სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნორვეგიაში, სოციალურ ქსელებში ფილტრით დამუშავებული ფოტოების გამოქვეყნება კანონით აიკრძალა - "მიესალმეთ უფილტრო და ნამდვილ ფოტოებს"
ნორვეგიაში, სოციალურ ქსელებში ფილტრით დამუშავებული ფოტოების გამოქვეყნება კანონით აიკრძალა - "მიესალმეთ უფილტრო და ნამდვილ ფოტოებს"

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ეპო­ქამ ფო­ტო­ებ­ზე სხვა­დას­ხვა ფილტრის გა­მო­ყე­ნე­ბა ერ­თგვარ ტრენ­დად აქ­ცია. რთუ­ლია, იპო­ვოთ სოცქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მათ­ზე უარს ამ­ბობს და მე­გობ­რებ­სა, თუ გა­მომ­წე­რებს ბუ­ნებ­რივ ფო­ტო­ებს უზი­ა­რებს.

სქე­ლი ტუ­ჩე­ბი, პრი­ა­ლა კანი, ლა­მა­ზი მუ­ცე­ლი, გრძე­ლი ფე­ხე­ბი და ა.შ - ეს ყვე­ლა­ფე­რი ფილტრე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით თი­თის დაკ­ლი­კე­ბი­თაა მიღ­წე­ვა­დი. ზოგ­ჯერ ფილტრი საკ­მა­ოდ ბუ­ნებ­რივ ეფექტსაც იძ­ლე­ვა და რთუ­ლია მიხ­ვედ­რა, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია თუ არა ის, თუმ­ცა უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, მარ­ტი­ვად შე­სამ­ჩნე­ვია.

ბევ­რი ადა­მი­ა­ნის მო­საზ­რე­ბით, ფილტრე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებს ერ­თნა­ირს ხდის, თით­ქოს ყვე­ლა­ნი ერ­თმა­ნეთს ვემ­სგავ­სე­ბით და უნი­კა­ლურ ვი­ზუ­ა­ლურ შტრი­ხებს ვკარ­გავთ.

  • კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ფილტრის გა­მო­ყე­ნე­ბას კრძა­ლავს

ნორ­ვე­გი­ა­ში მი­ი­ღეს კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ინფლუ­ენ­სე­რებს აეკ­რძა­ლათ სხვა­დას­ხვა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­თავ­სე­ბა, ხოლო თუ მა­ინც ასე მო­იქ­ცე­ვი­ან, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­უ­თი­თონ, რომ ფოტო და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია და რომ ესა თუ ის ფილტრი აქვთ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

კა­ნო­ნი ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ყვე­ლა პლატ­ფორ­მა­ზე და მისი მი­ზა­ნია, ახალ­გაზ­რდებ­ში ხელი შე­უ­წყოს თა­ვი­ან­თი ვი­ზუ­ა­ლის ისე­თად მი­ღე­ბას, როგoრე­ბიც რე­ა­ლუ­რად არი­ან.

26 წლის ნორ­ვე­გი­ე­ლი ინფლუ­ენ­სე­რი, მე­დე­ლინ პე­დერ­სე­ნი ამ­ბობს, რომ მსგავ­სი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. მისი თქმით, ახალ­გაზ­რდე­ბი სა­კუ­თარ რე­ა­ლურ გა­რეგ­ნო­ბას ადა­რე­ბენ არა­რე­ა­ლის­ტურ ფო­ტო­ებს და როცა სარ­კე­ში ხე­და­ვენ, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ისე არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან, რო­გორც ფილტრი­ან ფო­ტო­ებ­ზე, იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­ნი რჩე­ბი­ან და ამის გამო, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ.

