პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„მუსიკოსთა პარკის“ ღონისძიებების სერიას Salomé de Bahia საკარნავალო განწყობით გახსნის
„მუსიკოსთა პარკის“ ღონისძიებების სერიას Salomé de Bahia საკარნავალო განწყობით გახსნის

7 აგ­ვის­ტოს „მუ­სი­კოს­თა პარკში“ ბრა­ზი­ლი­ე­ლი მომ­ღე­რა­ლი Salomé de Bahia თა­ვის მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­თან ერ­თად მსმე­ნელს ბოსა ნო­ვას, სალ­სა­სა და სამ­ბას ენერ­გე­ტი­კას გა­უ­ზი­ა­რებს.

ევ­რო­პუ­ლი სა­ცეკ­ვაო მუ­სი­კის ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და სამ­ხრე­თა­მე­რი­კუ­ლი ტემ­პე­რა­მენ­ტის სინ­თე­ზის დამ­სა­ხუ­რე­ბით, Salomé de Bahia-ს შე­მოქ­მე­დე­ბა ერ­თნა­ი­რად იზი­დავს სხვა­დას­ხვა ასა­კი­სა თუ გე­მოვ­ნე­ბის აუ­დი­ტო­რი­ას. შეს­რუ­ლე­ბის ენერ­გი­უ­ლი და ეგ­ზო­ტი­კუ­რი სტი­ლი კი მის კონ­ცერ­ტებს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ Salomé de Bahia-მ აქ­ტი­უ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კა­რი­ე­რა 80-იანი წლე­ბის პა­რი­ზულ კა­ბა­რე­ში და­ი­წყო, მისი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა 2000 წელს გა­მო­ცე­მულ სა­ცეკ­ვაო კომ­პო­ზი­ცი­ას Tourment d'Amour უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც Bob Sinclar-ის კომ­პი­ლა­ცი­ურ ალ­ბომ­ში Africanism მოხ­ვდა. ამის შემ­დეგ ბრა­ზი­ლი­ელ­მა შემ­სრუ­ლე­ბელ­მა სა­დე­ბი­უ­ტო ალ­ბო­მი Cabaret გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც ჰი­ტად ქცე­ულ კომ­პო­ზი­ცი­ას Outro Lugar შე­ი­ცავს. Stevie Wonder-ის ცნო­ბი­ლი ნა­მუ­შევ­რის, Another Star-ის შთა­გო­ნე­ბით შექ­მნილ­მა სიმ­ღე­რამ მა­ლე­ვე შეძ­ლო რო­გორც საკ­ლუ­ბო, ასე­ვე სა­ფეს­ტი­ვა­ლო სივ­რცე­ე­ბის და­პყრო­ბა.

პირ­ვე­ლი ალ­ბო­მის წარ­მა­ტე­ბა მუ­სი­კო­სის შემ­დეგ­მა სტუ­დი­ურ­მა ჩა­ნა­წერ­მა, Brasil-მაც გა­ი­მე­ო­რა და Salomé de Bahia-ს სა­ხე­ლი კი­დევ უფრო მკა­ფი­ოდ მო­ნიშ­ნა მუ­სი­კა­ლურ რუ­კა­ზე. მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­თან ერ­თად ის რი­გით სა­კონ­ცერ­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბას ნამ­დვილ სა­კარ­ნა­ვა­ლო დღე­სას­წა­უ­ლად აქ­ცევს, სა­დაც სა­ფეს­ტი­ვა­ლო გან­წყო­ბის შექ­მნა­ში რო­გორც მუ­სი­კო­სი, ასე­ვე აუ­დი­ტო­რი­აც აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი. 7 აგ­ვის­ტოს „მუ­სი­კოს­თა პარ­კი“ ზუს­ტად ამ გან­წყო­ბას გპირ­დე­ბათ.

„მუ­სი­კოს­თა პარ­კი“ 2016 წელს შეკ­ვე­თილ­ში, Black Sea Arena-ს მიმ­დე­ბა­რედ გა­იხ­სნა. პარკში შეხ­ვდე­ბით ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი მუ­სი­კო­სე­ბის ხმო­ვან ძეგ­ლებს, მო­სას­ვე­ნე­ბელ სივ­რცე­ებ­სა და 3 ღია სცე­ნას. "მუ­სი­კოს­თა პარ­კი" მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცეა, რო­მე­ლიც რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გარ­და, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პლატ­ფორ­მას წარ­მო­ად­გენს. პარ­კის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

„მუსიკოსთა პარკის“ ღონისძიებების სერიას Salomé de Bahia საკარნავალო განწყობით გახსნის

„მუსიკოსთა პარკის“ ღონისძიებების სერიას Salomé de Bahia საკარნავალო განწყობით გახსნის

7 აგვისტოს „მუსიკოსთა პარკში“ ბრაზილიელი მომღერალი Salomé de Bahia თავის მოცეკვავეებთან ერთად მსმენელს ბოსა ნოვას, სალსასა და სამბას ენერგეტიკას გაუზიარებს.

ევროპული საცეკვაო მუსიკის ტრადიციებისა და სამხრეთამერიკული ტემპერამენტის სინთეზის დამსახურებით, Salomé de Bahia-ს შემოქმედება ერთნაირად იზიდავს სხვადასხვა ასაკისა თუ გემოვნების აუდიტორიას. შესრულების ენერგიული და ეგზოტიკური სტილი კი მის კონცერტებს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის.

მიუხედავად იმისა, რომ Salomé de Bahia-მ აქტიური შემოქმედებითი კარიერა 80-იანი წლების პარიზულ კაბარეში დაიწყო, მისი პირველი წარმატება 2000 წელს გამოცემულ საცეკვაო კომპოზიციას Tourment d'Amour უკავშირდება, რომელიც Bob Sinclar-ის კომპილაციურ ალბომში Africanism მოხვდა. ამის შემდეგ ბრაზილიელმა შემსრულებელმა სადებიუტო ალბომი Cabaret გამოაქვეყნა, რომელიც ჰიტად ქცეულ კომპოზიციას Outro Lugar შეიცავს. Stevie Wonder-ის ცნობილი ნამუშევრის, Another Star-ის შთაგონებით შექმნილმა სიმღერამ მალევე შეძლო როგორც საკლუბო, ასევე საფესტივალო სივრცეების დაპყრობა.

პირველი ალბომის წარმატება მუსიკოსის შემდეგმა სტუდიურმა ჩანაწერმა, Brasil-მაც გაიმეორა და Salomé de Bahia-ს სახელი კიდევ უფრო მკაფიოდ მონიშნა მუსიკალურ რუკაზე. მოცეკვავეებთან ერთად ის რიგით საკონცერტო ღონისძიებას ნამდვილ საკარნავალო დღესასწაულად აქცევს, სადაც საფესტივალო განწყობის შექმნაში როგორც მუსიკოსი, ასევე აუდიტორიაც აქტიურად არის ჩართული. 7 აგვისტოს „მუსიკოსთა პარკი“ ზუსტად ამ განწყობას გპირდებათ.

„მუსიკოსთა პარკი“ 2016 წელს შეკვეთილში, Black Sea Arena-ს მიმდებარედ გაიხსნა. პარკში შეხვდებით ქართველი და უცხოელი მუსიკოსების ხმოვან ძეგლებს, მოსასვენებელ სივრცეებსა და 3 ღია სცენას. "მუსიკოსთა პარკი" მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც რეკრეაციული დანიშნულების გარდა, საგანმანათლებლო და სახელოვნებო აქტივობებისთვის საინტერესო პლატფორმას წარმოადგენს. პარკის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

არავითარი პირბადე, ხალხმრავლობა წითელ ხალიჩაზე, ვარსკვლავები, ფოტოგრაფები: ისე, როგორც პანდემიამდე  - ფოტოები კანის კინოფესტივალიდან

მომღერალი მაქსიმი ხელოვნურ კომაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის - რა დაემართა რუს შემსრულებელს?

ეკა მიშველაძის შვილს, ტელეწამყვან მაკო კვიტაიშვილს შვილი შეეძინა - "ჩვენს ოჯახში ახალი სიცოცხლე შემოვიდა!"