იტალიურმა გამოცემა Quattroruote-მა ახალი კროსოვერის SsangYong Korando-ს სერიული ვერსიის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც კონცეპტ-ქარ C200-ის მოტივებზეა შექმნილი.
ახალი ავტომობილის გაბარიტული სიგრძე, რომლის დიზაინის შექმნაზე იტალიურმა ატელიე Giugiaro-მ იზრუნა, 4,4 მეტრს შეადგენს. კროსოვერი მთლიანად ახალ შასიზეა აგებული, რომელსაც მომავალში სხვა მოდელებზეც გამოიყენებენ. Korando ორ - წინა და სრულამძრავიან ვერსიებად იქნება წარმოდგენელი.
თავდაპირველად კომპანია მომხმარებლებს ავტომობილს მხოლოდ 175-ძალიანი, ორლიტრიანი დიზელის ძრავით შესთავაზებს, რომელსაც ექვს-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი, სურვილისამებრ, ავტომატური ან მექანიკური ექნება. მომავალი წლის ბოლოსთვის კი ავტომობილის ახალი მოდიფიკაციები გამოჩნდება, რომლებიც 115-ძალიანი ბენზინისა და 150-ძალიანი დიზელის ძრავებით აღიჭურვება.
ევროპის ბაზრებზე SsangYong Korando-ის ფასი 21-დან 28 ათას ევრომდე იქნება.
მომზადებულია quattroruote.it-ის მიხედვით.