დათ. ჩემი და მსა­ხი­ო­ბი და დი­ზა­ი­ნე­რი გახ­და, მე - პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა მკვლე­ვა­რი, თუმ­ცა აქამ­დე უამ­რა­ვი პრო­ფე­სი­ით მი­მუ­შა­ვია. ჩემი ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბი უფრო დე­დუ­ლეთს, ცხინ­ვა­ლის რა­ი­ონს უკავ­შირ­დე­ბა - ყო­ველ ზა­ფხულს ულა­მა­ზეს სო­ფელ ვა­ნათ­ში ვა­ტა­რებ­დი. სამ­წუ­ხა­როდ, იქ ახლა ვე­ღარ შევ­დი­ვართ... დედა დღე­საც ცხინ­ვა­ლის თე­ატ­რში მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც თბი­ლის­შია გად­მო­სუ­ლი. ბავ­შვო­ბის ყვლა­ზე მძაფ­რი მო­გო­ნე­ბა იყო აგ­ვის­ტოს ომი. იმ დროს სო­ფელ­ში ვი­ყა­ვით, მან­ქა­ნე­ბი აღარ მოძ­რა­ობ­და და მახ­სოვს, ჩვენ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა "ბე­ტე­ე­რით" გა­მო­მიყ­ვა­ნეს. ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას ის კად­რი - ტან­კში რომ ვზი­ვარ, გა­რეთ კი სრო­ლე­ბია. "გუ­გლ­მეფ­ზე“ ვნა­ხე და პაპა-ბე­ბი­ის სახ­ლი დამ­წვა­რია.

  • "ასე იტყო­და ზა­რა­თუშ­ტრა"

და­ვამ­თავ­რე მე-7 გიმ­ნა­ზია, ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კუ­რი სკო­ლა და შემ­დეგ ჩა­ვი­რი­ცხე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. სკო­ლა­ში ძა­ლი­ან კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ჩა­ვა­ბა­რე, მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი მქონ­და, თუმ­ცა იმ­დე­ნად არ მო­მე­წო­ნა სი­ტუ­ა­ცია, რომ ლექ­ცი­ებ­ზე არ დავ­დი­ო­დი. ალ­ბათ რა­საც ვე­ლო­დი, ის არ აღ­მოჩ­ნდა. რად­გან უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხა ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბა, გა­მო­ვი­და ისე, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩე­მით გა­ვიღ­რმა­ვე ცოდ­ნა. რო­გორ­ღაც და­ვამ­თავ­რე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი. იმ პე­რი­ოდ­ში ოჯახ­ში ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და და სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე - თბი­ლის­ში იყო ცნო­ბი­ლი იტა­ლი­უ­რი პი­ცის ქსე­ლი "პრე­გო“ და სამი წელი ოფი­ცი­ან­ტად ვი­მუ­შა­ვე. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად თავი ბიზ­ნეს­ში ვცა­დე - პირ­ვე­ლი ჰოს­ტე­ლი თბი­ლის­ში ჩემი და ჩემი მე­გობ­რე­ბის იყო ("თბი­ლის ჰოს­ტე­ლი“, რო­მე­ლიც ავ­ლა­ბარ­ში მდე­ბა­რე­ობ­და), სა­დაც ორ­წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი გა­დაბ­მუ­ლად ვი­მუ­შა­ვე. ამა­სო­ბა­ში, იქ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს შევ­ხვდი და ბევ­რი მე­გო­ბა­რი გა­ვი­ჩი­ნე მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. მას შემ­დეგ, რაც თბი­ლის­ში ბევ­რი ჰოს­ტე­ლი გა­იხ­სნა, ასე ვთქვათ, ჩვენ ჩაგ­ვძი­რეს, მაგ­რამ მა­ინც კარ­გი იყო... შემ­დგომ­ში ბევრ სფე­როს მი­ვედ-მო­ვე­დე, 2012 წელს გახ­სნი­დან და­ხურ­ვამ­დე, "მე­ცხრე არხში", შემ­დეგ "ტა­ბუ­ლა­ში“ გა­ვაგ­რძე­ლე მუ­შა­ო­ბა.

იმ პე­რი­ოდ­ში "ფე­ის­ბუქ-გვერ­დე­ბი" გახ­და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი და მეც გა­ვა­კე­თე ერთი ასე­თი - "ასე იტყო­და ზა­რა­თუშ­ტრა“, რო­მელ­მაც ისე­თი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა, რომ მისი დახ­მა­რე­ბით სამ­სა­ხუ­რი და­ვი­წყე სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე კრე­ა­ტი­ულ სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო Windfor's - ში "ქოფი რა­ი­თე­რად“ და დიდ კომ­პა­ნი­ებს ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი.

  • "ასე მოვ­ხვდი "გირჩში“

ერთ სა­ღა­მოს, ჩემი მე­გო­ბა­რი მწერს, ვი­ღა­ცებს შენ­თან გა­სა­უბ­რე­ბა უნ­და­თო. მი­ვე­დი დათ­ქმულ დრო­სა და ად­გილ­ზე და დამ­ხვდა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ წა­მო­სუ­ლი ოთხე­უ­ლი, რომ­ლებ­საც "გირ­ჩის“ გა­კე­თე­ბა უნ­დო­დათ. მი­თხრეს, ადა­მი­ა­ნი გვჭირ­დე­ბა მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის და იქ­ნებ, შენ შე­ი­თავ­სო ეს პო­ზი­ცი­აო. ასე წა­მო­ვე­დი "გირჩში“ და იმ დრო­ი­დან, როცა მას ჯერ "გირ­ჩი“ არ ერ­ქვა, 2015 წელს უკვე მათი გუნ­დის წევ­რი ვი­ყა­ვი. "გირჩში“ მოხ­ვედ­რაც "ფე­ის­ბუ­კგ­ვერდმა" "ასე იტყო­და ზა­რა­თუშ­ტრამ“ გა­ნა­პი­რო­ბა, აქე­დან გა­და­იკ­ვე­თა ჩვე­ნი გზე­ბი.

"გირჩში“ ჩემი ფუნ­ქცია იყო მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, პი­ა­რი და მარ­კე­ტინ­გი. "გირ­ჩის“ ბრენ­დინ­გი, ლოგო და გა­მორ­ჩე­უ­ლი ვი­ზუ­ა­ლი რა­ცაა, დი­ზა­ი­ნერ­თან ერ­თად, ჩემი ჰა­იდ­ლა­ი­ნით არის შექ­მნი­ლი. ადა­მი­ა­ნებ­მა ბევ­რი და­პი­რე­ბა ნა­ხეს, ბევ­რჯერ მო­ტყუვ­დნენ და ჩა­კე­ტი­ლი ჰქონ­დათ ის არხი, რომ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე პო­ლი­ტი­კოსს მო­უს­მი­ნო და მისი აზრი გა­ით­ვა­ლის­წი­ნო, და­უ­ჯე­რო, რა­ღაც­ნა­ი­რი ვა­კუ­უ­მი იყო შექ­მნი­ლი. და ამ მო­მენ­ტში გა­მოჩ­ნდა "გირ­ჩი“, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლი იყო, რა­საც ფიქ­რობ­და, იმას ამ­ბობ­და და იყო თან­მიმ­დევ­რუ­ლიც. ჩვენ რა­ღაც­ნა­ირ მო­რა­ლურ ჩარ­ჩო­ში ვზი­ვართ, წი­ნას­წარ გვაქვს ნათ­ქვა­მი, რომ ჩვენ ასე ვფიქ­რობთ და ეს ასე რჩე­ბა. ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვი­დან ფრთხი­ლად, მაგ­რამ მოს­მე­ნა დაგ­ვი­წყეს, თან რა­ღაც არას­ტან­დარ­ტუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია გვქონ­და, პო­ლი­ტი­კოსს ვი­თომ რომ არ ეკად­რე­ბა - ისე­თი, ღია, ადა­მი­ა­ნუ­რი და არატ­რა­ფა­რე­ტუ­ლი. ამან გა­მო­იწ­ვია ის, რომ ნელა, მაგ­რამ გა­ი­ზარ­და "გირ­ჩის“ რე­ი­ტინ­გი. ჩვე­ნი ზოგი იდეა გან­ხორ­ცი­ელ­და და დღე­საც მუ­შა­ობს, ბევ­რიც ჯერ კი­დევ ჩა­ნა­სა­ხობ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მარ­თა­ლია, ჯერ ვერ მი­ვაღ­წი­ეთ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის გუ­ლე­ბამ­დე, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვალთ.

  • შიდა წრის­თვის - "გირ­ჩის“ უგ­ვირ­გვი­ნო მეფე

ნამ­დვი­ლად სა­პა­ტიო ტი­ტუ­ლია იყო "გირ­ჩის სა­მე­ფოს“ მეფე. ეს ამ­ბა­ვი ხუმ­რო­ბით და­ი­წყო. ალ­ბათ გახ­სოვთ, 2019 წელი, სა­მე­ფო ოჯა­ხე­ბი სა­სა­მარ­თლო­ში ერ­თმა­ნეთს რომ ედა­ვე­ბოდ­ნენ. მი­რი­ან მე­ფის პორ­ტრეტ­თან მაქვს ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც "ამ­ბა­სა­დორ­ში“ ჰკი­დია, ძა­ლი­ან ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს და ოფის­ში ხუმ­რო­ბით ჩავ­წე­რეთ ვი­დეო და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი ტექ­სტით - რა დროს ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბია, როცა მი­რი­ან მე­ფის ნა­ხატ­თან მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო, ძა­ლი­ან ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს, აგერ, ეს კაცი ხოს­რო­ი­დებს ჰგავს და მე ვარ ხოს­რო­ი­დე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი-მეთ­ქი.

