"თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების მისამართით ქვებს, კვერცხებსა და ბოთლებს ისვრიან.
პარალელურად, ისინი ცდილობენ, რომ გაარღვიონ პოლიციის კორდონი და პარლამენტთან მივიდნენ.
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმის.
ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ პრაიდის მოწინააღმდეგე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავა.