კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინ სიკვდილები არიან ეს ხალხი? ამათ ქართველობა ღვინის ჩასხმა და ღორივით დალევა ჰგონიათ?" - აკაკი ბობოხიძე პრაიდის მოწინააღმდეგეებზე
"ვინ სიკვდილები არიან ეს ხალხი? ამათ ქართველობა ღვინის ჩასხმა და ღორივით დალევა ჰგონიათ?" - აკაკი ბობოხიძე პრაიდის მოწინააღმდეგეებზე

გუ­შინ და გუ­შინ­წინ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ და რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქოს ქარ­თულ­მა ფი­ლი­ალ­მა, რო­მე­ლიც არ არის ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია და არის უწიგ­ნუ­რე­ბის თავ­შეყ­რის, სიმ­დიდ­რის და პო­ლი­ტი­კურ გავ­ლე­ნა­ზე და­ხარ­ბე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თო­ბა, მკვლე­ლე­ბი გა­მოგ­ზავ­ნეს თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რი აკა­კი ბო­ბო­ხი­ძე 5 და 6 ივ­ლისს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წინ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს.

რო­გორც ბო­ბო­ხი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „დღის ნი­უს­რუ­მი“ გა­ნა­ცხა­და, ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი უარ­ყო­ფი­თად არის გან­წყო­ბი­ლი LGBT თე­მის მი­მართ და ვერც ხვდე­ბი­ან, ეს თემი რას ითხოვს.

მი­სი­ვე თქმით, თუ პრა­ი­დის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე დაჯ­გუ­ფე­ბებს ძა­ლა­უფ­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ, ეს ნიშ­ნავს, რომ „მკლა­ვე­ბის მო­შიშ­ვლე­ბის, ან სა­კინ­ძე­ე­ბის არ­შეკ­ვრის შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მტრე­ბად იქ­ცე­ვი­ან“.

"მა­ინ­ტე­რე­სებს, ქარ­თვე­ლო­ბა უკვე და­კარ­გეთ ჯინ­სის შარ­ვლე­ბით რომ დარ­ბი­ხართ, მკერ­დი რომ გი­ჩანთ, ქმრე­ბი სად გყავთ? ქარ­თველ „ვაჟ­კა­ცებს“ მინ­და მივ­მარ­თო, ნი­ფხავ - პე­რან­გში და შორ­ტე­ბით რომ ცეკ­ვავ­დნენ, ჩემს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში შორ­ტით ქუ­ჩა­ში გავ­ლი­ლი კაცი არ მი­ნა­ხავს თბი­ლის­ში და გა­მო­დის, რომ ტრა­დი­ცი­ე­ბის წარ­თმე­ვა მხო­ლოდ ამ რეგ­ვე­ნე­ბის დო­ნე­ზე ით­ვლე­ბა. რო­მე­ლი დრო­ის მდგო­მა­რე­ო­ბით უნდა ჩავ­თვა­ლოთ, რომ ძველ ტრა­დი­ცი­ებს უნდა და­ვუბ­რუნ­დეთ? - იქ­ნებ ჯერ შორ­ტე­ბის მა­გივ­რად შარ­ვლებ­ზე გა­დახ­ვი­დეთ და შემ­დეგ ილა­პა­რა­კოთ. ვინ და­ნიშ­ნა ეს ხალ­ხი შორ­ტე­ბის ტო­ტე­ბის სიგ­რძის მზო­მა­ვად - მუხ­ლის ქვე­ვით შე­იძ­ლე­ბა იყოს შორ­ტი, მუხ­ლამ­დე, თუ მუხ­ლის ზე­ვით, ვინ სიკ­ვდი­ლე­ბი არი­ან ესე­ნი სხვას რომ ცხოვ­რე­ბის წესს უწე­სე­ბენ?

სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვერ ხვდე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი რა არის, გარ­ყვნი­ლე­ბის პრო­პა­გან­დას ეწე­ვი­ა­ნო, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ითხო­ვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვან წევ­რე­ბად ვა­ღი­ა­როთ, რომ მა­თაც აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა და არა იმას, რომ ქუ­ჩა­ში სექ­სი ჰქონ­დეს ვი­ღა­ცას. გამ­კვირ­ვე­ბია იმ მა­მე­ბის, გულ­ზე მჯიღს რო ირტყა­მენ, შვი­ლებს გვირ­ყვნი­ა­ნო და თვი­თონ აღ­მოჩ­ნდე­ბა, ბავ­შვებს ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მზე ალა­პა­რა­კე­ბენ. ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი უარ­ყო­ფი­თად არის გან­წყო­ბი­ლი ამ თე­მის მი­მართ და ვერც ხვდე­ბი­ან ეს თემი რას ითხოვს. მინ­და მათ ვუ­თხრა - ჩა­ი­ხე­დეთ სარ­კე­ში, ამ ორ­კებს თუ მი­ე­ცათ ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში აღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­კინ­ძე­ე­ბი გახ­სნი­ლი თუ გაქვთ, ან მკლა­ვე­ბი შიშ­ვე­ლი გაქვთ, იცო­დეთ, რომ თქვე­ნი მტრე­ბი არი­ან, თქვენს და თქვე­ნი შვი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ან. მა­ინ­ტე­რე­სებს, შემ­თხვე­ვით მათ დიდ ნა­წილს იმის გამო, რომ აქ უსაქ­მუ­რად იყ­ვნენ, დე­დე­ბი ხომ არ ჰყავთ უცხო­ეთ­ში მო­ნე­ბად გაგ­ზავ­ნი­ლი? ამათ ქარ­თვე­ლო­ბა სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბის სმა, მი­წა­ში პა­ტა­რა ორ­მოს გა­კე­თე­ბა, ღვი­ნის ჩას­ხმა და ღო­რი­ვით და­ლე­ვა ჰგო­ნი­ათ. არა­ვის არ შე­უ­რა­ცხვყოფ, მი­თხრას ვინ­მემ, რა­ტომ არის ეს ვაჟ­კა­ცო­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბის ხაზ­გას­მა“, - აღ­ნიშ­ნა აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ.

აკა­კი ბო­ბო­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, თუ ეს ძა­ლა­დობ­რი­ვი მოქ­მე­დე­ბე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ აღ­კვე­თა, სა­ქარ­თვე­ლო­ში 90-იანი წლე­ბის ვი­თა­რე­ბა დაბ­რუნ­დე­ბა, რად­გან „ამ ფე­რად გოგო-ბი­ჭებს თა­ვის დაც­ვა მო­უნ­დე­ბათ და მხო­ლოდ სი­ტყვი­ე­რი პრო­ტეს­ტით არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბი­ან“.

"გუ­შინ და გუ­შინ­წინ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ და რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქოს ქარ­თულ­მა ფი­ლი­ალ­მა, რო­მე­ლიც არ არის ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია და არის უწიგ­ნუ­რე­ბის თავ­შეყ­რის, სიმ­დიდ­რის და პო­ლი­ტი­კურ გავ­ლე­ნა­ზე და­ხარ­ბე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თო­ბა, მკვლე­ლე­ბი გა­მოგ­ზავ­ნეს თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში. სა­ხა­რე­ბა წა­კი­თხუ­ლი არ აქვთ, არ იმ­რუ­შოს წინ არა კაცთკლა წე­რია, თუ მრუ­შო­ბის­თვის ადა­მი­ანს კლავ, მთა­ვარ მცნე­ბას არ­ღვევ. ამი­ტომ, რო­დე­საც მხო­ლოდ იმ მცნე­ბა­ზე სა­უბ­რობ, რო­მე­ლიც შენ გა­წყობს, ეს ქრის­ტი­ა­ნო­ბა არ არის. გუ­შინ და გუ­შინ­წინ ძა­ლა­უფ­ლე­ბა­მი­ცე­მუ­ლი, გა­ვე­შე­ბუ­ლი ბრბო დარ­ბო­და ქუ­ჩებ­ში, 90-იანი წლე­ბი დაბ­რუნ­დე­ბა, თუ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ აღ­კვე­თა, ერთხე­ლაც იქ­ნე­ბა ამ ფე­რად გოგო-ბი­ჭებს მო­უნ­დე­ბათ თა­ვის დაც­ვა და მხო­ლოდ სი­ტყვი­ე­რი პრო­ტეს­ტით არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბი­ან. წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და იმის, რა შე­იძ­ლე­ბა ატყდეს თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tttt
47

