საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ბიბლუსი“  ლიტერატურულ ტურნეს იწყებს - რა სურპრიზები ელოდება მკითხველს?
„ბიბლუსი“  ლიტერატურულ ტურნეს იწყებს - რა სურპრიზები ელოდება მკითხველს?

წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი „ბიბ­ლუ­სი“ 10 ივ­ლი­სი­დან ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტურ­ნეს იწყებს. ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მწერ­ლებ­თან ერ­თად ეს­ტუმ­რე­ბი­ან ბა­კუ­რი­ანს, თე­ლავს, ბორ­ჯომს, ზუგ­დიდს, ქუ­თა­ისს, ბახ­მა­რო­სა და ბა­თუმს, სა­დაც შეხ­ვდე­ბი­ან ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას და სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბას შეს­თა­ვა­ზე­ბენ სა­თა­მა­შო­ე­ბის ქსელ "პე­პე­ლა­სა’’ და "XS’’-თან ერ­თად.

შეხ­ვედ­რე­ბი „ბიბ­ლუ­სის“ ფი­ლი­ა­ლე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­სა და პარ­კებ­ში შედ­გე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ჩარ­თვა კი ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­ეძ­ლე­ბა, მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მკი­თხვე­ლებს, რო­მელ­თა გან­წყო­ბა­ზეც ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის გმი­რე­ბი იზ­რუ­ნე­ბენ. სა­ბავ­შვო ღო­ნის­ძე­ბე­ბის შემ­დეგ მკი­თხვე­ლებს შეხ­ვდე­ბი­ან "პა­ლიტ­რა L’’-ის",წიგ­ნე­ბი ბა­თუმ­ში’’-ს",ინ­ტე­ლექ­ტის’’",არ­ტა­ნუ­ჯის’’",ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბი­სა’’ და "დი­ო­გე­ნეს’’ ავ­ტო­რე­ბი. მწერ­ლე­ბი ისა­უბ­რე­ბენ რო­გორც სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე, ასე­ვე ზო­გა­დად ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე.

„ბიბ­ლუ­სის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტურ­ნეს მი­ზა­ნია, ჩვენს მკი­თხვე­ლებს შევ­თა­ვა­ზოთ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. გვინ­და, დღე­სას­წა­უ­ლი მო­ვუ­წყოთ არამ­ხო­ლოდ უფ­რო­სი თა­ო­ბის მკი­თხვე­ლებს, არა­მედ ბავ­შვებ­საც, ამი­ტომ თი­თო­ე­ულ ქა­ლაქ­ში და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ბავ­შვო აქ­ტი­ვო­ბე­ბით იქ­ნე­ბა დატ­ვირ­თუ­ლი.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ბევ­რი ად­გი­ლი მო­ვიც­ვათ და ჩვენს მკი­თხველს საყ­ვა­რელ მწერ­ლებ­თან შეხ­ვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცეთ, ამი­ტომ წელს შე­ვარ­ჩი­ეთ 7 ქა­ლა­ქი, სა­დაც ნამ­დვილ ლი­ტე­რა­ტუ­რულ დღე­სას­წა­ულს მო­ვა­წყობთ“, - აღ­ნიშ­ნეს „ბიბ­ლუს­ში“.

ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა ხელ­საქ­მის მას­ტერკლა­სე­ბი, კი­ნოჩ­ვე­ნე­ბა, სა­უბ­რე­ბი მწე­რალ­თან, ანი­მა­ტო­რე­ბის შოუ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

პირ­ველ შეხ­ვედ­რას „ბიბ­ლუ­სი“ ბა­კუ­რი­ა­ნი­სა და ბორ­ჯო­მის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, 10 ივ­ლისს გა­მარ­თავს, 17 ივ­ლისს თე­ლავ­ში, ხოლო 24 ივ­ლისს ზუგ­დიდ­სა და ქუ­თა­ის­ში, ბახ­მა­როს 23 ივ­ლისს ეწ­ვე­ვი­ან, ხოლო ბა­თუმს 29 ივ­ლისს, სა­დაც მთე­ლი ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­სვე­ნებ­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბებს შეს­თა­ვა­ზე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

„ბიბლუსი“  ლიტერატურულ ტურნეს იწყებს - რა სურპრიზები ელოდება მკითხველს?

