მოძალადე არ ვარ, რაც ჩავიდინე იმასაც ვნანობ, - ამის შესახებ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულმა ზაზა მჭედლიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის აქციაზე ჟურნალისტების ნათქვამმა ფრაზებმა გააღიზიანა.
"რაც ჩავიდინე, გულწრფელად ვინანიებ. პუტინის მონას რომ გიწოდებენ, გაღიზიანდები, დროშის ტარი მოვიქნიე და კამერას მოხვდა, სოციალურად დაუცველი, 2 შვილის მამა ვარ, ტაძარში ვმსახურობ. ალბათ, ჩემი საახლობლოც იტყვის, რომ მოძალადე არ ვარ, რაც ჩავიდინე იმასაც ვნანობ, მიმალვას არ ვაპირებ.
ოჯახი მყავს პატივცემულო მოსამართლე, დამეჩაგრება შვილები“, - განაცხადა მჭედლიძემ.
მას ადვოკატი არ ჰყავს და როგორც აღნიშნა, ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს.
ეგდე მანდ. სოც დაუცველი რომ იყავი და 2 შვილი გყავდა სარჩენი, მანამდე რატო არ გაგახსენდა? დამნაშავე უნდა დაისაჯოს.
იქნებ სხვა დროს უფრო მეტად დაფიქრდეთ თქვენ შვილებზე,და ასე სახვეწარი არ გაგიხდეთ არ დამიჭიროთო.არც იქნება თქვენი ოჯახისთვის საამაყო საქციელი