ავტორი:

უნიკალური კადრი - ფოტოგრაფმა შტორმის დროს, რომაული წყლის ღმერთის, ნეპტუნუსის "სახე“ აღბეჭდა

უნიკალური კადრი - ფოტოგრაფმა შტორმის დროს, რომაული წყლის ღმერთის, ნეპტუნუსის "სახე“ აღბეჭდა

ბრიტანული გამოცემა BBC წერს, რომ აღმოსავლეთ სასექსის სანაპიროზე, შტორმის დროს, ტალღებში, "ნეპტუნუსის სახე გამოჩნდა.“ რომაული წყლის ღმერთის "სახე“ BBC-ის ფოტოგრაფმა, ჯეფ ოვერსმა აღბეჭდა.

  • როგორც გამოცემა წერს, ეს ფოტო არის პარეიდოლიის მაგალითი (პარეიდოლია - მხედველობითი ილუზიის ნაირსახეობა, როდესაც რეალური ობიექტის დეტალებით ხედავ (ქმნი/წარმოისახავ) გამოსახულებას, რომელიც რეალურად არ არსებობს).

ფოტოგრაფ ოვერსის თქმით, ეს არის პოპულარული ადგილი ფოტოგრაფებისთვის, რადგანაც ზღვა მუდამ ღელავს და ყოველთვის საინტერესო ფოტოების გადაღების შესაძლებლობას იძლევა.

ცნობისთვის, ნეპტუნუსი რომაული მითოლოგიის მიხედვით, ზღვის და წყლის ღმერთია, რომელიც ანალოგიურია, ბერძნული მითოლოგიის ღმერთის, პოსეიდონის.

მასშტაბური აქციები საფრანგეთში - "კოვიდპასპორტებთან" დაკავშირებული რა წესების შემოღებას აპირებს მთავრობა და რას ითხოვს საზოგადოების ნაწილი (ფოტოები)

"აგვისტოს ბოლოსთვის "დელტა" ვარიანტის წილი ევროკავშირში გავრცელებულ კორონავირუსის ყველა ვარიანტს შორის 90% იქნება" - "ევროპის წამლების სააგენტო"

დღის ფოტო: მუსლიმებს ღმერთისთვის შესაწირი ძროხა ამწეთი სახურავზე აჰყავთ