პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო რამდენიმე მილიონიღა დარჩა და უფრო და უფრო ვყოფთ ერთმანეთს..." - რას წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი მომღერალი
"საქართველო რამდენიმე მილიონიღა დარჩა და უფრო და უფრო ვყოფთ ერთმანეთს..." - რას წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი მომღერალი

იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი ლუკა ჩი­ქო­ვა­ნი ბოლო დღე­ებ­ში თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა:

"ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან მას­წავ­ლეს ადა­მი­ა­ნის პა­ტი­ვის­ცე­მა, რო­გორც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქმნი­ლე­ბის ამ ქვეყ­ნად, უც­ნა­უ­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ ვერ ვის­წავ­ლეთ სხვი­სი პა­ტი­ვის­ცე­მა, მუდ­მი­ვად ვებ­რძვით იმას, რაც არ გვეს­მის, ად­ვი­ლია თი­თის გაშ­ვე­რა სხვე­ბის­კენ და არა სა­კუ­თა­რი თა­ვის­კენ. ის, რაც ახლა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, არის მოძ­რა­ო­ბა, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რია, მეს­მის, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და­ფუძ­ნე­ბუ­ლია მო­რა­ლურ და რე­ლი­გი­ურ პრინ­ცი­პებ­ზე, რომ­ლე­ბიც ღრმად არის გად­გმუ­ლი სა­ერ­თო აზ­როვ­ნე­ბა­ში და ამას პა­ტივს გვცემთ, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზნე­ობ­რი­ვი და რე­ლი­გი­უ­რი პრინ­ცი­პი ადა­მი­ა­ნის პა­ტი­ვის­ცე­მა და მათი უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლია. ჯერ კი­დევ არ გვეს­მის, სხი­ვი გან­სჯა ყვე­ლა­ზე მე­ტად აკ­ნი­ნებს ჩვენს ევო­ლუ­ცი­ას, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მუდ­მი­ვად სხვა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ცდი­ლო­ბენ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ და მი­უ­თი­თონ სხვებს, მაგ­რამ არა­ფერს აკე­თე­ბენ სა­კუ­თა­რი თა­ვის თვით­შეგ­ნე­ბის­თვის, ძა­ლა­უფ­ლე­ბის ქონა სხვებ­ზე გვსი­ა­მოვ­ნებს, გვინ­და მო­დერ­ნი­ზე­ბულ და გლო­ბა­ლი­ზე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა გვქონ­დეს, ეკო­ნო­მი­კუ­რად მყა­რი, რის მიღ­წე­ვა­საც ამე­რი­კის ან სხვა ქვეყ­ნე­ბის მი­ბაძ­ვით ვცდი­ლობთ, მაგ­რამ გვა­ვი­წყდე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა.

მე მეს­მის, რომ ეს თემა ზი­ანს აყე­ნებს ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ღირ­სე­ბას და, ალ­ბათ, ხალ­ხის ზო­გი­ერთ ტრა­დი­ცი­ას, მაგ­რამ ჩვენ ვგრძნობთ სო­ცი­ა­ლურ ევო­ლუ­ცი­ას, აწ­მყო­ში უნდა გა­ვიღ­ვი­ძოთ და გა­ვი­გოთ, რო­გორ ვი­თარ­დე­ბა ადა­მი­ა­ნის აზ­როვ­ნე­ბა, ხალ­ხის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი. თუ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იბ­რძვი­ან თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბის­თვის, რომ თა­ვი­სუფ­ლად იგ­რძნონ თავი, ვინ უნდა გა­დავ­წყვი­ტოს, რა არის სწო­რი თუ არას­წო­რი სხვა ადა­მი­ა­ნის­თვის.

ჯერ იფიქ­რეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, გა­ი­გეთ, რომ სხვე­ბის მი­მართ თა­ნაგ­რძნო­ბა არის ნამ­დვი­ლი სუ­ლი­ე­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი ევო­ლუ­ცი­ის სა­ი­დუმ­ლო, სა­უბ­რობთ ზნე­ო­ბა­ზე, სი­ა­მა­ყე­ზე და სუ­ლი­ერ სი­კე­თე­ზე, მაგ­რამ თქვენ პირ­ვე­ლი ხართ, ვინც არ იღებთ თქვენსგან გან­სხვა­ვე­ბულ აზრს, ეს უფრო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დიქ­ტა­ტუ­რაა, რო­მე­ლიც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის გო­ნე­ბა­ში და აღ­ქმა­ში ხდე­ბა,

გა­მო­ფხიზ­ლდით! მტე­რი სხვა­გან არ უნდა ეძე­ბოთ, რად­გან ერ­თა­დერ­თი მტე­რი ჩვე­ნი ში­ნა­გა­ნი გან­წყო­ბაა, ეს უზარ­მა­ზა­რი ეგო, რო­მე­ლიც მო­მა­რა­თუ­ლია იმი­სათ­ვის, რომ სხვებ­ზე ჰქონ­დეს ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რათა იგ­რძნოს თავი ვინ­მე­ზე მაღ­ლა.

