სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოთვრებიან და შეცვივდებიან ზღვაში... მათ გამო ჩვენი მაშველები სიცოცხლით რისკავენ" - უკონტროლო სანაპირო აფხაზეთში და ათამდე გარდაცვლილი ტურისტი
"გამოთვრებიან და შეცვივდებიან ზღვაში... მათ გამო ჩვენი მაშველები სიცოცხლით რისკავენ" - უკონტროლო სანაპირო აფხაზეთში და ათამდე გარდაცვლილი ტურისტი

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ზღვის სე­ზო­ნი ტრა­გე­დი­ე­ბით და­ი­წყო. ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზღვა­ში რამ­დე­ნი­მე რუსი ტუ­რის­ტი და­იხ­რჩო. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე შემ­თხვე­ვაა, გაგ­რის რა­ი­ონ­ში, 6 ივ­ლისს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია. სანტ-პე­ტერ­ბურ­გე­ლი ქალი სამ შვილ­თან ერ­თად, ზღვის ტალ­ღებ­მა გა­ი­ტა­ცა, თვითმხვილ­ვე­ლებ­მა და მაშ­ვე­ლებ­მა, ოჯა­ხის ოთხი წევ­რი­დან მხო­ლოდ ერთი ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს.

აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დი­ლის 11:00 სა­ა­თის­თვის, მა­შინ, რო­დე­საც ძლი­ე­რი ღელ­ვა იყო, 36 წლის თა­მა­რა მოლ­ჩა­ნო­ვამ, რო­მე­ლიც სამ შვილ­თან ერ­თად გაგ­რის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში ის­ვე­ნებ­და, სას­ტუმ­როს პერ­სო­ნალს არ და­უ­ჯე­რა, სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცია არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და 7, 5 და 3 წლის შვი­ლებ­თან ერ­თად, ბზი­ფის­კენ გა­ე­მარ­თა.

თა­მა­რა მოლ­ჩა­ნო­ვა შვი­ლებ­თან ერ­თად

"ძლი­ე­რი ღელ­ვის და მა­ღა­ლი, თით­ქმის ორ­მეტ­რი­ა­ნი ტალ­ღე­ბის გამო, ზღვა­ში შეს­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, ოთხი­ვე მათ­გა­ნი გა­უ­ჩი­ნარ­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ნა­წი­ლი მათ გა­და­სარ­ჩე­ნად შეც­ვივ­და, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად ცდი­ლობ­დნენ ბავ­შვე­ბი მა­ინც ამო­ეყ­ვა­ნათ. სხვე­ბი სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში ვრე­კავ­დით... მათ მოს­ვლამ­დე, ერთი ბავ­შვი იპოვ­ნეს და გა­და­არ­ჩი­ნეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მაშ­ვე­ლებ­მა იპოვ­ნეს ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნის ცხე­და­რი და უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში 7 წლის გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სო­ჭის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ექი­მე­ბი მისი გა­დარ­ჩე­ნის იმედს ვერ იძ­ლე­ვი­ან... ზღვა­ში და­კარ­გუ­ლი დე­დის ცხედ­რის პოვ­ნა კი დღემ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა. მაშ­ვე­ლე­ბი მის ცხე­დარს ვერმ­ტფ­რე­ნით ეძე­ბენ..." - წერს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ი­და ჰა­სან-ოღლი.

ეს ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც რუსი ტუ­რის­ტე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის რჩე­ვას არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ და შტორ­მის დროს ზღვა­ში სა­ბა­ნა­ოდ შე­დი­ან. გუ­შინ, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა დახ­რჩო­ბას გა­და­არ­ჩი­ნეს 35 წლის რუსი ტუ­რის­ტი, ვა­დიმ ზა­კი­რო­ვი. პერ­მე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ასე­ვე გაგ­რა­ში ის­ვე­ნებ­და, ზღვა­ში უა­მინ­დო­ბი­სას შე­ვი­და და მა­ლე­ვე გა­უ­ჩა­ნირ­და. ის ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა გა­და­არ­ჩი­ნეს, თუმ­ცა უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გაგ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა.

