ავტორი:

"მსოფლიოს განგსტერები მართავენ... მათ შორის არის ვლადიმერ პუტინი" - რა უპასუხა ქართველი ჟურნალისტის კითხვას კანის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემ?

"მსოფლიოს განგსტერები მართავენ... მათ შორის არის ვლადიმერ პუტინი" - რა უპასუხა ქართველი ჟურნალისტის კითხვას კანის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემ?

როგორც ამერიკული გამოცემა Hollywood Reporter-ის მიერ გავრცელებულ მასალაშია ნათქვამი, კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემ, რეჟისორმა სპაიკ ლიმ, ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა თვალსაზრისი აქვს მას რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლაზე, ასე უპასუხა:

"დღევანდელ მსოფლიოს განგსტერები მართავენ - აგენტი ორანჟი (დონალდ ტრამპი), ბრაზილიელი ბიჭი (ჟაირ ბოლსინარო) და ვლადიმერ პუტინი... დიახ, ისინი განგსტერები არიან და რაც უნდათ, იმას აკეთებენ. მათ არც მორალი აქვთ და არც სინდის-ნამუსი.

ჩვენ ამ განგსტერების წინააღმდეგ გამოვდივართ. ალბათ, იცით, რომ "ორანჟი" ის ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც ამერიკელები ვიეტნამში იყენებდნენ, ტყეებსა და ჰაერში აფრქვევდნენ. ამ ნივთიერებამ მრავალი ადამიანი იმსხვერპლა" - უპასუხა სპაიკ ლიმ.

მოამზადა: სიმონ კილაძემ