ნორ­ვე­გი­ე­ლი ინფლუ­ენ­სე­რი, მე­დე­ლინ პე­დერ­სე­ნი

"ინ­სტაგ­რა­მის“ გამო პი­რა­დად მე მქონ­და ეს პრობ­ლე­მა და არ მომ­წონ­და სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი, გა­რეგ­ნო­ბა. ყვე­ლა­ზე ცუდი ის იყო, რომ არ ვი­ცო­დი, თუ სხვა გო­გო­ნე­ბიც სხე­უ­ლის ფორ­მე­ბის გა­სა­ლა­მა­ზებ­ლად ფილტრებს იყე­ნებ­დნენ. ამი­ტო­მაც, ვფიქ­რობ, რომ ჩვენ გვჭირ­დე­ბო­და ეს კა­ნო­ნი“, - ამ­ბობს ინფლუ­ენ­სე­რი.

მე­დე­ლი­ნის თქმით, ის ფო­ტო­ებს ფერს უც­ვლის, თუმ­ცა არას­დროს იყე­ნებს ფილტრს, რო­მე­ლიც მას სა­ხის მოყ­ვა­ნი­ლო­ბას, ნაკ­ვთებს ფორ­მას შე­უც­ვლის.

  • ნორ­ვე­გი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის მი­ზა­ნია, ადა­მი­ა­ნებ­მა შე­წყვი­ტონ ოც­ნე­ბა იდე­ა­ლურ სხე­ულ­სა და გა­რეგ­ნო­ბა­ზე.

გარ­და ინფლუ­ენ­სე­რე­ბი­სა, ეს კა­ნო­ნი ეხე­ბა ყვე­ლას, ვინც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვის პოს­ტებს, ფო­ტო­ებს არეკ­ლა­მებს.

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, 18 წლამ­დე ადა­მი­ა­ნებ­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი უდი­დეს გავ­ლე­ნას ახ­დენს და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით უმ­ძი­მეს ვი­თა­რე­ბა­ში ამ­ყო­ფებს, ვი­ნა­ი­დან ფო­ტო­ებ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი მომ­ხიბ­ვლე­ლი გა­რეგ­ნო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი მათ­თვის სა­ოც­ნე­ბოა და ფიქ­რო­ბენ, რომ თა­ვად იდე­ა­ლუ­რე­ბი არ არი­ან.

ყო­ვე­ლი­ვე კი ხელს უშ­ლით, იყონ მო­ტი­ვი­რე­ბულ­ნი და წარ­მა­ტე­ბულ­ნი. გარ­და ამი­სა, ისი­ნი ცდი­ლო­ბენ მი­მარ­თონ მკაცრ დი­ე­ტას იმის­თვის, რომ ფო­ტო­ებ­ზე აღ­ბეჭ­დილ ადა­მი­ა­ნებს და­ემ­სგავ­სონ.

წყა­რო.BBC.com

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფილტრი
0

გუშინ ვიყავი ღონისძიებაზე და შევხვდი იმ ხალხს, ვისაც მარტო სოც. ქსელებიდან ვეკონტაკტებოდი. სრული შოკი მქონდა. ძლივს ვიცანი ადამიანები, ალბათ ამ ფილტრის წყალობით ყველა უფრო ლამაზი მეგონა, ვიდრე რეალურად არიან. სამაგიეროდ მე ყველამ მიცნო, არანაირ ფილტრს არ ვიყენებ😁

ნიკა
9

მართალია იყავით ის რაც ხართ.. თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი.. ზოგჯერ ჩემი ნაცნობი ვერ მიცვნია და კინაღამ შემყვარებია ეს რა სილამაზეათქო არადა რეალურად სხვა თვალით ასი წელი არ გაივლებ გულში რამეს..... )) მე არასდროს ვიყენებ მსგავს რამეებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ნორვეგიაში, სოციალურ ქსელებში ფილტრით დამუშავებული ფოტოების გამოქვეყნება კანონით აიკრძალა - "მიესალმეთ უფილტრო და ნამდვილ ფოტოებს"

ნორვეგიაში, სოციალურ ქსელებში ფილტრით დამუშავებული ფოტოების გამოქვეყნება კანონით აიკრძალა - "მიესალმეთ უფილტრო და ნამდვილ ფოტოებს"

სოციალური ქსელების ეპოქამ ფოტოებზე სხვადასხვა ფილტრის გამოყენება ერთგვარ ტრენდად აქცია. რთულია, იპოვოთ სოცქსელების მომხმარებელი, რომელიც მათზე უარს ამბობს და მეგობრებსა, თუ გამომწერებს ბუნებრივ ფოტოებს უზიარებს.