"4 ივ­ლისს, ასე­ვე ძლი­ე­რი ქა­რი­სა და შტორ­მის დროს, ასე­ვე გაგ­რა­ში, 42 წლის პა­ველ დან­კო­ვი და­იხ­რჩო. რუს ტუ­რისტს ვუ­თხა­რი, რომ ასეთ დროს, ზღვა­ში შეს­ვლა ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო იყო, ფაქ­ტობ­რი­ვად კა­მი­კა­ძე­ო­ბას უდ­რი­და, მაგ­რამ გვი­თხრა, რომ ამის ხათ­რით ჩა­მო­ვი­და აფხა­ზეთ­ში, ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლია და თა­ვი­სი საქ­მის თვი­თონ იცო­და... ღა­მის 10 სა­ათ­ზე, სამ­მეტ­რი­ა­ნი ტალ­ღე­ბის ფონ­ზე შე­ცუ­რა ზღვა­ში და ვე­ღარ ამო­ვი­და. მა­ლე­ვე დავ­კარ­გეთ თვალ­სა­წი­ე­რი­დან... მე­ო­რე დღეს, ისევ ჩვენს ქა­ლაქ­ში ტუ­რის­ტად ჩა­მო­სუ­ლი, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე მა­რი­ნა კო­ჩეტ­კო­ვა ბეწ­ვზე გა­და­არ­ჩი­ნეს ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა.

დი­ლის რვა სა­ათ­ზე შე­სუ­ლა ზღვა­ში, თუმ­ცა გა­უ­მარ­თლა, რად­გან იქვე ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­ჭე­ბი ბა­ნა­ობ­დნენ და ცო­ცხალ-მკვდა­რი ქალი ნა­პირ­ზე გა­მო­იყ­ვა­ნეს... ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბით, ნუ აკე­თებთ ამას, შე­იძ­ლე­ბა ჩვენ­ზე მეტი იცით, მაგ­რამ ზღვის ნა­პირ­ზე გა­ვი­ზარ­დეთ, ზღვა კი, შეც­დო­მას არა­ვის პა­ტი­ობს, ნუ მი­დი­ხართ ასეთ რის­კზე-მეთ­ქი, მაგ­რამ ირო­ნი­ულ პა­სუ­ხებს გვიბ­რუ­ნე­ბენ... სიკ­ვდილ­ში ფულს ნუ იხი­დით, თუ სი­ცო­ცხლე აღარ გინ­დათ, თქვენს ქვე­ყა­ნა­ში რაც გინ­დათ ის ქე­ნით, ჩვე­ნი სატ­კი­ვა­რიც გვე­ყო­ფა, 30 წე­ლია სის­ხლსა და სიკ­ვდილს ვუ­ყუ­რებთ...." - წერს გაგ­რე­ლი ლა­რი­სა კა­კა­ლია.

"ღვი­ნო­სა და არ­ყის იქით ვე­რა­ფერს ხე­და­ვენ. ჩა­იყ­რი­ან მან­ქა­ნა­ში, გა­მოთ­ვრე­ბი­ან სა­ნა­პი­რო­ზე და შეც­ვივ­დე­ბი­ან ზღვა­ში... რა­ტომ უნდა რის­კავ­დნენ სი­ცო­ცხლით ჩვე­ნი თა­ნა­ქა­ლა­ქე­ლე­ბი ან კა­პი­კებ­ზე მო­მუ­შა­ვე მაშ­ვე­ლე­ბი მათ გამო? ისე იქ­ცე­ვი­ან, თით­ქოს ზღვა არას­დროს უნა­ხავთ და მერე ჩვენ გვე­ძა­ხი­ან ვე­ლურ მა­ი­მუ­ნებს... იქ­ნებ რამე ზო­მე­ბი მი­ი­ღოს ჩვენ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ თუნ­დაც ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბა ან ფი­ნან­სუ­რი ჯა­რი­მა ან რამე სან­ქცია, რო­გორც ეს სა­ქარ­თვე­ლო­შია მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ ტუ­რის­ტებს რო­გორ აწყე­ნი­ნე­ბენ, რომ დაფრ­თხნენ?" - წერს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ნონა ჯო­პუა.