სა­ქარ­თვე­ლო რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი­ღა დარ­ჩა და უფრო და უფრო ვყოფთ ერ­თმა­ნეთს, არ გვეს­მის, რომ ერ­თი­ა­ნი უნდა ვი­ყოთ, მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ ჩვენს ხალ­ხს და ჩვენს ახალ­გაზ­რდებს. მე ვიცი, რომ ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა, ეს ეტა­პი ძა­ლი­ან ექ­სტრე­მა­ლუ­რი და დე­ლი­კა­ტუ­რია, მაგ­რამ გთხოვთ, არ გან­სა­ჯოთ, ის­წავ­ლოთ სხვი­სი თვა­ლი­თაც შე­ხე­დოთ ხალ­ხს, აქ არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სუ­ლი­ე­რი მხა­რე, რომ მო­უს­მი­ნო შენ ში­ნა­გან ხმას, რო­მე­ლიც გე­უბ­ნე­ბა მის აზრს და ამ რწმე­ნას მიჰ­ყვე.

ჩვენ ყო­ველ­თვის ვსა­უბ­რობთ იესო ქრის­ტე­ზე და რწმე­ნა­ზე, მაგ­რამ შე­უძ­ლია კი მორ­წმუ­ნე კაცს სხვი­სი გან­სჯა? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა სხვას გა­და­უ­წყვი­ტოს, რა არის სწო­რი და რა არას­წო­რი მის­თვის. თუ ნამ­დვი­ლად მორ­წმუ­ნე ხართ, გახ­სოვ­დეთ, რომ პი­რა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა არის თა­ნაგ­რძნო­ბა. ჩვენ ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის გან­ვი­თა­რე­ბის­კენ უნდა ვიღ­წო­დეთ, მი­ვი­ღოთ სხვი­სი აზ­როვ­ნე­ბა, ფეხი ავუდ­გათ თა­ნა­მედ­რო­ვე აზ­როვ­ნე­ბას და არ და­ვი­ვი­წყოთ ძვე­ლიც, მხო­ლოდ ასე შევ­ძლებთ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ჩვენ ყვე­ლას თა­ვი­სუფ­ლად შეგ­ვიძ­ლია გვიყ­ვარ­დეს, ვინც გვსურს, არა­ვინ არ უნდა და­ა­წე­სოს, რა არის სწო­რი სიყ­ვა­რუ­ლი და ასე­თი გზით მი­ვი­ღებთ კა­ცობ­რი­ო­ბას, რომ­ლე­ბიც გუ­ლით არ ფიქ­რო­ბენ, არა­მედ სქე­მა­ტი­კუ­რად, და­წე­სე­ბუ­ლი აზ­რე­ბით არ­სე­ბო­ბენ, ჩვენ გაგ­ვი­მარ­თლა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რს ჯერ კი­დევ მზი­ა­ნი გული აქვს და არ დავ­კარ­გოთ ეს!"

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mmg
14

აბა, თუ იცი რამდენი?!

ვოოტ
23

დაგვბომბავენ ახლა ეს უცხოეთში მოღვაწე ქართველი ავტორიტეტები....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"საქართველო რამდენიმე მილიონიღა დარჩა და უფრო და უფრო ვყოფთ ერთმანეთს..." - რას წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი მომღერალი

"საქართველო რამდენიმე მილიონიღა დარჩა და უფრო და უფრო ვყოფთ ერთმანეთს..." - რას წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი მომღერალი

იტალიაში მცხოვრები ქართველი მსახიობი და მომღერალი ლუკა ჩიქოვანი ბოლო დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:

"ადრეული ასაკიდან მასწავლეს ადამიანის პატივისცემა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ქმნილების ამ ქვეყნად, უცნაურია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ სხვისი პატივისცემა, მუდმივად ვებრძვით იმას, რაც არ გვესმის, ადვილია თითის გაშვერა სხვებისკენ და არა საკუთარი თავისკენ. ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, არის მოძრაობა, რომელიც მთელ მსოფლიოში აქტუალურია, მესმის, რომ ჩვენი ქვეყანა დაფუძნებულია მორალურ და რელიგიურ პრინციპებზე, რომლებიც ღრმად არის გადგმული საერთო აზროვნებაში და ამას პატივს გვცემთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ზნეობრივი და რელიგიური პრინციპი ადამიანის პატივისცემა და მათი უპირობო სიყვარულია. ჯერ კიდევ არ გვესმის, სხივი განსჯა ყველაზე მეტად აკნინებს ჩვენს ევოლუციას, სამწუხაროდ, საზოგადოება მუდმივად სხვაზეა ორიენტირებული, ცდილობენ გააუმჯობესონ და მიუთითონ სხვებს, მაგრამ არაფერს აკეთებენ საკუთარი თავის თვითშეგნებისთვის, ძალაუფლების ქონა სხვებზე გვსიამოვნებს, გვინდა მოდერნიზებულ და გლობალიზებულ საზოგადოება გვქონდეს, ეკონომიკურად მყარი, რის მიღწევასაც ამერიკის ან სხვა ქვეყნების მიბაძვით ვცდილობთ, მაგრამ გვავიწყდება სოციალური პასუხიმგებლობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა.

მე მესმის, რომ ეს თემა ზიანს აყენებს ქართული ეკლესიის ღირსებას და, ალბათ, ხალხის ზოგიერთ ტრადიციას, მაგრამ ჩვენ ვგრძნობთ სოციალურ ევოლუციას, აწმყოში უნდა გავიღვიძოთ და გავიგოთ, როგორ ვითარდება ადამიანის აზროვნება, ხალხის საჭიროებები. თუ ეს ადამიანები იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის, რომ თავისუფლად იგრძნონ თავი, ვინ უნდა გადავწყვიტოს, რა არის სწორი თუ არასწორი სხვა ადამიანისთვის.

ჯერ იფიქრეთ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე, გაიგეთ, რომ სხვების მიმართ თანაგრძნობა არის ნამდვილი სულიერი და სოციალური ევოლუციის საიდუმლო, საუბრობთ ზნეობაზე, სიამაყეზე და სულიერ სიკეთეზე, მაგრამ თქვენ პირველი ხართ, ვინც არ იღებთ თქვენსგან განსხვავებულ აზრს, ეს უფრო ფსიქოლოგიური დიქტატურაა, რომელიც თითოეული ჩვენგანის გონებაში და აღქმაში ხდება,

გამოფხიზლდით! მტერი სხვაგან არ უნდა ეძებოთ, რადგან ერთადერთი მტერი ჩვენი შინაგანი განწყობაა, ეს უზარმაზარი ეგო, რომელიც მომარათულია იმისათვის, რომ სხვებზე ჰქონდეს ძალაუფლება, რათა იგრძნოს თავი ვინმეზე მაღლა.

საქართველო რამდენიმე მილიონიღა დარჩა და უფრო და უფრო ვყოფთ ერთმანეთს, არ გვესმის, რომ ერთიანი უნდა ვიყოთ, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ახალგაზრდებს. მე ვიცი, რომ ეს ძალიან რთული იქნება, ეს ეტაპი ძალიან ექსტრემალური და დელიკატურია, მაგრამ გთხოვთ, არ განსაჯოთ, ისწავლოთ სხვისი თვალითაც შეხედოთ ხალხს, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი სულიერი მხარე, რომ მოუსმინო შენ შინაგან ხმას, რომელიც გეუბნება მის აზრს და ამ რწმენას მიჰყვე.

ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იესო ქრისტეზე და რწმენაზე, მაგრამ შეუძლია კი მორწმუნე კაცს სხვისი განსჯა? როგორ შეიძლება ადამიანმა სხვას გადაუწყვიტოს, რა არის სწორი და რა არასწორი მისთვის. თუ ნამდვილად მორწმუნე ხართ, გახსოვდეთ, რომ პირადი განვითარების ერთადერთი გზა არის თანაგრძნობა. ჩვენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის განვითარებისკენ უნდა ვიღწოდეთ, მივიღოთ სხვისი აზროვნება, ფეხი ავუდგათ თანამედროვე აზროვნებას და არ დავივიწყოთ ძველიც, მხოლოდ ასე შევძლებთ გაუმჯობესებას. ჩვენ ყველას თავისუფლად შეგვიძლია გვიყვარდეს, ვინც გვსურს, არავინ არ უნდა დააწესოს, რა არის სწორი სიყვარული და ასეთი გზით მივიღებთ კაცობრიობას, რომლებიც გულით არ ფიქრობენ, არამედ სქემატიკურად, დაწესებული აზრებით არსებობენ, ჩვენ გაგვიმართლა, რომ საქართველოში ბევრს ჯერ კიდევ მზიანი გული აქვს და არ დავკარგოთ ეს!"

"ერთ-ერთ რეისზე ემზარს შევხვდი...  პოლონეთში მუშაობს 800 ევროიან სამუშაოზე, რადგან თავის სახლში ვერაფერი იპოვა" - რას წერს სააკაშვილი?

"კადრები, რომელიც ვნახეთ გვაშინებსო და გააუქმეს ტურისტებმა ჯავშანი... დანარჩენებმა ბოდიშიც არ მოიხადეს" - რას წერს ზურა შევარდნაძე?

"თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი, მგონი სჯობს, გააგრძელოთ რუსული, დიეტური, კატლეტის ჭამა" - რას პასუხობს სააკაშვილი პატარაიას?