ამ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა მთაწ­მინ­და­ზე მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის არ­ჩევ­ნე­ბი და "გირ­ჩის“ სა­ხე­ლით იქ ვი­ყა­რე კენ­ჭი (სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს და ერთი ად­გი­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდა). კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლი იყო, რომ საბო მე­ფეა და ჰეშ­თეგს ვი­ყე­ნებ­დით ფე­ის­ბუკ­ზე - "საბო მე­ფედ“. ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით, შიდა წრის­თვის ვი­ყა­ვი "გირ­ჩის“ უგ­ვირ­გვი­ნო მეფე.

  • კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქია "გირჩში“ და მე­ფის ფუნ­ქცია

მას შემ­დეგ, რაც "გირ­ჩი“ და­ი­შა­ლა, ისე გა­მო­ვი­და, რომ აქეთ დარ­ჩე­ნი­ლებს, ვინც ზუ­რას არ გავ­ყე­ვით, სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სი გვქონ­და. მე და ლე­ვან ჯგე­რე­ნა­ი­ამ, რო­მე­ლიც "გირ­ჩის" ერთ-ერთი პრო­ექ­ტის "ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ მღვდელმსა­ხუ­რია, გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ აგ­ვე­ღო მე­ნე­ჯე­რო­ბის და "და­ლა­გე­ბის“ ფუნ­ქცია. მოხ­და ისე, რომ აქეთ, თუ - იქეთ "გირ­ჩი“ გა­დარ­ჩა და აქეთ მყო­ფებ­მა გა­დავ­წვი­ტეთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის დავ­წე­როთ კონ­სტი­ტუ­ცია. რო­დე­საც ამა­ზე ვსა­უბ­რობ­დით, იაგო ხვი­ჩი­ას გა­უჩ­ნდა იდეა, ის მო­დე­ლი, რო­მელ­მაც აქამ­დე მოგ­ვიყ­ვა­ნა, ჩვენს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში გა­და­ვი­ტა­ნო­თო. გა­მო­ვი­და ისე, რომ "გირ­ჩი“ თა­ვი­სი მო­წყო­ბით არის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქია, რო­მელ­საც მარ­თავს არ­ჩე­უ­ლი საბ­ჭო. მა­შინ, რო­დე­საც რა­ი­მე კრი­ზი­სი კი­დევ შეგ­ვხვდე­ბა, მე და ლე­ვანს გვაქვს ერ­თა­დერ­თი ფუნ­ქცია, ვი­თა­ვოთ კრი­ზის­მე­ნე­ჯე­რო­ბა. სხვა მხრივ, მე და ლე­ვანს სა­მე­ფოს შიგ­ნით არა­ნა­ი­რი პრი­ვი­ლე­გია და ფუნ­ქცია არ გაგ­ვაჩ­ნია. მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბის ჟამს გახ­ლა­ვართ ფორ­მა­ლუ­რი მეფე, ომი­ა­ნო­ბის დროს მეფე და მთა­ვა­რი მღვდელმსა­ხუ­რი ხდე­ბი­ან აბ­სო­ლუ­ტუ­რი მმარ­თვე­ლე­ბი, მათი სი­ტყვა კა­ნო­ნია და მათი ფუნ­ქცი­აა "გირ­ჩის“ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­აბ­რუ­ნოს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ წეს­რიგ­ში.

ვეც­დე­ბი ვიყო "გირ­ჩის“ პირ­ვე­ლი ნო­მე­რი თბი­ლი­სის თვით­მარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე და იმ ცნო­ბა­დო­ბით და ნდო­ბით, რო­მე­ლიც მო­პო­ვე­ბუ­ლი მაქვს, "გირ­ჩის“ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნი შე­ვიყ­ვა­ნო საკ­რე­ბუ­ლო­ში.

  • "ვერ ვის­წავ­ლე უნ­გრუ­ლი"

ჩემს გა­მე­ფე­ბას ახ­ლობ­ლე­ბი ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლად და პო­ზი­ტი­უ­რად შეხ­ვდნენ. სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად მომ­მარ­თა­ვენ - მე­ფეო, ჰერ­მან... მაგ­რამ დედა ისევ გო­გას მე­ძა­ხის. ჩემი ვა­რა­უ­დით, დე­დას უნ­დო­და, ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლი მრქმე­ო­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჰერ­მა­ნი ვარ, მაგ­რამ დედა მო­ფე­რე­ბით თა­ვი­დან­ვე გო­გას მე­ძახ­და. მამა გარ­დაც­ვლი­ლი მყავს... მან იცო­და ცოტა მშობ­ლი­უ­რი უნ­გრუ­ლი, მეც ვე­ცა­დე მეს­წავ­ლა, მაგ­რამ ურ­თუ­ლე­სი ენაა. რა­ღაც ფრა­ზე­ბი ვიცი, თუმ­ცა სა­უ­ბარს ვერ მო­ვა­ხერ­ხებ. ისე, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ენაა უნ­გრუ­ლი.

