"თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მოქალაქეებს დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავები სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ.
უცნობია, რის გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მოქალაქეები და აქციის მონაწილეები.
სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს. უცნობია ისინი ტერიტორიიდან მხოლოდ გაიყვანეს, თუ დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები 15-16 წლამდე ასაკის ბავშვს გაეკიდნენ, რომელსაც გრძელი თმა ჰქონდა. მოზარდი თავის დასაცავად საცხოვრებელ კორპუსში შევარდა, სადაც აქციის მონაწილეები დაედევნენ, რომელთაც მოქალაქეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.