ავტორი:

შსს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

შსს-ს აფრთხილებს ორივე აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

ადგილზე მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს - შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი”, - აღნიშნულია განცხადებაში.

რადიკალურ ჯგუფებთან დაპირისპირებისას რამდენიმე პოლიციელი დაშავდა - მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდათ

პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ფსიქიკური პრობლემების აქვს - პროკურატურა

პროკურატურა ჟურნალისტებისა და ოპერატორების ძალადობის ფაქტებზე დაკავებულების ბრალდებაზე განცხადებას ავრცელებს