პირი, რომელმაც „პალიტრანიუსის“ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაკავებულია, თავად ოპერატორი კი, გამოკითხვაზე იმყოფება.
როგორც ტელეკომპანიის ოპერატორი, ბექა მშვილდაძე ამბობს, აგრესიულად განწყობილი მამაკაცი მედიის წარმომადგენლების მისამართით იგინებოდა, რაზეც ჰკითხა, თუ რატომ აყენებდა შეურაცხყოფას, რის შემდეგაც ხელი დაარტყა.
"აგრესიულად არიან განწყობილი. იგონებოდნენ. ვიკითხეთ, რატომ იგინებით-თქო და დაგვარტყეს. უკვე დაკავებულია“, - ამბობს ბექა მშვილდაძე.
შეგახსენებთ, რომ "პალიტრანიუსის" ოპერატორს ფიზიკურად ცოტა ხნის წინ, პარლამენტთან გაუსწორდნენ, სადაც მდუმარე აქციაა დაგეგმილი.