სქელი ტუჩები, პრიალა კანი, ლამაზი მუცელი, გრძელი ფეხები და ა.შ - ეს ყველაფერი ფილტრების საშუალებით თითის დაკლიკებითაა მიღწევადი. ზოგჯერ ფილტრი საკმაოდ ბუნებრივ ეფექტსაც იძლევა და რთულია მიხვედრა, გამოყენებულია თუ არა ის, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, მარტივად შესამჩნევია.

ბევრი ადამიანის მოსაზრებით, ფილტრები სოციალური ქსელების მომხმარებლებს ერთნაირს ხდის, თითქოს ყველანი ერთმანეთს ვემსგავსებით და უნიკალურ ვიზუალურ შტრიხებს ვკარგავთ.

  • კანონი, რომელიც ფილტრის გამოყენებას კრძალავს

ნორვეგიაში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, ინფლუენსერებს აეკრძალათ სხვადასხვა მანიპულაციის გამოყენებით დამუშავებული ფოტოების სოციალურ ქსელში განთავსება, ხოლო თუ მაინც ასე მოიქცევიან, აუცილებლად უნდა მიუთითონ, რომ ფოტო დამუშავებულია და რომ ესა თუ ის ფილტრი აქვთ გამოყენებული.

კანონი ვრცელდება სოციალური ქსელების ყველა პლატფორმაზე და მისი მიზანია, ახალგაზრდებში ხელი შეუწყოს თავიანთი ვიზუალის ისეთად მიღებას, როგoრებიც რეალურად არიან.

26 წლის ნორვეგიელი ინფლუენსერი, მედელინ პედერსენი ამბობს, რომ მსგავსი კანონის მიღება კარგი გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, ახალგაზრდები საკუთარ რეალურ გარეგნობას ადარებენ არარეალისტურ ფოტოებს და როცა სარკეში ხედავენ, რომ სინამდვილეში ისე არ გამოიყურებიან, როგორც ფილტრიან ფოტოებზე, იმედგაცრუებულნი რჩებიან და ამის გამო, ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნებათ.

ნორვეგიელი ინფლუენსერი, მედელინ პედერსენი

"ინსტაგრამის“ გამო პირადად მე მქონდა ეს პრობლემა და არ მომწონდა საკუთარი სხეული, გარეგნობა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ არ ვიცოდი, თუ სხვა გოგონებიც სხეულის ფორმების გასალამაზებლად ფილტრებს იყენებდნენ. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდებოდა ეს კანონი“, - ამბობს ინფლუენსერი.

მედელინის თქმით, ის ფოტოებს ფერს უცვლის, თუმცა არასდროს იყენებს ფილტრს, რომელიც მას სახის მოყვანილობას, ნაკვთებს ფორმას შეუცვლის.

  • ნორვეგიის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონის მიღების მიზანია, ადამიანებმა შეწყვიტონ ოცნება იდეალურ სხეულსა და გარეგნობაზე.

გარდა ინფლუენსერებისა, ეს კანონი ეხება ყველას, ვინც სოციალურ ქსელში თავის პოსტებს, ფოტოებს არეკლამებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 18 წლამდე ადამიანებზე სოციალური ქსელების ფოტოები უდიდეს გავლენას ახდენს და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უმძიმეს ვითარებაში ამყოფებს, ვინაიდან ფოტოებზე აღბეჭდილი მომხიბვლელი გარეგნობის ადამიანები მათთვის საოცნებოა და ფიქრობენ, რომ თავად იდეალურები არ არიან.

ყოველივე კი ხელს უშლით, იყონ მოტივირებულნი და წარმატებულნი. გარდა ამისა, ისინი ცდილობენ მიმართონ მკაცრ დიეტას იმისთვის, რომ ფოტოებზე აღბეჭდილ ადამიანებს დაემსგავსონ.

წყარო.BBC.com