რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, სადაც "მდუმარე აქცია" იმართება ბიზნესმენი, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" პრეზიდენტი თემურ ჭყონია მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ძალადობის წინააღმდეგ არის გამოსული.
"საზოგადოების მოთხოვნაა, რომ არ უნდა იყოს ძალადობა. მე დაგიფიქსირებთ ჩემს პოზიციას, რომ არ ვარ ძალადობის მომხრე და მინდა, რომ ეს არაჩვეულებრივი ბავშვები არ ზარალდებოდნენ სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვისთვის", - აღნიშნა ჭყონიამ.
შეგახსენებთ, პარლამენტთან „მდუმარე აქცია“ მიმდინარეობს. პარალელურად რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებილები არიან „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები.