პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მეუღლე უსმენდა მამუკას, როცა მერობის სასურველ კანდიდატზე საუბრობდა და გადმომილაპარაკა, მგონი, შენ გგულისხმობს და არ გაბედოო" - თემურ ჭყონია
"ჩემი მეუღლე უსმენდა მამუკას, როცა მერობის სასურველ კანდიდატზე საუბრობდა და გადმომილაპარაკა, მგონი, შენ გგულისხმობს და არ გაბედოო" - თემურ ჭყონია

ამ ეტაპ­ზე თბი­ლი­სის ყვე­ლა­ზე ორი­გი­ნა­ლუ­რი მე­რო­ბის კან­დი­და­ტის შერ­ჩე­ვი­სას "ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" აღ­მოჩ­ნდა, როცა თქვეს, რომ მერი არ უნდა იყოს არც ერთი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მაგ­რამ იყოს კარ­გი მე­ურ­ნე ან დიდი კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­მელ­საც მთე­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი და­უდ­გე­ბა გვერ­დში. მა­გის­თა­ნა ჩვენს ქა­ლაქ­ში დი­მიტ­რია გე­ლო­ვა­ნიო, შე­უთ­ვა­ლეს "ლე­ლოს" ლი­დერს და მა­ნაც, რა­ტო­მაც არა, მოვ­ძებ­ნი­თო. იპო­ვა თუ არა "ლე­ლომ" მე­რო­ბის­თვის "წყნა­რი, პა­ტი­ო­სა­ნი, თე­რა­პევ­ტი, ოჯა­ხის შვი­ლი", ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, თუმ­ცა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ ცოტა ხნის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ თე­მურ ჭყო­ნია თბი­ლი­სის მე­რო­ბის კარ­გი კან­დი­და­ტი იქ­ნე­ბო­და. "კვი­რის პა­ლიტ­რამ" ჩა­წე­რა ინ­ტრე­ვიუ ბა­ტონ თე­მურ­თან, რომ­ლი­და­ნაც ამო­ნა­რი­დებს გთა­ვა­ზობთ:

თე­მურ ჭყო­ნია, ბიზ­ნეს­მე­ნი, "კოკა-კოლა ბოთ­ლერს ჯორ­ჯი­ას" პრე­ზი­დენ­ტი:

- ამ თე­მა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად არ მი­ფიქ­რია, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ კარ­გი პო­ლი­ტი­კო­სი, კარ­გი მერი, კარ­გი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, კარ­გი მი­ნის­ტრი ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ უნდა აწყობ­დეს, აშე­ნებ­დეს თა­ვის კა­რი­ე­რას და არ უნდა იყო შემ­თხვე­ვი­თი ადა­მი­ა­ნი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. თუ რა­ღა­ცას მი­აღ­წიე ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში, მე­დი­ცი­ნა­ში, ბიზ­ნეს­ში, რაც უნდა დიდი მწვერ­ვა­ლე­ბი და­ი­პყრო, ეს არ ნიშ­ნავს, რომ უნდა გა­გიჩ­ნდეს პრე­ტენ­ზია უფრო დიდი რა­ღა­ცის მარ­თვის.

