მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოსტ-ფაქტუმ თავში ხელის შემორტყმა, რომ "უიმე, რატომ ძალადობს ხალხი?!", ყალბი პათეტიკაა" - "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორი
"პოსტ-ფაქტუმ თავში ხელის შემორტყმა, რომ "უიმე, რატომ ძალადობს ხალხი?!", ყალბი პათეტიკაა" - "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორი

ყვე­ლა­ფე­რი, რაც გუ­შინ ვნა­ხეთ, არ შე­იძ­ლე­ბა მი­სა­ღე­ბი იყოს, ამი­ტომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, მე­დი­ამ და ყვე­ლა ჯგუფ­მა უნდა მი­ვაწ­ვდი­ნოთ ხმა ადა­მი­ა­ნებს, რომ გვინ­და მშვი­დო­ბი­ან, სო­ლი­და­რულ, ემ­პა­თი­ურ და ისეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცხოვ­რე­ბა, სა­დაც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს ფეხ­ქვეშ არ გა­თე­ლა­ვენ, - ამის შე­სა­ხებ „თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა გი­ორ­გი თა­ბა­გარ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც თა­ბა­გარ­მა აღ­ნიშ­ნა, გუ­შინ­დე­ლი ძა­ლა­დო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­უშ­ვა.

„მშვი­დო­ბი­ა­ნად შედ­გე­ბა ეს აქ­ცია. იმათ რაც უნ­დათ, ის გა­ა­კე­თონ. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი ალ­ბათ, ის მექ­ნე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რაც გუ­შინ ვნა­ხეთ, არ შე­იძ­ლე­ბა მი­სა­ღე­ბი იყოს, არ შე­იძ­ლე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე, აქ­ტი­ვის­ტებ­ზე, ადა­მი­ა­ნებ­ზე ძა­ლა­დო­ბა იყოს მი­სა­ღე­ბი ფორ­მა ამ ქვე­ყა­ნა­ში. ამი­ტომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის გა­მოს­ვლით, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, მე­დი­ამ და ყვე­ლა ჯგუფ­მა უნდა მი­ვაწ­ვდი­ნოთ ხმა ადა­მი­ა­ნებს, რომ გვინ­და მშვი­დო­ბი­ან, სო­ლი­და­რულ, ემ­პა­თი­ურ და ისეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცხოვ­რე­ბა, სა­დაც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს ფეხ­ქვეშ არ გა­თე­ლა­ვენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ოფის­ში შეჭ­რას, გვი­კავ­შირ­დე­ბოდ­ნენ პო­ლი­ცი­ი­დან ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვი­ცით, რომ მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო, უნ­დო­დათ ოფი­სის სივ­რცის ნახ­ვა. იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­დია ის ხალ­ხი, ვინც ოფისს თავს და­ეს­ხა. ჩვენც გვქონ­და კა­მე­რე­ბი, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერს იღებ­და. პო­ლი­ცი­ას რომ უნ­დო­დეს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის პა­სუ­ხის გა­ცე­მა, გუ­შინ­ვე, იქვე გას­ცემ­და პა­სუხს და ეს პოსტ-ფაქ­ტუმ თავ­ში ხე­ლის შე­მორ­ტყმა, რომ „უიმე, რა­ტომ ძა­ლა­დობს ხალ­ხი?!“, ყალ­ბი პა­თე­ტი­კაა და არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო გულ­წრფელ წუ­ხილ­თან. გუ­შინ იძა­ლა­დეს იმი­ტომ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს და­უშ­ვა. კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად იმოქ­მე­დეს, რომ რო­გორც მე­დია, ასე­ვე ლი­ბე­რა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი ჯგუ­ფე­ბი შე­ე­ვიწ­რო­ვე­ბი­ნათ“, - გა­ნა­ცხა­და თა­ბა­გარ­მა.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
23

პოლონეთში ბევრ რეგიონში აკრძალეს ე.წ. პრაიდები. ანჟეი დუდამ კი კომუნისტებზე უარესები არიანო თავხედები და უტიფრები,როგორც ყველა სულიერად გაუწონასწორებელი. ჩვენთან პრაიდი შირმაა რევანშისტული ძალების,თორემ ბოკერია და მისი მსგავსები რა დემოკრატებიც არიან უკვე ვნახეთ.

დათო
27

.. ვაი თქვენს პატრონს უბედურს!!! ხართ უმცირესობა და დარჩით ასევე!!! თქვენი ბრალია გუშინდელი საშინელება, ალბათ იჯექით და გიხაროდათ!!! პროვოკატორი ჟურნალისტები და ტელევიზიები ცალკე თემაა, მაგრამ ის ცხოველები საკადრისად დაისჯებიან!!! ნაცსექტა და მისი გურუ დამწუხრებულია ძალიან, რომ მსხვერპლი არ იყო!!! დიდება და მადლობა უფალს , რომ დაიფარა და გადაარჩინა ბევრი ადამიანი!!!

ავტორი:

"პოსტ-ფაქტუმ თავში ხელის შემორტყმა, რომ "უიმე, რატომ ძალადობს ხალხი?!", ყალბი პათეტიკაა" - "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორი

"პოსტ-ფაქტუმ თავში ხელის შემორტყმა, რომ "უიმე, რატომ ძალადობს ხალხი?!", ყალბი პათეტიკაა" - "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორი

ყველაფერი, რაც გუშინ ვნახეთ, არ შეიძლება მისაღები იყოს, ამიტომ საზოგადოებამ, მედიამ და ყველა ჯგუფმა უნდა მივაწვდინოთ ხმა ადამიანებს, რომ გვინდა მშვიდობიან, სოლიდარულ, ემპათიურ და ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ არ გათელავენ, - ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თაბაგარმა აღნიშნა, გუშინდელი ძალადობა ხელისუფლებამ დაუშვა.

„მშვიდობიანად შედგება ეს აქცია. იმათ რაც უნდათ, ის გააკეთონ. მოქალაქეებისთვის მთავარი სათქმელი ალბათ, ის მექნება, რომ ყველაფერი, რაც გუშინ ვნახეთ, არ შეიძლება მისაღები იყოს, არ შეიძლება ჟურნალისტებზე, აქტივისტებზე, ადამიანებზე ძალადობა იყოს მისაღები ფორმა ამ ქვეყანაში. ამიტომ ბევრი ადამიანის გამოსვლით, საზოგადოებამ, მედიამ და ყველა ჯგუფმა უნდა მივაწვდინოთ ხმა ადამიანებს, რომ გვინდა მშვიდობიან, სოლიდარულ, ემპათიურ და ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ არ გათელავენ.

რაც შეეხება ოფისში შეჭრას, გვიკავშირდებოდნენ პოლიციიდან ამ საქმესთან დაკავშირებით. ვიცით, რომ მოკვლევა დაიწყო, უნდოდათ ოფისის სივრცის ნახვა. იდენტიფიცირებადია ის ხალხი, ვინც ოფისს თავს დაესხა. ჩვენც გვქონდა კამერები, რომელიც ამ ყველაფერს იღებდა. პოლიციას რომ უნდოდეს ამ ადამიანებისთვის პასუხის გაცემა, გუშინვე, იქვე გასცემდა პასუხს და ეს პოსტ-ფაქტუმ თავში ხელის შემორტყმა, რომ „უიმე, რატომ ძალადობს ხალხი?!“, ყალბი პათეტიკაა და არაფერი აქვს საერთო გულწრფელ წუხილთან. გუშინ იძალადეს იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ეს დაუშვა. კოორდინირებულად იმოქმედეს, რომ როგორც მედია, ასევე ლიბერალურად განწყობილი ჯგუფები შეევიწროვებინათ“, - განაცხადა თაბაგარმა.

საქართველოში ერთჯერადად ვაქცინირებული პირებიდან კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა - ამირან გამყრელიძე

როდიდან დაიწყება "ფაიზერით" 16-17 წლის პირების აცრა საქართველოში - ამირან გამყრელიძის პასუხი

რამდენი ექიმია აცრილი საქართველოში - მედიცინის სფეროში დასაქმებულ ადამიანთა ვაცინაციის სტატისტიკა