  • ვინ არის მე­ფის რჩე­უ­ლი ლი­ბერ­ტა­რი­ა­ნე­ლი

კარ­გა ხა­ნია, რაც ძა­ლი­ან კარგ, პრო­ფე­სი­ო­ნალ და ლა­მაზ ადა­მი­ანს ვხვდე­ბი. ეს ურ­თი­ერ­თო­ბა არ გაგ­ვი­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რე­ბია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გვაქვს, ერ­თად ბედ­ნი­ე­რად ვცხოვ­რობთ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად. ჩემი რჩე­უ­ლი ერთ-ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობს, ისიც ლი­ბერ­ტა­რი­ა­ნე­ლია იდე­ო­ლო­გი­ით და ამ­ჟა­მად "გირ­ჩის სა­მე­ფოს“ წევ­რი. მისი ვი­ნა­ო­ბის სა­ჯა­როდ გამ­ჟღავ­ნე­ბის­გან ამ­ჯე­რად თავს შე­ვი­კა­ვებ...

  • პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის ბა­ნა­ლუ­რი მიზანი

ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფი­ზი­კა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს და ჩემი მი­ზა­ნია, რაც მინ­და მო­ვას­წრო, ვიყო მას­წავ­ლე­ბე­ლი - მიყ­ვარს ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და მარ­ტი­ვად გა­მომ­დის რთუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის ახ­სნა. მე­ო­რე მი­ზა­ნი, რა­მაც გა­და­მა­წყვე­ტი­ნა პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა, ბა­ნა­ლუ­რია - მინ­და, ისე ვი­ცხოვ­რო, რო­გორც წარ­მო­მიდ­გე­ნია რომ სწო­რია და არა­ვის ჰქონ­დეს უფ­ლე­ბა, ჩა­ე­რი­ოს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ამა­ში უამ­რა­ვი რამ იგუ­ლის­ხმე­ბა, მა­გა­ლი­თად, ვა­კე­თო ის ბიზ­ნე­სი, რაც მინ­და, გა­მოვ­ხა­ტო სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ისე, რო­გორც მინ­და. მინ­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვი­პო­ვო თა­ვი­სუფ­ლე­ბა და თუ ეს მო­ვა­ხერ­ხე და მო­ვი­პო­ვე, იმას ნიშ­ნავს, რომ თქვენ­თვი­საც მო­ვი­პო­ვებ და ნე­ბის­მი­ე­რი ქარ­თვე­ლის­თვი­საც. ვცდი­ლობ, პო­ლი­ტი­კა­ში ვი­აქ­ტი­უ­რო, ადა­მი­ა­ნებს ავუხ­სნა, რა არის სწო­რი და თუ ეს მო­ვა­ხერ­ხე, ყვე­ლა­ნი წა­მომ­ყვე­ბი­ან და ყვე­ლა­ნი მო­ვა­ხერ­ხებთ ისე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აშე­ნე­ბას, რო­ლის ჩა­ნა­სა­ხიც დღეს "გი­ჩის სა­მე­ფოა“.

ყვე­ლა­ზე იდე­ა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია ის იქ­ნე­ბა, რომ ჰერ­მან მეფე არ შე­ვი­დეს ის­ტო­რი­ა­ში და არ დაგ­ვჭირ­დეს მეტი ეპა­ტა­ჟის გა­მო­ყე­ნე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ამ ეპა­ტ­ჟის გა­რე­შეც შეძ­ლონ ჩვე­ნი გა­მო­ყო­ლა. და თუ მა­ინც მო­მი­წია ის­ტო­რი­ა­ში შეს­ვლა, ვიქ­ნე­ბი ძა­ლი­ან ადა­მი­ა­ნუ­რი და ჰუ­მა­ნუ­რი მეფე.

  • "გირ­ჩის მე­ფის“ და "სა­მე­ფოს თავ­კა­ცის“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი

ბოლო 4 წე­ლია, ფილ­ტვებ­ზე პრობ­ლე­მე­ბის გამო, არ ვარ მა­რი­ხუ­ა­ნას მომ­ხმა­რე­ბე­ლი. მა­ნამ­დე ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გან­ტვირ­თვის ფარ­გლებ­ში მო­ვიხ­მარ­დი კვი­რა­ში ან თვე­ში ერთხელ. არ მგო­ნია, მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა პრობ­ლე­მა და ტრა­გე­დია. პე­რი­ო­დუ­ლად მი­წევს ტო­მოგ­რა­ფი­ის კე­თე­ბა, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა არ მაქვს. ამ ეტაპ­ზე გა­დარ­თუ­ლი ვარ წი­ნა­სა­არ­ჩე­ნო კამ­პა­ნი­ა­ზე, ვთარ­გმნი და ვდებ ვი­დე­ო­ებს. ამას­თა­ნა­ვე, მე და "გირ­ჩის სა­მე­ფოს“ თავ­კა­ცი ოთო ზა­კა­ლაშ­ვი­ლი ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის შემ­ქმნე­ლე­ბი ვართ და მის ფარ­გლებ­ში ათა­სო­ბით ახალ­გაზ­რდას სრუ­ლი­ად უფა­სოდ ვას­წავ­ლით პროგ­რა­მი­რე­ბას. ბევ­რმა მათ­გან­მა უკვე სამ­სა­ხუ­რიც იპო­ვა. ამ მო­მენ­ტში გვყავს 4000-მდე სტუ­დენ­ტი. რაც შე­ე­ხე­ბა "გირ­ჩის“ შე­მო­სავ­ლის წყა­როს, ამ­ჯე­რად ორი წყა­როა - "ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ და პარ­ტი­ის შე­მომ­წირ­ვე­ლე­ბი, მსხვი­ლი შე­მომ­წირ­ვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი არ გვყავს. ვი­საც ჩვე­ნი იდე­ე­ბი მოს­წონს და ვინც მი­იჩ­ნევს, რომ ჩვე­ნი იდე­ე­ბი მათ ცხოვ­რე­ბას უკე­თე­სო­ბის­კენ ცვლის, გვწი­რა­ვენ იმ­დენს, რამ­დე­ნიც შე­უძ­ლი­ათ, ამით არ­სე­ბობს "გირ­ჩი“.