„ბიბლუსი“  ლიტერატურულ ტურნეს იწყებს - რა სურპრიზები ელოდება მკითხველს?

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ 10 ივლისიდან ლიტერატურულ ტურნეს იწყებს. ტურნეს ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლები მწერლებთან ერთად ესტუმრებიან ბაკურიანს, თელავს, ბორჯომს, ზუგდიდს, ქუთაისს, ბახმაროსა და ბათუმს, სადაც შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას და სხვადასხვა საინტერესო აქტივობას შესთავაზებენ სათამაშოების ქსელ ,,პეპელასა’’ და ,,XS’’-თან ერთად.

შეხვედრები „ბიბლუსის“ ფილიალების მიმდებარე ტერიტორიასა და პარკებში შედგება. ღონისძიებებში ჩართვა კი ნებისმიერ მსურველს შეეძლება, მათ შორის, ყველაზე პატარა მკითხველებს, რომელთა განწყობაზეც ყველასათვის საყვარელი წიგნის გმირები იზრუნებენ. საბავშვო ღონისძებების შემდეგ მკითხველებს შეხვდებიან ,,პალიტრა L’’-ის, ,,წიგნები ბათუმში’’-ს, ,,ინტელექტის’’, ,,არტანუჯის’’, ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა’’ და ,,დიოგენეს’’ ავტორები. მწერლები ისაუბრებენ როგორც საკუთარ შემოქმედებაზე, ასევე ზოგადად ლიტერატურაზე.

„ბიბლუსის ლიტერატურული ტურნეს მიზანია, ჩვენს მკითხველებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი და საინტერესო ლიტერატურული ღონისძიებები. გვინდა, დღესასწაული მოვუწყოთ არამხოლოდ უფროსი თაობის მკითხველებს, არამედ ბავშვებსაც, ამიტომ თითოეულ ქალაქში დაგეგმილი ღონისძიება საბავშვო აქტივობებით იქნება დატვირთული.

მნიშვნელოვანია, ბევრი ადგილი მოვიცვათ და ჩვენს მკითხველს საყვარელ მწერლებთან შეხვედრის საშუალება მივცეთ, ამიტომ წელს შევარჩიეთ 7 ქალაქი, სადაც ნამდვილ ლიტერატურულ დღესასწაულს მოვაწყობთ“, - აღნიშნეს „ბიბლუსში“.

ტურნეს ფარგლებში გაიმართება ხელსაქმის მასტერკლასები, კინოჩვენება, საუბრები მწერალთან, ანიმატორების შოუ და სხვა საინტერესო და სახალისო აქტივობები.

პირველ შეხვედრას „ბიბლუსი“ ბაკურიანისა და ბორჯომის მოსახლეობასთან, 10 ივლისს გამართავს, 17 ივლისს თელავში, ხოლო 24 ივლისს ზუგდიდსა და ქუთაისში, ბახმაროს 23 ივლისს ეწვევიან, ხოლო ბათუმს 29 ივლისს, სადაც მთელი ზაფხულის სეზონის განმავლობაში დამსვენებლებს საინტერესო აქტივობებს შესთავაზებენ.

ვინ იყო საფო მგელაძე, თავისუფლების მოყვარული ქალი-მწერალი, რომელსაც „ქართველი ჟორჟ სანდი“ შეარქვეს

აგათა კრისტის იდუმალი გაუჩინარება: რა მოხდა სინამდვილეში 1926 წელს?

დღეიდან კ. გამსახურდიას "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად