შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მისი მხრიდან პოსტის დატოვებაზე "ოცნებობენ“. ამის შესახებ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო.
"რა თქმა უნდა, ამაზე ოცნებობს ძალიან ბევრი“, - აცხადებს გომელაური.
გარდა ამისა, ვახტანგ გომელაურს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ მივიდა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც დეპუტატებმა დაიბარეს.
"ამას თავის პროცედურები აქვს. იქ არის თავისი პროცედურები, კანონი, წესი და როცა საჭირო იქნება, მივალ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა. მანამდე კი სალომე ზურაბიშვილთან იმყოფებოდნენ პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე.