ავტორი:

"ვგმობ დღეს განვითარებულ მოვლენებს, მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს ძალადობის აღკვეთისაკენ, მიუღებელია ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს" - პრეზიდენტი

"ვგმობ დღეს განვითარებულ მოვლენებს, მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს ძალადობის აღკვეთისაკენ, მიუღებელია ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს" - პრეზიდენტი

ძალადობა მიუღებელია! ვგმობ დღეს განვითარებულ მოვლენებს და ძალადობის ნებისმიერი სახითა და ფორმით გამოვლინებას, ადამიანების დევნას განსხვავებული აზრის, ან გენდერული იდენტობის გამო, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყველას აქვს უფლება გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი.

„მოვუწოდებ ყველას, იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში და რადიკალური ქმედებებით ხელი არ შეუწყოს ძალადობის პროვოცირებას.

მიუღებელია მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისებში შეჭრა და მათზე თავდასხმები.

მოვუწოდებ ყველას თავშეკავებისკენ და შესაბამის ორგანოებს კი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისა და ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების აღკვეთისაკენ!

მიუღებელია ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს, საზოგადოების პოლარიზაციას, აღვივებს დაპირისპირებას, აზიანებს ქვეყანას, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას!“ - აცხადებს პრეზიდენტი.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"თუ მართლა გიყვართ საკუთარი შვილები, ხმა ამოიღეთ! დღეს გამოდით რუსთაველზე და ჩუმად დადექით" - ზურაბ ჯაფარიძე