მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტებისადმი განსაკუთრებით გამომჟღავნდა აგრესია" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
"ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტებისადმი განსაკუთრებით გამომჟღავნდა აგრესია" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მომ­ჟღავ­ნდა აგ­რე­სია - რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს მოგ­ვწონ­დეს? რო­გორც თქვენ არ მოგ­წონთ, ისე არ მოგ­ვწონს ჩვენ, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ჯაღ­მა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ის ელო­და, რომ დღეს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აგ­რე­სია იქ­ნე­ბო­და.

"ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დით, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მომ­ჟღავ­ნდა აგ­რე­სია, თუმ­ცა, მინ­და ვთქვა, რომ აგ­რე­სი­ას ვე­ლო­დით, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ პა­რაკ­ლის­ზე მოგ­ვეხ­მო ეს ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც ჩა­მოს­ვლას აპი­რებ­დნენ“, - აღ­ნიშ­ნავს ჯაღ­მა­ი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, ძა­ლი­ან ცუ­დია ის ფაქ­ტი, რომ „ღირ­სე­ბის მარ­შის“ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლად იყ­ვნენ გან­წყო­ბი­ლე­ბი: „ ძა­ლი­ან ცუ­დია ეს. რო­გორც თქვენ არ მოგ­წონთ, ისე ჩვენ არ მოგ­ვწონს. რა პა­სუ­ხის გაგ­ცეთ კი­დევ ? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს მოგ­ვწონ­დეს ჩვენ?“, - აღ­ნიშ­ნავს ჯაღ­მა­ი­ძე.

ცნო­ბის­თვის, „ღირ­სე­ბის მარ­შის“ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და ოპე­რა­ტო­რებს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში დღეს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სას 16 მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის 47 ჟურ­ნა­ლის­ტი, ოპე­რა­ტო­რი და ფო­ტოგ­რა­ფი და­შავ­და.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
44
ადრე თუ გვიან, .ოგიწევთ წვერის დაპარსვა. ბოღმით სავსე, ანაფორას ამოფარებულებო!!! ვენაცვალე, დავით აღმაშენებელს!!!
აბა, აბა..
31

ფარისეველი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტებისადმი განსაკუთრებით გამომჟღავნდა აგრესია" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტებისადმი განსაკუთრებით გამომჟღავნდა აგრესია" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

ძალიან სამწუხაროა, ჟურნალისტებისადმი განსაკუთრებით გამომჟღავნდა აგრესია - როგორ შეიძლება ეს მოგვწონდეს? როგორც თქვენ არ მოგწონთ, ისე არ მოგვწონს ჩვენ, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ “პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, ის ელოდა, რომ დღეს, საზოგადოების აგრესია იქნებოდა.

"ნამდვილად არ ველოდით, ძალიან სამწუხაროა, ჟურნალისტებისადმი განსაკუთრებით გამომჟღავნდა აგრესია, თუმცა, მინდა ვთქვა, რომ აგრესიას ველოდით, ამიტომ გადავწყვიტეთ პარაკლისზე მოგვეხმო ეს ხალხი, რომლებიც ჩამოსვლას აპირებდნენ“, - აღნიშნავს ჯაღმაიძე.

მისივე თქმით, ძალიან ცუდია ის ფაქტი, რომ „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები ჟურნალისტების მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილები: „ ძალიან ცუდია ეს. როგორც თქვენ არ მოგწონთ, ისე ჩვენ არ მოგვწონს. რა პასუხის გაგცეთ კიდევ ? როგორ შეიძლება ეს მოგვწონდეს ჩვენ?“, - აღნიშნავს ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები მედიასაშუალებების ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თბილისში დღეს განვითარებული მოვლენებისას 16 მედიასაშუალების 47 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა.

კორონავირუსით ინფიცირების 1 108 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით

"იმედის" გენერალურ დირექტორად მაკა ლომიძე დაინიშნა

კახეთში დააკავეს პირი, რომელმაც ხაშმის წმ. გიორგის ეკლესია გაქურდა - დაკავებულს არასრულწლოვანი ძმა ეხმარებოდა