"თვალყურს ვადევნებთ თბილისში განვითარებულ მოვლენებს. ძალადობა, მუქარა ლგბტი + –ის მიმართ და ჟურნალისტებზე თავდასხმა აზიანებს საქართველოს, როგორც ტოლერანტული, სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს.
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღკვეთონ შემდგომი ძალადობა და დაიცვან საქართველოს ყველა მოქალაქის ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები კონსტიტუციის შესაბამისად,“- აღნიშნულია განცხადებაში.
ყველა ერთ ხმაზე გვერეკება რუსეთისკენ
ნუ, ლენინივით მსჯელობენ, შგნებული უმცირესობის ძალადობა დანარჩენ უმრავლესობაზე და ეს 1991-ში რითი დამთავრდა ცნობილია.