მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირად მისაუბრია სარწმუნოების დაცვის მიზნით ძალადობის მომხრე "ქრისტიანებთან", ასეთებს ეუბნება ქრისტე..." - რას წერს დეკანოზი
"ხშირად მისაუბრია სარწმუნოების დაცვის მიზნით ძალადობის მომხრე "ქრისტიანებთან", ასეთებს ეუბნება ქრისტე..." - რას წერს დეკანოზი

დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე გუ­შინ თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე რამ­დე­ნი­მე პოს­ტით ეხ­მა­უ­რე­ბა:

"ხში­რად მქო­ნია ხოლ­მე სა­უ­ბა­რი სარ­წმუ­ნო­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით ძა­ლა­დო­ბის მომ­ხრე "ქრის­ტი­ა­ნებ­თან" და ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ჰგავს. ვე­უბ­ნე­ბი: გა­აპ­რო­ტეს­ტე, თქვი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აზრი, ას­წავ­ლე, უქა­და­გე, შენი ცხოვ­რე­ბით უჩ­ვე­ნე სწო­რი მა­გა­ლი­თი, მაგ­რამ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ იძა­ლა­დო. რო­გორც კი ძა­ლა­დო­ბის­თვის ას­წევ ხელს, გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლია და ძა­ლა­და­კარ­გუ­ლია შენი სი­ტყვა. მპა­სუ­ხობს: კი, მარ­თა­ლია, მაგ­რამ მა­გათ სი­ტყვა არ ეს­მით. შემ­დეგ ვე­კი­თხე­ბი ხოლ­მე და აქ მთავ­რდე­ბა ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი: კარ­გი, ვთქვათ ადე­ქი და სცე­მე, რად­გან არ ეს­მის. შემ­დეგ თუ ისევ გა­აგ­რძე­ლა კი­დევ სცე­მე უფრო მაგ­რად, კი­დევ და კი­დევ სცე­მე და ბო­ლოს რას აპი­რებ? უნდა მოკ­ლა? აქ სა­მარ­ცხვი­ნოდ გა­ი­ყურ­სე­ბი­ან რად­გან იცი­ან, რომ მოკ­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა და თან სა­კუ­თარ თავ­ში მო­დუ­ღა­რი სი­ძულ­ვი­ლი არ ას­ვე­ნებთ, ადა­მი­ა­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა უნ­დათ. ასე­თებს ეუბ­ნე­ბა ქრის­ტე: უკვე მკვლე­ლე­ბი ხართ ღვთის წი­ნა­შე, თუ ადა­მი­ა­ნის სი­ძულ­ვი­ლი გაქვთ გულ­ში, უკვე და­გირ­ღვე­ვი­ათ მცნე­ბა. "არა კაც ჰკლაო". და­ფიქ­რდით, სად მი­გიყ­ვანთ ეს უკონ­ტრო­ლე­ბე­ლი სი­ძულ­ვი­ლი და ძა­ლა­დო­ბა, ნუ იქ­ნე­ბით მკვლე­ლე­ბი!"

"რა სა­ერ­თო აქვთ ამ მო­ძა­ლა­დე­ებს და მათ წამ­ხა­ლი­სებ­ლებს ქრის­ტეს­თან ან ქრის­ტი­ა­ნო­ბას­თან? - სრუ­ლი­ად არა­ფე­რი. ამათ რე­ა­ლუ­რად არც სარ­წმუ­ნო­ე­ბა ადარ­დებთ და არც ზნე­ო­ბა, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ცხო­ვე­ლუ­რი ინ­სტიქ­ტე­ბით, გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი ში­შე­ბით და ვნე­ბე­ბით არი­ან მარ­თულ­ნი ვე­ლუ­რე­ბი­ვით. ადა­მი­ან­ზე მო­ძა­ლა­დე არა­ო­დეს არის ღმერ­თის­კენ და ღმერ­თის­თვის, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. გო­ნე­ბა­ჩ­ლუნ­გებ­მა დღემ­დე ვერ შე­იგ­ნეს, რომ წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა უფრო უა­რეს და დიდ ძა­ლა­დო­ბას და ქა­ოსს იწ­ვევს. მძი­მეა, მაგ­რამ მო­ემ­ზა­დეთ ქვე­ყა­ნა­ში უფრო დიდი გა­ჭირ­ვე­ბის­თვის, შიმ­ში­ლის­თვის, უპერ­სპექ­ტი­ვო­ბის­თვის, ჩა­კე­ტი­ლო­ბის­თვის, მო­ნო­ბის­თვის და უბე­დუ­რი ცხოვ­რე­ბის­თვის. როცა ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლა­დო­ბა წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი და შე­წყნა­რე­ბუ­ლია, ეს იქ­ნე­ბა ამის მწა­რე ლო­გი­კუ­რი შე­დე­გი.