მკითხველის კომენტარები / 83 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტრალალა
14

რა საწყლები ვართ ამათი მაყურებლები)) ვასაძე -2

ბადრი
4

ესენი ნაღდად გაფრინდებიან, საწვავი თუ იქნა შესაბამისი ხარისხის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"თუ მაინც მომიწია ისტორიაში შესვლა, ჰერმან მეფე ძალიან ადამიანური და ჰუმანური მეფის სახელით შევა" - ვინ არის "გირჩის სამეფოს" მეფე ჰერმან საბო

"თუ მაინც მომიწია ისტორიაში შესვლა, ჰერმან მეფე ძალიან ადამიანური და ჰუმანური მეფის სახელით შევა" - ვინ არის "გირჩის სამეფოს" მეფე ჰერმან საბო

"ყველაზე იდეალური სიტუაცია ის იქნება, არ დაგვჭირდეს მეტი ეპატაჟის გამოყენება, რომ ადამიანებმა ამ ეპატაჟის გარეშეც შეძლონ ჩვენი გამოყოლა. და თუ მაინც მომიწია ისტორიაში შესვლა, ჰერმან მეფე ძალიან ადამიანური და ჰუმანური მეფის სახელით შევა“, - მეუბნება და იმ გზაზე გვიამბობს, რომელიც "მეფედ კურთხევამდე“ განვლო. ყველაფერს, თუნდაც "გირჩთან“ გზის გადაკვეთასაც მის მიერ შექმნილ ერთ პოპულარულ "ფეისბუკგვერდს" "ასე იტყოდა ზარათუშტრა“ უმადლის. სამეფო კარის ინტრიგებზე არა, მაგრამ გვიყვება იმაზე, რომ 32 წლის განმავლობაში ბევრ სფეროს მოედო, ბოლოს კი თავი პოლიტიკაში იპოვა.

“ვინ, თუ არა გირჩის მეფე უნდა წარუძღვეს გირჩის ლაშქარს ადგილობრივ თვითმმართველობაზე“, - გამოაცხადა და საგანგებოდ ემზადება იმისთვის, რათა რაც შეიძლება მეტმა "გირჩელმა“ მოიყაროს თავი საკრებულოში. ჰერმან საბო და მისი თანაგუნდელები არც იდეებს უჩივიან, არც ორიგინალობა და ეპატაჟურობა აკლიათ და სხვა დანარჩენი პოლიტიკოსებისაგან განსხვავებული, არასტანდარტული იმიჯითა და საინტერესო იდეებით "საკმარისი რაოდენობის გულებამდე“ მიღწევას ცდილობენ.

  • "ბავშვობის მოგონებები უფრო დედულეთს უკავშირდება"

ჰერმან საბო ჩემი ნამდვილი სახელი და გვარია, წარმოშობით უნგრელი ვარ. ჩემი წინაპრები მეფის რუსეთის დროს ჩამოსულან საქართველოში. მართალია, ბევრი დოკუმენტი აღარ არსებობს, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ ისინი ზაქათალის გუბერნატორები იყვნენ. დედა წარმოშობით სამაჩაბლოდანაა.

1988 წელს დავიბადე თბილისში. ქიაჩელზე ვიზრდებოდი. მამა თეატრის რეჟისორი იყო, დედა - მსახიობი და მოგეხსენებათ, იმ პერიოდში ხელოვან ადამიანებს განსაკუთრებით უჭირდათ. ჩემი და მსახიობი და დიზაინერი გახდა, მე - პოლიტიკურ მეცნიერებათა მკვლევარი, თუმცა აქამდე უამრავი პროფესიით მიმუშავია. ჩემი ბავშვობის მოგონებები უფრო დედულეთს, ცხინვალის რაიონს უკავშირდება - ყოველ ზაფხულს ულამაზეს სოფელ ვანათში ვატარებდი. სამწუხაროდ, იქ ახლა ვეღარ შევდივართ... დედა დღესაც ცხინვალის თეატრში მუშაობს, რომელიც თბილისშია გადმოსული. ბავშვობის ყვლაზე მძაფრი მოგონება იყო აგვისტოს ომი. იმ დროს სოფელში ვიყავით, მანქანები აღარ მოძრაობდა და მახსოვს, ჩვენმა ჯარისკაცებმა "ბეტეერით" გამომიყვანეს. ახლაც თვალწინ მიდგას ის კადრი - ტანკში რომ ვზივარ, გარეთ კი სროლებია. "გუგლმეფზე“ ვნახე და პაპა-ბებიის სახლი დამწვარია.

  • "ასე იტყოდა ზარათუშტრა"

დავამთავრე მე-7 გიმნაზია, ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და შემდეგ ჩავირიცხე უნივერსიტეტში. სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, უნივერსიტეტშიც დიდი ენთუზიაზმით ჩავაბარე, მაღალი ქულები მქონდა, თუმცა იმდენად არ მომეწონა სიტუაცია, რომ ლექციებზე არ დავდიოდი. ალბათ რასაც ველოდი, ის არ აღმოჩნდა. რადგან უნივერსიტეტმა ვერ მოახერხა ინტერესის გაღვივება, გამოვიდა ისე, რომ პოლიტიკური იდეოლოგიის მიმართულებით ჩემით გავიღრმავე ცოდნა. როგორღაც დავამთავრე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი. იმ პერიოდში ოჯახში ძალიან გვიჭირდა და სწავლის პარალელურად, მუშაობა დავიწყე - თბილისში იყო ცნობილი იტალიური პიცის ქსელი "პრეგო“ და სამი წელი ოფიციანტად ვიმუშავე. სწავლის დასრულების შემდეგ, ჩემს მეგობრებთან ერთად თავი ბიზნესში ვცადე - პირველი ჰოსტელი თბილისში ჩემი და ჩემი მეგობრების იყო ("თბილის ჰოსტელი“, რომელიც ავლაბარში მდებარეობდა), სადაც ორწელიწადნახევარი გადაბმულად ვიმუშავე. ამასობაში, იქ ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი და ბევრი მეგობარი გავიჩინე მსოფლიოს მასშტაბით. მას შემდეგ, რაც თბილისში ბევრი ჰოსტელი გაიხსნა, ასე ვთქვათ, ჩვენ ჩაგვძირეს, მაგრამ მაინც კარგი იყო... შემდგომში ბევრ სფეროს მივედ-მოვედე, 2012 წელს გახსნიდან დახურვამდე, "მეცხრე არხში", შემდეგ "ტაბულაში“ გავაგრძელე მუშაობა.

იმ პერიოდში "ფეისბუქ-გვერდები" გახდა ძალიან პოპულარული და მეც გავაკეთე ერთი ასეთი - "ასე იტყოდა ზარათუშტრა“, რომელმაც ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ მისი დახმარებით სამსახური დავიწყე საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე კრეატიულ სარეკლამო სააგენტო Windfor's - ში "ქოფი რაითერად“ და დიდ კომპანიებს ვემსახურებოდი.

  • "ასე მოვხვდი "გირჩში“

ერთ საღამოს, ჩემი მეგობარი მწერს, ვიღაცებს შენთან გასაუბრება უნდათო. მივედი დათქმულ დროსა და ადგილზე და დამხვდა "ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული ოთხეული, რომლებსაც "გირჩის“ გაკეთება უნდოდათ. მითხრეს, ადამიანი გვჭირდება მედიასთან ურთიერთობისთვის და იქნებ, შენ შეითავსო ეს პოზიციაო. ასე წამოვედი "გირჩში“ და იმ დროიდან, როცა მას ჯერ "გირჩი“ არ ერქვა, 2015 წელს უკვე მათი გუნდის წევრი ვიყავი. "გირჩში“ მოხვედრაც "ფეისბუკგვერდმა" "ასე იტყოდა ზარათუშტრამ“ განაპირობა, აქედან გადაიკვეთა ჩვენი გზები.

"გირჩში“ ჩემი ფუნქცია იყო მედიასთან ურთიერთობა, პიარი და მარკეტინგი. "გირჩის“ ბრენდინგი, ლოგო და გამორჩეული ვიზუალი რაცაა, დიზაინერთან ერთად, ჩემი ჰაიდლაინით არის შექმნილი. ადამიანებმა ბევრი დაპირება ნახეს, ბევრჯერ მოტყუვდნენ და ჩაკეტილი ჰქონდათ ის არხი, რომ შეიძლება ვინმე პოლიტიკოსს მოუსმინო და მისი აზრი გაითვალისწინო, დაუჯერო, რაღაცნაირი ვაკუუმი იყო შექმნილი. და ამ მომენტში გამოჩნდა "გირჩი“, რომელიც ძალიან გულწრფელი იყო, რასაც ფიქრობდა, იმას ამბობდა და იყო თანმიმდევრულიც. ჩვენ რაღაცნაირ მორალურ ჩარჩოში ვზივართ, წინასწარ გვაქვს ნათქვამი, რომ ჩვენ ასე ვფიქრობთ და ეს ასე რჩება. ადამიანებმა თავიდან ფრთხილად, მაგრამ მოსმენა დაგვიწყეს, თან რაღაც არასტანდარტული კომუნიკაცია გვქონდა, პოლიტიკოსს ვითომ რომ არ ეკადრება - ისეთი, ღია, ადამიანური და არატრაფარეტული. ამან გამოიწვია ის, რომ ნელა, მაგრამ გაიზარდა "გირჩის“ რეიტინგი. ჩვენი ზოგი იდეა განხორციელდა და დღესაც მუშაობს, ბევრიც ჯერ კიდევ ჩანასახობრივ მდგომარეობაშია. მართალია, ჯერ ვერ მივაღწიეთ საკმარისი რაოდენობის გულებამდე, მაგრამ აუცილებლად მივალთ.