"მხო­ლოდ აფხა­ზე­თი კი არა, რუ­სე­თიც შორს დარ­ჩა ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის­გან კა­ნო­ნე­ბით, ჩვენ კი ისევ და ისევ მის­გან ვა­კო­პი­რებთ ყვე­ლა­ფერს. "უფ­რო­სი ძმის" სის­ტე­მით ვცხოვ­რობთ და აი, შე­დე­გიც..."- მი­აჩ­ნია ზუ­რაბ სმირს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერე
57

რაში გვანაღვლებს

ნათია
67

ისემც გიქნიათ რუსებიან, აფხაზებიან, თურქებიან, სომხებიანად...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"გამოთვრებიან და შეცვივდებიან ზღვაში... მათ გამო ჩვენი მაშველები სიცოცხლით რისკავენ" - უკონტროლო სანაპირო აფხაზეთში და ათამდე გარდაცვლილი ტურისტი

"გამოთვრებიან და შეცვივდებიან ზღვაში... მათ გამო ჩვენი მაშველები სიცოცხლით რისკავენ" - უკონტროლო სანაპირო აფხაზეთში და ათამდე გარდაცვლილი ტურისტი

ოკუპირებულ აფხაზეთში ზღვის სეზონი ტრაგედიებით დაიწყო. ბოლო დღეების განმავლობაში ზღვაში რამდენიმე რუსი ტურისტი დაიხრჩო. ადგილობრივების თქმით, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაა, გაგრის რაიონში, 6 ივლისს მომხდარი ტრაგედია. სანტ-პეტერბურგელი ქალი სამ შვილთან ერთად, ზღვის ტალღებმა გაიტაცა, თვითმხვილველებმა და მაშველებმა, ოჯახის ოთხი წევრიდან მხოლოდ ერთი ბავშვის გადარჩენა შეძლეს.

აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დილის 11:00 საათისთვის, მაშინ, როდესაც ძლიერი ღელვა იყო, 36 წლის თამარა მოლჩანოვამ, რომელიც სამ შვილთან ერთად გაგრის ერთ-ერთ სასტუმროში ისვენებდა, სასტუმროს პერსონალს არ დაუჯერა, სახიფათო სიტუაცია არ გაითვალისწინა და 7, 5 და 3 წლის შვილებთან ერთად, ბზიფისკენ გაემართა.

თამარა მოლჩანოვა შვილებთან ერთად

"ძლიერი ღელვის და მაღალი, თითქმის ორმეტრიანი ტალღების გამო, ზღვაში შესვლიდან რამდენიმე წუთში, ოთხივე მათგანი გაუჩინარდა. თვითმხილველების ნაწილი მათ გადასარჩენად შეცვივდა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობდნენ ბავშვები მაინც ამოეყვანათ. სხვები სამაშველო სამსახურში ვრეკავდით... მათ მოსვლამდე, ერთი ბავშვი იპოვნეს და გადაარჩინეს.

მოგვიანებით, მაშველებმა იპოვნეს ერთი მცირეწლოვანის ცხედარი და უგონო მდგომარეობაში 7 წლის გოგონა, რომელიც სოჭის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები მისი გადარჩენის იმედს ვერ იძლევიან... ზღვაში დაკარგული დედის ცხედრის პოვნა კი დღემდე ვერ ხერხდება. მაშველები მის ცხედარს ვერმტფრენით ეძებენ..." - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი საიდა ჰასან-ოღლი.

ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსი ტურისტები ადგილობრივების რჩევას არ ითვალისწინებენ და შტორმის დროს ზღვაში საბანაოდ შედიან. გუშინ, ადგილობრივებმა დახრჩობას გადაარჩინეს 35 წლის რუსი ტურისტი, ვადიმ ზაკიროვი. პერმელი მამაკაცი, რომელიც ასევე გაგრაში ისვენებდა, ზღვაში უამინდობისას შევიდა და მალევე გაუჩანირდა. ის ადგილობრივებმა გადაარჩინეს, თუმცა უგონო მდგომარეობაში გაგრის საავადმყოფოში იმყოფება.

"4 ივლისს, ასევე ძლიერი ქარისა და შტორმის დროს, ასევე გაგრაში, 42 წლის პაველ დანკოვი დაიხრჩო. რუს ტურისტს ვუთხარი, რომ ასეთ დროს, ზღვაში შესვლა ძალიან სახიფათო იყო, ფაქტობრივად კამიკაძეობას უდრიდა, მაგრამ გვითხრა, რომ ამის ხათრით ჩამოვიდა აფხაზეთში, ექსტრემალური სპორტის მოყვარულია და თავისი საქმის თვითონ იცოდა... ღამის 10 საათზე, სამმეტრიანი ტალღების ფონზე შეცურა ზღვაში და ვეღარ ამოვიდა. მალევე დავკარგეთ თვალსაწიერიდან... მეორე დღეს, ისევ ჩვენს ქალაქში ტურისტად ჩამოსული, რუსეთის მოქალაქე მარინა კოჩეტკოვა ბეწვზე გადაარჩინეს ადგილობრივებმა.

დილის რვა საათზე შესულა ზღვაში, თუმცა გაუმართლა, რადგან იქვე ადგილობრივი ბიჭები ბანაობდნენ და ცოცხალ-მკვდარი ქალი ნაპირზე გამოიყვანეს... ყველას ვეუბნებით, ნუ აკეთებთ ამას, შეიძლება ჩვენზე მეტი იცით, მაგრამ ზღვის ნაპირზე გავიზარდეთ, ზღვა კი, შეცდომას არავის პატიობს, ნუ მიდიხართ ასეთ რისკზე-მეთქი, მაგრამ ირონიულ პასუხებს გვიბრუნებენ... სიკვდილში ფულს ნუ იხიდით, თუ სიცოცხლე აღარ გინდათ, თქვენს ქვეყანაში რაც გინდათ ის ქენით, ჩვენი სატკივარიც გვეყოფა, 30 წელია სისხლსა და სიკვდილს ვუყურებთ...." - წერს გაგრელი ლარისა კაკალია.

"ღვინოსა და არყის იქით ვერაფერს ხედავენ. ჩაიყრიან მანქანაში, გამოთვრებიან სანაპიროზე და შეცვივდებიან ზღვაში... რატომ უნდა რისკავდნენ სიცოცხლით ჩვენი თანაქალაქელები ან კაპიკებზე მომუშავე მაშველები მათ გამო? ისე იქცევიან, თითქოს ზღვა არასდროს უნახავთ და მერე ჩვენ გვეძახიან ველურ მაიმუნებს... იქნებ რამე ზომები მიიღოს ჩვენმა ხელმძღვანელობამ თუნდაც ქვეყნიდან გაძევება ან ფინანსური ჯარიმა ან რამე სანქცია, როგორც ეს საქართველოშია მიღებული, მაგრამ ტურისტებს როგორ აწყენინებენ, რომ დაფრთხნენ?" - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი ნონა ჯოპუა.

"მხოლოდ აფხაზეთი კი არა, რუსეთიც შორს დარჩა ცივილიზაციისგან კანონებით, ჩვენ კი ისევ და ისევ მისგან ვაკოპირებთ ყველაფერს. "უფროსი ძმის" სისტემით ვცხოვრობთ და აი, შედეგიც..."- მიაჩნია ზურაბ სმირს.