P.S. პო­პუ­ლა­რულ მღვდელ შალ­ვა კე­კე­ლი­ას ჰკი­თხეთ გუ­შინ­დე­ლი საბ­რძო­ლო მო­წო­დე­ბე­ბის გამო თუ იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ნა­ცე­მი და და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი, მშვი­დო­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე. ფო­ტო­ზე: სიწ­მინ­დის და ზნე­ო­ბის დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ნა­ცე­მი ერთ-ერთი მშვი­დო­ბი­ა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი"

"ეს არის ჩემი ქრის­ტე, ასე­თი ქრის­ტე გვწამს ქრის­ტი­ა­ნებს. "სა­ძულ­ვე­ლი იყო, კაც­თა­გან ათ­ვალ­წუ­ნე­ბუ­ლი, გა­ტან­ჯუ­ლი და სნე­ბა­მო­რე­უ­ლი, ერთი იმათ­გა­ნი, ვი­საც პირს არი­დე­ბენ. სა­ძულ­ვე­ლი იყო და არად ვაგ­დებ­დით. ევნო და ეწა­მა, მაგ­რამ არ და­უძ­რავს ბაგე; კრა­ვი­ვით და­საკ­ლა­ვად მი­იყ­ვა­ნეს და, რო­გორც ცხვა­რი დუმს მპარსველ­თა წი­ნა­შე, მა­საც არ და­უძ­რავს ბაგე... რად­გან სი­ა­ვე არ ჩა­უ­დე­ნია და მის ბა­გე­ში სიც­რუე არ ყო­ფი­ლა." (ბიბ­ლია, ესა­ია 53, 3. 7. 9) კეტი არ ჩა­ურ­ტყამს თავ­ში ადა­მი­ა­ნის­თვის, არც თვა­ლი ჩა­უ­ლურ­ჯე­ბია ვინ­მეს­თვის, არც უგი­ნე­ბია და არც ფან­ჯრე­ბი და­უ­ლე­წია, არა­მედ ისე­თი მშვი­დი იქ­ნე­ბა ჩემი ძე "ხმას არ აუ­წევს ქუ­ჩა­ში, გა­და­ტე­ხილ ლერ­წამს ფეხს არ და­ად­გამს და მბჭუ­ტავ პატ­რუქს არ ჩა­უქ­რობს არა­ვი­სო", - ამ­ბობს მამა ღმერ­თი. (ბიბ­ლია, ესა­ია 42, 2-3)

და თქვენ, თქვენ რო­მე­ლი ქრის­ტე გწამთ?"

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინა
42

თავს მიხედო, ის გიჯობს! ემიგრანტების ხარჯზე წამოსკუპდა და აქეთ იმოძღვრება კიდევ!!!

Ძუკუ
42

Მავნე ,თავხედი ვითომ მღვდელი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ხშირად მისაუბრია სარწმუნოების დაცვის მიზნით ძალადობის მომხრე "ქრისტიანებთან", ასეთებს ეუბნება ქრისტე..." - რას წერს დეკანოზი

"ხშირად მისაუბრია სარწმუნოების დაცვის მიზნით ძალადობის მომხრე "ქრისტიანებთან", ასეთებს ეუბნება ქრისტე..." - რას წერს დეკანოზი

დეკანოზი თამაზ ლომიძე გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე რამდენიმე პოსტით ეხმაურება:

"ხშირად მქონია ხოლმე საუბარი სარწმუნოების დაცვის მიზნით ძალადობის მომხრე "ქრისტიანებთან" და ყველა ერთმანეთს ჰგავს. ვეუბნები: გააპროტესტე, თქვი საწინააღმდეგო აზრი, ასწავლე, უქადაგე, შენი ცხოვრებით უჩვენე სწორი მაგალითი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იძალადო. როგორც კი ძალადობისთვის ასწევ ხელს, გაუფასურებულია და ძალადაკარგულია შენი სიტყვა. მპასუხობს: კი, მართალია, მაგრამ მაგათ სიტყვა არ ესმით. შემდეგ ვეკითხები ხოლმე და აქ მთავრდება ჩვენი საუბარი: კარგი, ვთქვათ ადექი და სცემე, რადგან არ ესმის. შემდეგ თუ ისევ გააგრძელა კიდევ სცემე უფრო მაგრად, კიდევ და კიდევ სცემე და ბოლოს რას აპირებ? უნდა მოკლა? აქ სამარცხვინოდ გაიყურსებიან რადგან იციან, რომ მოკვლა არ შეიძლება და თან საკუთარ თავში მოდუღარი სიძულვილი არ ასვენებთ, ადამიანის განადგურება უნდათ. ასეთებს ეუბნება ქრისტე: უკვე მკვლელები ხართ ღვთის წინაშე, თუ ადამიანის სიძულვილი გაქვთ გულში, უკვე დაგირღვევიათ მცნება. "არა კაც ჰკლაო". დაფიქრდით, სად მიგიყვანთ ეს უკონტროლებელი სიძულვილი და ძალადობა, ნუ იქნებით მკვლელები!"

"რა საერთო აქვთ ამ მოძალადეებს და მათ წამხალისებლებს ქრისტესთან ან ქრისტიანობასთან? - სრულიად არაფერი. ამათ რეალურად არც სარწმუნოება ადარდებთ და არც ზნეობა, მხოლოდ საკუთარი ცხოველური ინსტიქტებით, გაუცნობიერებელი შიშებით და ვნებებით არიან მართულნი ველურებივით. ადამიანზე მოძალადე არაოდეს არის ღმერთისკენ და ღმერთისთვის, ეს გამორიცხულია. გონებაჩლუნგებმა დღემდე ვერ შეიგნეს, რომ წახალისებული ძალადობა უფრო უარეს და დიდ ძალადობას და ქაოსს იწვევს. მძიმეა, მაგრამ მოემზადეთ ქვეყანაში უფრო დიდი გაჭირვებისთვის, შიმშილისთვის, უპერსპექტივობისთვის, ჩაკეტილობისთვის, მონობისთვის და უბედური ცხოვრებისთვის. როცა ქვეყანაში ძალადობა წახალისებული და შეწყნარებულია, ეს იქნება ამის მწარე ლოგიკური შედეგი.

P.S. პოპულარულ მღვდელ შალვა კეკელიას ჰკითხეთ გუშინდელი საბრძოლო მოწოდებების გამო თუ იღებს პასუხისმგებლობას ნაცემი და დასისხლიანებული, მშვიდობიანი ადამიანების წინაშე. ფოტოზე: სიწმინდის და ზნეობის დამცველების მიერ ნაცემი ერთ-ერთი მშვიდობიანი ჟურნალისტი"

"ეს არის ჩემი ქრისტე, ასეთი ქრისტე გვწამს ქრისტიანებს. "საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე... რადგან სიავე არ ჩაუდენია და მის ბაგეში სიცრუე არ ყოფილა." (ბიბლია, ესაია 53, 3. 7. 9) კეტი არ ჩაურტყამს თავში ადამიანისთვის, არც თვალი ჩაულურჯებია ვინმესთვის, არც უგინებია და არც ფანჯრები დაულეწია, არამედ ისეთი მშვიდი იქნება ჩემი ძე "ხმას არ აუწევს ქუჩაში, გადატეხილ ლერწამს ფეხს არ დაადგამს და მბჭუტავ პატრუქს არ ჩაუქრობს არავისო", - ამბობს მამა ღმერთი. (ბიბლია, ესაია 42, 2-3)

და თქვენ, თქვენ რომელი ქრისტე გწამთ?"

"ევროპაში არცთუ დიდი ხნის წინ ქალს ხმა არ ქონდა არჩევნებში... ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკაში ფერადკანიანებს დევნიდნენ..." - რას წერს მაკა ჩიჩუა

"ამას დასცხა?" - კახა კალაძე ეკა კვესიტაძეზე

"საქართველო რამდენიმე მილიონიღა დარჩა და უფრო და უფრო ვყოფთ ერთმანეთს..." - რას წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი მომღერალი