  • შიდა წრისთვის - "გირჩის“ უგვირგვინო მეფე

ნამდვილად საპატიო ტიტულია იყო "გირჩის სამეფოს“ მეფე. ეს ამბავი ხუმრობით დაიწყო. ალბათ გახსოვთ, 2019 წელი, სამეფო ოჯახები სასამართლოში ერთმანეთს რომ ედავებოდნენ. მირიან მეფის პორტრეტთან მაქვს ფოტო გადაღებული, რომელიც "ამბასადორში“ ჰკიდია, ძალიან ვგავართ ერთმანეთს და ოფისში ხუმრობით ჩავწერეთ ვიდეო დაახლოებით ასეთი ტექსტით - რა დროს ბაგრატიონებია, როცა მირიან მეფის ნახატთან მაქვს გადაღებული ფოტო, ძალიან ვგავართ ერთმანეთს, აგერ, ეს კაცი ხოსროიდებს ჰგავს და მე ვარ ხოსროიდების შთამომავალი-მეთქი.

ამ პერიოდს დაემთხვა მთაწმინდაზე მაჟორიტარების არჩევნები და "გირჩის“ სახელით იქ ვიყარე კენჭი (სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად აირჩიეს და ერთი ადგილი გათავისუფლდა). კამპანიის ნაწილი იყო, რომ საბო მეფეა და ჰეშთეგს ვიყენებდით ფეისბუკზე - "საბო მეფედ“. ნახევრად ხუმრობით, შიდა წრისთვის ვიყავი "გირჩის“ უგვირგვინო მეფე.

  • კონსტიტუციური მონარქია "გირჩში“ და მეფის ფუნქცია

მას შემდეგ, რაც "გირჩი“ დაიშალა, ისე გამოვიდა, რომ აქეთ დარჩენილებს, ვინც ზურას არ გავყევით, სერიოზული კრიზისი გვქონდა. მე და ლევან ჯგერენაიამ, რომელიც "გირჩის" ერთ-ერთი პროექტის "ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურია, გადავწყვიტეთ, რომ აგვეღო მენეჯერობის და "დალაგების“ ფუნქცია. მოხდა ისე, რომ აქეთ, თუ - იქეთ "გირჩი“ გადარჩა და აქეთ მყოფებმა გადავწვიტეთ, რომ საზოგადოებისთვის დავწეროთ კონსტიტუცია. როდესაც ამაზე ვსაუბრობდით, იაგო ხვიჩიას გაუჩნდა იდეა, ის მოდელი, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა, ჩვენს კონსტიტუციაში გადავიტანოთო. გამოვიდა ისე, რომ "გირჩი“ თავისი მოწყობით არის კონსტიტუციური მონარქია, რომელსაც მართავს არჩეული საბჭო. მაშინ, როდესაც რაიმე კრიზისი კიდევ შეგვხვდება, მე და ლევანს გვაქვს ერთადერთი ფუნქცია, ვითავოთ კრიზისმენეჯერობა. სხვა მხრივ, მე და ლევანს სამეფოს შიგნით არანაირი პრივილეგია და ფუნქცია არ გაგვაჩნია. მშვიდობიანობის ჟამს გახლავართ ფორმალური მეფე, ომიანობის დროს მეფე და მთავარი მღვდელმსახური ხდებიან აბსოლუტური მმართველები, მათი სიტყვა კანონია და მათი ფუნქციაა "გირჩის“ საზოგადოება დააბრუნოს კონსტიტუციურ წესრიგში.

ვეცდები ვიყო "გირჩის“ პირველი ნომერი თბილისის თვითმართველობის არჩევნებზე და იმ ცნობადობით და ნდობით, რომელიც მოპოვებული მაქვს, "გირჩის“ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შევიყვანო საკრებულოში.