რად­გან წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წიე ერთ სფე­რო­ში, ეს არ ნიშ­ნავს, რომ გქონ­დეს ამ­ბი­ცია უფრო მეტი გა­ა­კე­თო აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა სფე­რო­ში, რა თქმა უნდა, თუ ამის­თვის არ ემ­ზა­დე­ბო­დი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ყო­ველ­თვის პა­ტივს ვცემ კა­რი­ე­რულ წინსვლას. ხში­რად გა­ვი­გო­ნებთ, რომ ესა თუ ის ადა­მი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წეა და მარ­თლაც რომ გა­და­ხე­დავ მათ ის­ტო­რი­ას, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ, კა­რი­ე­რა პო­ლი­ტი­კა­ში მძი­ვი­ვით აა­წყვეს და ამის­თვის სხვა­დას­ხვა ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა უწევ­დათ. ჩვენ­თან კი ხში­რად ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იმ­პულ­სუ­რად იღე­ბენ. მა­გა­ლი­თად, ვი­ღაც მა­გა­რი იუ­რის­ტია და უცებ გა­უჩ­ნდე­ბა ამ­ბი­ცია გახ­დეს პო­ლი­ტი­კო­სი. ასეთ დროს კი შე­იძ­ლე­ბა და­ი­კარ­გოს კარ­გი იუ­რის­ტი და მი­ვი­ღოთ ცუდი პო­ლი­ტი­კო­სი. ასე ხში­რად ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. შე­საძ­ლე­ბე­ლია მე ჩემს საქ­მეს კარ­გად ვა­კე­თებ, მაგ­რამ თუ არა მაქვს შე­სა­ბა­მი­სი გან­წყო­ბა, ან არა ვარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სხვა საქ­მეს­თან შე­სა­ჭი­დებ­ლად, შე­იძ­ლე­ბა ვერ მი­ვაღ­წიო სა­სურ­ველ შე­დეგს. ან შე­იძ­ლე­ბა მი­ვაღ­წიო, მაგ­რამ ჯობს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გქონ­დეს წარ­მა­ტე­ბა იმ საქ­მე­ში, რო­მელ­საც ეჭი­დე­ბი. მა­გა­ლი­თად, სპორ­ტსმე­ნი ოლიმ­პი­ა­დის­თვის ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­ზა­დე­ბა და ამ მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია მო­პო­ვე­ბუ­ლი მე­და­ლი. ის ხომ ოთხ წე­ლი­წადს ემ­ზა­დე­ბო­და ამის­თვის და შე­სა­ბა­მი­სი გან­წყო­ბით გა­ვი­და სა­ას­პა­რე­ზოდ. ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა ემო­ცი­უ­რი, იმ­პულ­სუ­რი მო­საზ­რე­ბა გაჩ­ნდეს, მაგ­რამ არ უნდა "ავარ­დე", არ უნდა იფიქ­რო, რომ რად­გან და­გა­ფა­სეს, სხვებ­ში გა­მო­გარ­ჩი­ეს, შენ ამას აუ­ცი­ლებ­ლად შეძ­ლებ.

...

- როცა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ თბი­ლი­სის მე­რო­ბის სა­სურ­ვე­ლი კან­დი­და­ტის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და­ა­სა­ხე­ლა, გაჩ­ნდა ასო­ცი­ა­ცია, რომ ის "დი­მიტ­რი გე­ლო­ვანს" ეძებ­და. ისე გა­მო­ვი­და, რომ ქა­ლაქ­ში "დი­მიტ­რი გე­ლო­ვა­ნი" თე­მურ ჭყო­ნია ყო­ფი­ლა...

- სხვა­თა შო­რის, ჩემი მე­უღ­ლე უს­მენ­და მა­მუ­კას, როცა მე­რო­ბის სა­სურ­ველ კან­დი­დატ­ზე სა­უბ­რობ­და და გად­მო­მი­ლა­პა­რა­კა, მგო­ნი, შენ გგუ­ლის­ხმობს და არ გა­ბე­დოო. სე­რი­ო­ზუ­ლად რომ მი­ვუდ­გეთ ამ სა­კითხს, სა­ქარ­თვე­ლო­დან უცხო­ეთ­ში წა­სუ­ლი ბევ­რი კარ­გი ეკო­ნო­მის­ტი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, გა­მოც­დი­ლი მმარ­თვე­ლი გვყავს. რა­ტომ არ ვთა­ვა­ზობთ მათ მე­რო­ბის კან­დი­და­ტო­ბას? შევ­თა­ვა­ზოთ მათ, ვი­საც უფრო მეტი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ვიდ­რე ჩვენს ამ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში.