შენ რა გგონია საქართველო, ახსენი აბა?

gio
86

ყველა, ყველა და ამას საერთოდ ხმა ამოეღება დავით გარეჯის შემდეგ, სამარცხვინო არსება, მარაზმატიკი სუბიექტი!

ავტორი:

"ვინ სიკვდილები არიან ეს ხალხი? ამათ ქართველობა ღვინის ჩასხმა და ღორივით დალევა ჰგონიათ?" - აკაკი ბობოხიძე პრაიდის მოწინააღმდეგეებზე

"ვინ სიკვდილები არიან ეს ხალხი? ამათ ქართველობა ღვინის ჩასხმა და ღორივით დალევა ჰგონიათ?" - აკაკი ბობოხიძე პრაიდის მოწინააღმდეგეებზე

გუშინ და გუშინწინ „ქართულმა ოცნებამ“ და რუსეთის საპატრიარქოს ქართულმა ფილიალმა, რომელიც არ არის ქართული ეკლესია და არის უწიგნურების თავშეყრის, სიმდიდრის და პოლიტიკურ გავლენაზე დახარბებული ადამიანების ერთობა, მკვლელები გამოგზავნეს თბილისის ქუჩებში, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე 5 და 6 ივლისს საქართველოს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს.

როგორც ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, ადამიანების დიდი ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი LGBT თემის მიმართ და ვერც ხვდებიან, ეს თემი რას ითხოვს.

მისივე თქმით, თუ პრაიდის მოწინააღმდეგე დაჯგუფებებს ძალაუფლება მიეცემათ, ეს ნიშნავს, რომ „მკლავების მოშიშვლების, ან საკინძეების არშეკვრის შემთხვევაში ჩვენი და ჩვენი შვილების მტრებად იქცევიან“.

"მაინტერესებს, ქართველობა უკვე დაკარგეთ ჯინსის შარვლებით რომ დარბიხართ, მკერდი რომ გიჩანთ, ქმრები სად გყავთ? ქართველ „ვაჟკაცებს“ მინდა მივმართო, ნიფხავ - პერანგში და შორტებით რომ ცეკვავდნენ, ჩემს ახალგაზრდობაში შორტით ქუჩაში გავლილი კაცი არ მინახავს თბილისში და გამოდის, რომ ტრადიციების წართმევა მხოლოდ ამ რეგვენების დონეზე ითვლება. რომელი დროის მდგომარეობით უნდა ჩავთვალოთ, რომ ძველ ტრადიციებს უნდა დავუბრუნდეთ? - იქნებ ჯერ შორტების მაგივრად შარვლებზე გადახვიდეთ და შემდეგ ილაპარაკოთ. ვინ დანიშნა ეს ხალხი შორტების ტოტების სიგრძის მზომავად - მუხლის ქვევით შეიძლება იყოს შორტი, მუხლამდე, თუ მუხლის ზევით, ვინ სიკვდილები არიან ესენი სხვას რომ ცხოვრების წესს უწესებენ?

