პარლამენტის წინ ხმაური იყო. ადგილზე იმყოფებოდნენ მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები, რომელთაც რამდენი თვის განმავლობაში, პარლამენტთან კარვები ჰქონდათ გაშლილი, რა დროსაც, სავარაუდოდ, "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები მათ თავს დაესხნენ.
ადგილზე სიტუაცია პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.
აქტივისტების განცხადებით, დაკავებულია რამდენიმე პირი.