ავტორი:

"ყველა უსაფრთხოდ ვართ, დაშავებული არავინაა...  პოლიციისა და ღარიბაშვილის პასუხისმგებლობაა თავიდან ბოლომდე" - გიგა მაქარაშვილი

"ყველა უსაფრთხოდ ვართ, დაშავებული არავინაა...  პოლიციისა და ღარიბაშვილის პასუხისმგებლობაა თავიდან ბოლომდე" - გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას“ ოფისთან "თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მივიდნენ. ისინი შენობის მიმართულებით ბოთლებსა და სხვადასხვა ნივთებს ისროდნენ. აღნიშნულის შედეგად შენობა დაზიანდა, ჩამსხვრეულია მინები.

AMBEBI.GE სიტუაციის გასარკვევად "სირცხვილიას“ წარმომადგენელს, გიგა მაქარაშვილს დაუკავშირდა.

"ყველა უსაფრთხოდ ვართ, დაშავებული არავინაა. ნუ, პოლიცია არაფერს არ აკეთებს, სამწუხაროდ, აქამდე რომ არ უნდა მიეშვათ და არ დაელეწათ კორპუსის შემოსასვლელი ორივე მხრიდან, ეს პოლიციის პასუხისმგებლობაა და ღარიბაშვილის პასუხისმგებლობაა თავიდან ბოლომდე, თავისი განცხადებებით, როგორ ანთებს მწვანეს, როგორ უნთებს ამ მოძალადე ძალებს“, - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

მისივე თქმით, "სირცხვილიას“ წევრები აპირებენ, რომ "ღირსების მარშზე“ გავიდნენ და LGBTQ+ თემს გვერდზე დაუდგნენ. მან უპასუხა კითხვაზე, რატომ ესხმიან "თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები კონკრეტულად "სირცხვილიას“:

"ახსნა ის აქვს, რომ ხელისუფლებას არ მოსწონს "სირცხვილიას“ აქციები, რა ვიცი, მარტივია. "პრაიდს“ ვეხმარებით და მივეხმარებით ბოლომდე თავისი უფლებების დაცვაში, ესაა და ეს“, - აღნიშნავს AMBEBI.GE-სთან მაქარაშვილი.

“ეს იმდენად მტკივნეული თემა იყო, დედასაც არ ველაპარაკებოდი… დამეწყო პანიკა, რომ აღარ დავორსულდებოდი” - ნინო ჩხეიძე მისი ცხობრების ორ მძიმე ეპიზოდზე

პარლამენტთან "პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს - სასულიერო პირები ლოცვას აღავლენენ

ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირი  გაიხსნა