მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კიდევ 2 ფსიქიატრიული საავადმყოფო აშენდება
საქართველოში კიდევ 2 ფსიქიატრიული საავადმყოფო აშენდება

სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ 2 ახა­ლი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო აშენ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის, მიერ წარ­დგე­ნილ დო­კუ­მენ­ტში, რო­მელ­შიც ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის 10-წლი­ან გეგ­მა­ზეა ლა­პა­რა­კი.

დო­კუ­მენ­ტის - "ხელ­მი­საწ­ვდო­მი და ხა­რის­ხი­ა­ნი ჯან­დაც­ვა, სო­ცი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა და ღირ­სე­უ­ლი შრო­მი­თი გა­რე­მო 2030“ მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ჩი­ნე­თის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტის მეშ­ვე­ო­ბით გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"შე­მუ­შავ­დე­ბა ახა­ლი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც სრუ­ლად იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქის ბიო-ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე. ჩი­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფოს გრან­ტის ფარ­გლებ­ში იგეგ­მე­ბა 2 ახა­ლი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა და თბი­ლი­სის 2 ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. მოხ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლუ­რი ქსე­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბაც, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი ხა­რის­ხი სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბით, პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს" - ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტში. ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ სა­მი­ნის­ტროს 10 - წლი­ა­ნი გეგ­მა, რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, 7 ივ­ლისს წა­რად­გი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nene
2

ძალიან კარგი და დროულია

....
0

მეტიც დაგვჭირდება :) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საქართველოში კიდევ 2 ფსიქიატრიული საავადმყოფო აშენდება

საქართველოში კიდევ 2 ფსიქიატრიული საავადმყოფო აშენდება

საქართველოში კიდევ 2 ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფო აშენდება. ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, მიერ წარდგენილ დოკუმენტში, რომელშიც ჯანდაცვის სისტემის განვითარების 10-წლიან გეგმაზეა ლაპარაკი.

დოკუმენტის - "ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემო 2030“ მიხედვით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ჩინეთის მიერ გამოყოფილი სახელმწიფო გრანტის მეშვეობით გახდება შესაძლებელი.

"შემუშავდება ახალი მოდელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული მოქალაქის ბიო-ფსიქო-სოციალურ საჭიროებებზე. ჩინეთის სახელმწიფოს გრანტის ფარგლებში იგეგმება 2 ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მშენებლობა და თბილისის 2 ფსიქიატრიული საავადმყოფოს რეაბილიტაცია. მოხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალური ქსელის გაძლიერებაც, რომელიც მაღალი ხარისხი სერვისის მიწოდებით, პაციენტის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს" - ნათქვამია დოკუმენტში. ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს 10 - წლიანი გეგმა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 7 ივლისს წარადგინა.