ავტორი:

სამართალდამცველების მობილიზება და რკინის ჯებირები ადგილზე - რა ვითარებაა რუსთაველის გამზირზე?

სამართალდამცველების მობილიზება და რკინის ჯებირები ადგილზე - რა ვითარებაა რუსთაველის გამზირზე?

პარლამენტის შენობის წინ, სადაც „მდუმარე აქციაა“ დაანონსებული სამართალდამცველების მობილიზებაა. ადგილზე სპატრულო ეკიპაჟის წარმოადმგენლებმა რკინის ჯებირები მიიტანეს.

ისინი ამ დროისთვის არიან განლაგებული პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქაშუაეთის ეკლესიასთან.

პარლამენტთან დღეს საღამოს 20:00 საათზე გუშინ განვითარებული მოვლენების ნიშნად მდუმარე აქციაა დაგეგმილი, თუმცა ვიდრე აქცია გაიმართება, ადგილზე გამოჩნდნენ „თბილისი პრაიდის“ მოწიმნააღმდეგეები. ისინი აცხადებენ, რომ დღეს დაგეგმილ აქციას ჩაშლიან. ისინი დაუპირისპირდნენ მედიის წარმომადგენლებსაც.

სამართალდამცველები ცდილობენ, რომ პრაიდის მოწინააღმდეგეები ადგილიდან გაიყვანონ, თუმცა ისინი პოლიციის მთხოვნებს არ ემორჩილებიან და ამ დროისთვის ქაშუეთის ეკლესიის წინ იმყოფებიან.

რუსთაველზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა - რადიკალური ჯგუფები აქციაზე შეჭრას ცდილობენ (LIVE)

"პოსტ-ფაქტუმ თავში ხელის შემორტყმა, რომ "უიმე, რატომ ძალადობს ხალხი?!", ყალბი პათეტიკაა" - "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორი

"მასას დაველოდოთ და შევიდეთ, ჯერ ცოტა ვართ" - "თბილისი პრაიდის" მოწინაღმდეგეების თქმით, პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე შეიჭრებიან