სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ 5 პირი დააკავა, მათ შორის 3 "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტზე თავდასხმის გამოა დაკავებული
შსს-მ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ 5 პირი დააკავა, მათ შორის 3 "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტზე თავდასხმის გამოა დაკავებული

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 5 ივ­ლისს თბი­ლის­ში გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე თავ­დას­ხმის, დევ­ნა­სა და ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე კი­დევ 5 პირი, ხოლო "თბი­ლი­სი პრა­ი­დი"-ს ოფი­სის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე 3 პირი და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას თა­ვად უწყე­ბა ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლის, ძა­ლა­დო­ბი­თა და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით დევ­ნის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე კი­დევ 5 პირი: 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.გ. 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ც.ჩ. 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.მ., 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.დ. და 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.გ. პო­ლი­ცი­ამ "თბი­ლი­სი პრა­ი­დი"-ს ოფი­სის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­ა­კა­ვა 3 პირი. 1992 წელს და­ბა­დე­ბულ გ.ე.-ს, 1998 წელს და­ბა­დე­ბულ, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლევ ა.ა.-სა და 1992 წელს და­ბა­დე­ბულ გ.ო.-ს ბრა­ლად ედე­ბათ, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, დევ­ნა ძა­ლა­დო­ბით ან ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით და ბი­ნის ან სხვა მფლო­ბე­ლო­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის ჯგუ­ფუ­რად დარ­ღვე­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, მიმ­დი­ნა­რე წლის 5 ივ­ლისს, თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე “თბი­ლი­სი პრა­ი­დის” სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს, ბრალ­დე­ბულ­მა ო.გ.-მ და ც.ჩ.-მ ორ­გა­ნი­ზა­ცია "სირ­ცხვი­ლი­ას“ ოფის­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია "ტვ 1“-ის ჟურ­ნა­ლისტსა და ოპე­რა­ტორს, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ სამ ბრალ­დე­ბულს: ბ.მ.-მ, მ.დ.-მ და თ.გ.-მ იმა­ვე დღეს თა­ბუ­კაშ­ვი­ლის და ჭან­ტუ­რი­ას ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლის ოპე­რა­ტორს და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ფო­ტოგ­რაფს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბი­სას სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. სა­მი­ვე მათ­გა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლია ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხელ­შეშ­ლის, დევ­ნი­სა და ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 154-ე მუხ­ლის მე -2, 156-ის მე -2 ნა­წი­ლის "ა" და 225-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა: გ.ე.-მ, ა.ა.-მ და გ.ო.-მ 5 ივ­ლისს, "თბი­ლი­სი პრა­ი­დი"-ს ოფი­სის მფლო­ბე­ლე­ბის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ უკა­ნო­ნოდ შე­აღ­წი­ეს ოფი­სის აი­ვან­ზე, რა­საც მოყ­ვა ძა­ლა­დო­ბა, რბე­ვა, სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა, გა­ნად­გუ­რე­ბა. მათი კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის, კერ­ძოდ, სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა დევ­ნით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, 156-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით და 160-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით, რაც ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ძა­ლა­დო­ბით ან ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით დევ­ნას და ბი­ნის ან სხვა მფლო­ბე­ლო­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის ჯგუ­ფუ­რად დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

და­ნა­შა­უ­ლი 2-დან 6 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა მო­ძა­ლა­დე პირ­თა დად­გე­ნის და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით.

ამ დრო­ის­თვის, ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე თავ­დას­ხმის, დევ­ნის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის, მუ­ქა­რის და ბი­ნის ან სხვა მფლო­ბე­ლო­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის ჯგუ­ფუ­რად დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ სულ 15 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. გრძელ­დე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სამ­ძებ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
21

ვეთანხმები ძალადობა არ შეიძლება არც ჟურნალისტზე,არც ექიმზე,არც მუშაზე. აუცლებელია მივიღოთ ისეთი კანონი,რომელიც აუკრძალავს ჟურნალისტს ტყუილების ლაპარაკს. და ე.წ. ვითომ გამომძიებელ ჟურნალისტების მიერ მოსახლეობის ხელოვნურად დაზაფრას.

!
4

დალოცვილებო,მატყუარა ჟურნალისტები რომ ფაიქოლოგიურად ძალადობენ ხალხზე რატომ არავინ აგებს პასუხს!სადაა ეთიკის საბჭო,რა ჯანდაბას აკეთებენ.ყველამ უნდა აგვისტოს პასუხი,მარტო ამ ბიჭებს ნუ შეახოცავთ ხელებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

შსს-მ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ 5 პირი დააკავა, მათ შორის 3 "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტზე თავდასხმის გამოა დაკავებული

შსს-მ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ 5 პირი დააკავა, მათ შორის 3 "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტზე თავდასხმის გამოა დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს თბილისში გამართული აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნასა და ჯგუფურ ძალადობის ფაქტებზე კიდევ 5 პირი, ხოლო "თბილისი პრაიდი''-ს ოფისის დაზიანების ფაქტზე 3 პირი დააკავა. ამის შესახებ განცხადებას თავად უწყება ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 5 პირი: 1993 წელს დაბადებული ო.გ. 1991 წელს დაბადებული ც.ჩ. 1987 წელს დაბადებული ბ.მ., 1990 წელს დაბადებული მ.დ. და 1997 წელს დაბადებული თ.გ. პოლიციამ "თბილისი პრაიდი''-ს ოფისის დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა 3 პირი. 1992 წელს დაბადებულ გ.ე.-ს, 1998 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ა.ა.-სა და 1992 წელს დაბადებულ გ.ო.-ს ბრალად ედებათ, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, დევნა ძალადობით ან ძალადობის მუქარით და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევა.

გამოძიებით დადგინდა, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა ო.გ.-მ და ც.ჩ.-მ ორგანიზაცია "სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია "ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

რაც შეეხება კიდევ სამ ბრალდებულს: ბ.მ.-მ, მ.დ.-მ და თ.გ.-მ იმავე დღეს თაბუკაშვილის და ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე ტელეკომპანია პირველის ოპერატორს და საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამივე მათგანი დაკავებულია ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის, დევნისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

სამართალდამცველთა მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა: გ.ე.-მ, ა.ა.-მ და გ.ო.-მ 5 ივლისს, "თბილისი პრაიდი''-ს ოფისის მფლობელების ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შეაღწიეს ოფისის აივანზე, რასაც მოყვა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება. მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედება ადამიანების, კერძოდ, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა დევნით იყო გამოწვეული. დაკავებული პირების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევას გულისხმობს.

დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა მოძალადე პირთა დადგენის და დაკავების მიზნით.

ამ დროისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 15 პირია დაკავებული. გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები", - ნათქვამია განცხადებაში.

"სროლის შემდეგ ყოფილ ცოლს მანქანით გადაუარა... ნასვამი ყოფილა" - ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიმამრი მოკლა, ცოლის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა - მარნეულში მომხდარი მკვლელობის დეტალები

მარნეულში ორი ადამიანი მოკლეს, ორი კი დაჭრეს