საზოგადოება ვერ ხვდება ადამიანის უფლებები რა არის, გარყვნილების პროპაგანდას ეწევიანო, ეს ადამიანები ითხოვენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ვაღიაროთ, რომ მათაც აქვს არსებობის უფლება და არა იმას, რომ ქუჩაში სექსი ჰქონდეს ვიღაცას. გამკვირვებია იმ მამების, გულზე მჯიღს რო ირტყამენ, შვილებს გვირყვნიანო და თვითონ აღმოჩნდება, ბავშვებს ჰომოსექსუალიზმზე ალაპარაკებენ. ადამიანების დიდი ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი ამ თემის მიმართ და ვერც ხვდებიან ეს თემი რას ითხოვს. მინდა მათ ვუთხრა - ჩაიხედეთ სარკეში, ამ ორკებს თუ მიეცათ ძალაუფლების ხელში აღების შესაძლებლობა, საკინძეები გახსნილი თუ გაქვთ, ან მკლავები შიშველი გაქვთ, იცოდეთ, რომ თქვენი მტრები არიან, თქვენს და თქვენი შვილების წინააღმდეგ გამოდიან. მაინტერესებს, შემთხვევით მათ დიდ ნაწილს იმის გამო, რომ აქ უსაქმურად იყვნენ, დედები ხომ არ ჰყავთ უცხოეთში მონებად გაგზავნილი? ამათ ქართველობა სადღეგრძელოების სმა, მიწაში პატარა ორმოს გაკეთება, ღვინის ჩასხმა და ღორივით დალევა ჰგონიათ. არავის არ შეურაცხვყოფ, მითხრას ვინმემ, რატომ არის ეს ვაჟკაცობა და განსაკუთრებულობის ხაზგასმა“, - აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

აკაკი ბობოხიძის განცხადებით, თუ ეს ძალადობრივი მოქმედებები ხელისუფლებამ არ აღკვეთა, საქართველოში 90-იანი წლების ვითარება დაბრუნდება, რადგან „ამ ფერად გოგო-ბიჭებს თავის დაცვა მოუნდებათ და მხოლოდ სიტყვიერი პროტესტით არ დაკმაყოფილდებიან“.

,,გუშინ და გუშინწინ „ქართულმა ოცნებამ“ და რუსეთის საპატრიარქოს ქართულმა ფილიალმა, რომელიც არ არის ქართული ეკლესია და არის უწიგნურების თავშეყრის, სიმდიდრის და პოლიტიკურ გავლენაზე დახარბებული ადამიანების ერთობა, მკვლელები გამოგზავნეს თბილისის ქუჩებში. სახარება წაკითხული არ აქვთ, არ იმრუშოს წინ არა კაცთკლა წერია, თუ მრუშობისთვის ადამიანს კლავ, მთავარ მცნებას არღვევ. ამიტომ, როდესაც მხოლოდ იმ მცნებაზე საუბრობ, რომელიც შენ გაწყობს, ეს ქრისტიანობა არ არის. გუშინ და გუშინწინ ძალაუფლებამიცემული, გავეშებული ბრბო დარბოდა ქუჩებში, 90-იანი წლები დაბრუნდება, თუ ეს ხელისუფლებამ არ აღკვეთა, ერთხელაც იქნება ამ ფერად გოგო-ბიჭებს მოუნდებათ თავის დაცვა და მხოლოდ სიტყვიერი პროტესტით არ დაკმაყოფილდებიან. წარმოდგენაც არ მინდა იმის, რა შეიძლება ატყდეს თბილისის ქუჩებში“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

"ასრულდა სააკაშვილის ოცნება, ჟურნალისტი გარდაიცვალა! მისი რადიკალები შეეცდებიან ეს ფაქტი თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ" - რას წერს ლევან მამალაძე

"არ მიიღება ღარიბაშვილის ფარისევლური სამძიმარი და ფარისევლურად გადმოგდებული ცრემლები..." - გიგი უგულავა

"ბატონო ღარიბაშვილო! თქვენ ვერ მიხვალთ საარჩევნო კამპანიამდე, მე ამას გპირდებით" - მამუკა ხაზარაძე