  • "ვერ ვისწავლე უნგრული"

ჩემს გამეფებას ახლობლები ძალიან მხიარულად და პოზიტიურად შეხვდნენ. სხვადასხვანაირად მომმართავენ - მეფეო, ჰერმან... მაგრამ დედა ისევ გოგას მეძახის. ჩემი ვარაუდით, დედას უნდოდა, ქართული სახელი მრქმეოდა. ოფიციალურად ჰერმანი ვარ, მაგრამ დედა მოფერებით თავიდანვე გოგას მეძახდა. მამა გარდაცვლილი მყავს... მან იცოდა ცოტა მშობლიური უნგრული, მეც ვეცადე მესწავლა, მაგრამ ურთულესი ენაა. რაღაც ფრაზები ვიცი, თუმცა საუბარს ვერ მოვახერხებ. ისე, ძალიან ლამაზი ენაა უნგრული.

  • ვინ არის მეფის რჩეული ლიბერტარიანელი

კარგა ხანია, რაც ძალიან კარგ, პროფესიონალ და ლამაზ ადამიანს ვხვდები. ეს ურთიერთობა არ გაგვიოფიციალურებია, მაგრამ ყველაფერი კარგად გვაქვს, ერთად ბედნიერად ვცხოვრობთ, შეძლებისდაგვარად. ჩემი რჩეული ერთ-ერთ ტელევიზიაში მუშაობს, ისიც ლიბერტარიანელია იდეოლოგიით და ამჟამად "გირჩის სამეფოს“ წევრი. მისი ვინაობის საჯაროდ გამჟღავნებისგან ამჯერად თავს შევიკავებ...

  • პოლიტიკაში მოსვლის ბანალური მიზანი

ძალიან მიყვარს ფიზიკა და კომპიუტერული ტექნოლოგიები. დიდი სურვილი მაქვს და ჩემი მიზანია, რაც მინდა მოვასწრო, ვიყო მასწავლებელი - მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და მარტივად გამომდის რთული კონცეფციის ახსნა. მეორე მიზანი, რამაც გადამაწყვეტინა პოლიტიკაში მოსვლა, ბანალურია - მინდა, ისე ვიცხოვრო, როგორც წარმომიდგენია რომ სწორია და არავის ჰქონდეს უფლება, ჩაერიოს ჩემს ცხოვრებაში. ამაში უამრავი რამ იგულისხმება, მაგალითად, ვაკეთო ის ბიზნესი, რაც მინდა, გამოვხატო სიტყვის თავისუფლება ისე, როგორც მინდა. მინდა, მაქსიმალურად მოვიპოვო თავისუფლება და თუ ეს მოვახერხე და მოვიპოვე, იმას ნიშნავს, რომ თქვენთვისაც მოვიპოვებ და ნებისმიერი ქართველისთვისაც. ვცდილობ, პოლიტიკაში ვიაქტიურო, ადამიანებს ავუხსნა, რა არის სწორი და თუ ეს მოვახერხე, ყველანი წამომყვებიან და ყველანი მოვახერხებთ ისეთი საზოგადოების აშენებას, როლის ჩანასახიც დღეს "გიჩის სამეფოა“.

ყველაზე იდეალური სიტუაცია ის იქნება, რომ ჰერმან მეფე არ შევიდეს ისტორიაში და არ დაგვჭირდეს მეტი ეპატაჟის გამოყენება, რომ ადამიანებმა ამ ეპატჟის გარეშეც შეძლონ ჩვენი გამოყოლა. და თუ მაინც მომიწია ისტორიაში შესვლა, ვიქნები ძალიან ადამიანური და ჰუმანური მეფე.

  • "გირჩის მეფის“ და "სამეფოს თავკაცის“ მნიშვნელოვანი პროექტი

ბოლო 4 წელია, ფილტვებზე პრობლემების გამო, არ ვარ მარიხუანას მომხმარებელი. მანამდე ჩვეულებრივად განტვირთვის ფარგლებში მოვიხმარდი კვირაში ან თვეში ერთხელ. არ მგონია, მარიხუანას მოხმარება პრობლემა და ტრაგედია. პერიოდულად მიწევს ტომოგრაფიის კეთება, მაგრამ სერიოზული პრობლემა არ მაქვს. ამ ეტაპზე გადართული ვარ წინასაარჩენო კამპანიაზე, ვთარგმნი და ვდებ ვიდეოებს. ამასთანავე, მე და "გირჩის სამეფოს“ თავკაცი ოთო ზაკალაშვილი ერთი მნიშვნელოვანი პროექტის შემქმნელები ვართ და მის ფარგლებში ათასობით ახალგაზრდას სრულიად უფასოდ ვასწავლით პროგრამირებას. ბევრმა მათგანმა უკვე სამსახურიც იპოვა. ამ მომენტში გვყავს 4000-მდე სტუდენტი. რაც შეეხება "გირჩის“ შემოსავლის წყაროს, ამჯერად ორი წყაროა - "ბიბლიური თავისუფლება“ და პარტიის შემომწირველები, მსხვილი შემომწირველი ბიზნესმენები არ გვყავს. ვისაც ჩვენი იდეები მოსწონს და ვინც მიიჩნევს, რომ ჩვენი იდეები მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის, გვწირავენ იმდენს, რამდენიც შეუძლიათ, ამით არსებობს "გირჩი“.