საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძალადობის არაერთი ფაქტი და ჯერ არც ერთი დაკავებული მოძალადე - რა განცხადებას ავრცელებს შსს
ძალადობის არაერთი ფაქტი და ჯერ არც ერთი დაკავებული მოძალადე - რა განცხადებას ავრცელებს შსს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, გა­მო­ძი­ე­ბაა და­წყე­ბუ­ლი, რო­გორც მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სად­მი ძა­ლა­დო­ბის, ისე "სირ­ცხვი­ლი­ას“ და "თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ ოფი­სე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტებ­ზე.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო პირ­ველ რიგ­ში გმობს სი­ძულ­ვი­ლით მო­ტი­ვი­რე­ბულ ქმე­დე­ბებს, მათ შო­რის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ გა­მო­ხა­ტულ ძა­ლა­დო­ბის ნე­ბის­მი­ერ ფორ­მას. მო­ვუ­წო­დებთ დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს, და­იც­ვან წეს­რი­გი, და­ე­მორ­ჩი­ლონ პო­ლი­ცი­ელ­თა კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნებს და ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტონ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თბი­ლის­ში მოძ­რა­ო­ბა "სირ­ცხვი­ლი­ას" და "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" ოფის­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შეკ­რე­ბილ­მა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წილ­მა პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის უკან მდე­ბა­რე მოძ­რა­ო­ბა "სირ­ცხვი­ლი­ას" ოფის­ში შეჭ­რა სცა­დეს. ოფის­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და აშუ­ქებ­დნენ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა და­ა­ზი­ა­ნეს ასე­ვე მათი ტექ­ნი­კა.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მხრი­დან თბი­ლის­ში, ახვლე­დი­ა­ნის ქუჩა №17-ში მდე­ბა­რე "თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ ოფი­სი­დან დრო­შის ჩა­მოხ­სნის, გა­ნად­გუ­რე­ბი­სა და ინ­ვენ­ტა­რის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის ან გა­ნად­გუ­რე­ბის მუხ­ლით და­ი­წყო, ასე­ვე, გა­მო­ძი­ე­ბა.

კა­ნონ­დარ­ღვე­ვის ამ ფაქ­ტე­ბი­სა გარ­და, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკვე აც­ნო­ბა, რომ დღეს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის და პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლის გა­მოვ­ლე­ნილ ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტებ­ზე ტარ­დე­ბა ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, შეს­წავ­ლი­ლი იქ­ნე­ბა ინ­ცი­დენ­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ყვე­ლა მა­სა­ლა.

მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, მო­ვუ­წო­დებთ არ­სე­ბუ­ლი რის­კე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ითა­ნამ­შრომ­ლონ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­თი­თე­ბე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი რჩე­ბი­ან და გა­ნაგ­რძო­ბენ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვას. კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, და­იც­ვან კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ცია იმოქ­მე­დებს სა­კუ­თა­რი მან­და­ტის ფარ­გლებ­ში და სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის თი­თო­ე­უ­ლი ფაქ­ტი იქ­ნე­ბა აღ­კვე­თი­ლი და მკაც­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გივი
54

საქართველოს გაუმარჯოს. მე ვამაყობ ჩემი ქვეყნით. ერთს კიდევ შევახსენებ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს. " ღ ი რ ს ე ბ ა" საქართველოში სხვა რამესთანაა დაკავშირებული. 

დათო
58

ტელევიზიების ბრალია პრპაგანდას რომ ეწეოდნენ ლგბტსი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ძალადობის არაერთი ფაქტი და ჯერ არც ერთი დაკავებული მოძალადე - რა განცხადებას ავრცელებს შსს

ძალადობის არაერთი ფაქტი და ჯერ არც ერთი დაკავებული მოძალადე - რა განცხადებას ავრცელებს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიებაა დაწყებული, როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლებისადმი ძალადობის, ისე "სირცხვილიას“ და "თბილისი პრაიდის“ ოფისების დაზიანების ფაქტებზე.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ რიგში გმობს სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ გამოხატულ ძალადობის ნებისმიერ ფორმას. მოვუწოდებთ დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილ მოქალაქეებს, დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა პარლამენტის შენობის უკან მდებარე მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა სცადეს. ოფისში იმყოფებოდნენ ჟურნალისტები და აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს ასევე მათი ტექნიკა.

აქციის მონაწილეების მხრიდან თბილისში, ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე "თბილისი პრაიდის“ ოფისიდან დროშის ჩამოხსნის, განადგურებისა და ინვენტარის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო, ასევე, გამოძიება.

კანონდარღვევის ამ ფაქტებისა გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას უკვე აცნობა, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის გამოვლენილ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ ფაქტებზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, შესწავლილი იქნება ინციდენტების ამსახველი ყველა მასალა.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, მოვუწოდებთ არსებული რისკების გათვალისწინებით ითანამშრომლონ პოლიციის თანამშრომლებთან, გაითვალისწინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებები და რეკომენდაციები.

დედაქალაქის ქუჩებში საპოლიციო ძალები მობილიზებული რჩებიან და განაგრძობენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

პარლამენტთან ხმაური იყო - დაკავებულია რამდენიმე პირი

"დაკავებულია 8 პირი - 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიის წარმომადგენელი" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

"ადამიანის უფლებათა სახლზე", სადაც არის "საფარის" ოფისი თავდასხმა მოხდა, პიროტქნიკაც შეყარეს და ადამიანიც დაზიანდა - ბაია პატარაია