ავტორი:

"ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები" - შსს-ს განცხადება პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებზე

"ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები" - შსს-ს განცხადება პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ დაანონსებულ "მდუმარე აქციასთან", ასევე პარალელურ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყება მოუწოდებს ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაანონსდა "მდუმარე აქცია", რომლის პარალელურად, ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგეგმა კიდევ ერთი აქცია.მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

აქვე, არსებული რისკების გათვალისწინებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, მოვუწოდებთ - ითანამშრომლონ პოლიციის თანამშრომლებთან, გაითვალისწინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებები და რეკომენდაციები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას.სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს" - ნათქვამია განცხადებაში.

"პატრიარქმა მოგვიწოდა და ვიდექი იქ..." - გუშინდელ აქციაზე დაკავებულ აკაკი ნაკაშიძეს 2 300-ლარიანი ჯარიმა, პაატა გურჩიანს კი 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

დააკავეს პირი, რომელიც რუსთაველის გამზირზე სკუტერით ხალხის მასაში შევარდა

მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 პირი დააკავეს