თბი­ლისს, ჩემი აზ­რით, უფრო დიდი ფუნ­ქცია აქვს და უნდა ჰქონ­დეს, ვიდ­რე მხო­ლოდ დე­და­ქა­ლა­ქო­ბაა. ის უნდა იყოს დიდი ფი­ნან­სუ­რი ცენ­ტრი კავ­კა­სი­ა­ში, ქა­ლა­ქი, სა­დაც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი იგ­რძნობს, რომ ეს არის ქა­ლა­ქი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა უფრო დიდი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა, ვიდ­რე სხვა­გან. თბი­ლისს ეს ფუნ­ქცია ის­ტო­რი­უ­ლად ჰქონ­და და უნდა და­ვუბ­რუ­ნოთ. თუმ­ცა, ჯერ გა­რე­ცხვა სჭირ­დე­ბა, რად­გან ძა­ლი­ან ჭუ­ჭყი­ა­ნია. იხი­ლეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასად
0

ყოფილი ცეხავიკები დღეს state of the art და know how ტიპებად აღქმული მკვდრადშობილ საზოგადოებაში

ეკატერინე
55

კარგი აზრია, კარგი მერი იქნება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ჩემი მეუღლე უსმენდა მამუკას, როცა მერობის სასურველ კანდიდატზე საუბრობდა და გადმომილაპარაკა, მგონი, შენ გგულისხმობს და არ გაბედოო" - თემურ ჭყონია

"ჩემი მეუღლე უსმენდა მამუკას, როცა მერობის სასურველ კანდიდატზე საუბრობდა და გადმომილაპარაკა, მგონი, შენ გგულისხმობს და არ გაბედოო" - თემურ ჭყონია

ამ ეტაპზე თბილისის ყველაზე ორიგინალური მერობის კანდიდატის შერჩევისას "ლელო საქართველოსთვის" აღმოჩნდა, როცა თქვეს, რომ მერი არ უნდა იყოს არც ერთი პარტიის წარმომადგენელი, მაგრამ იყოს კარგი მეურნე ან დიდი კომპანიის ხელმძღვანელი, რომელსაც მთელი ოპოზიციური სპექტრი დაუდგება გვერდში. მაგისთანა ჩვენს ქალაქში დიმიტრია გელოვანიო, შეუთვალეს "ლელოს" ლიდერს და მანაც, რატომაც არა, მოვძებნითო. იპოვა თუ არა "ლელომ" მერობისთვის "წყნარი, პატიოსანი, თერაპევტი, ოჯახის შვილი", ძნელი სათქმელია, თუმცა მამუკა ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თემურ ჭყონია თბილისის მერობის კარგი კანდიდატი იქნებოდა. "კვირის პალიტრამ" ჩაწერა ინტრევიუ ბატონ თემურთან, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

თემურ ჭყონია, ბიზნესმენი, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" პრეზიდენტი:

- ამ თემაზე სერიოზულად არ მიფიქრია, რადგან მიმაჩნია, რომ კარგი პოლიტიკოსი, კარგი მერი, კარგი პრემიერ-მინისტრი, კარგი მინისტრი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა აწყობდეს, აშენებდეს თავის კარიერას და არ უნდა იყო შემთხვევითი ადამიანი ამ თანამდებობაზე. თუ რაღაცას მიაღწიე ჟურნალისტიკაში, მედიცინაში, ბიზნესში, რაც უნდა დიდი მწვერვალები დაიპყრო, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გაგიჩნდეს პრეტენზია უფრო დიდი რაღაცის მართვის.

რადგან წარმატებას მიაღწიე ერთ სფეროში, ეს არ ნიშნავს, რომ გქონდეს ამბიცია უფრო მეტი გააკეთო აბსოლუტურად სხვა სფეროში, რა თქმა უნდა, თუ ამისთვის არ ემზადებოდი დიდი ხნის განმავლობაში.

ყოველთვის პატივს ვცემ კარიერულ წინსვლას. ხშირად გავიგონებთ, რომ ესა თუ ის ადამიანი სახელმწიფო მოღვაწეა და მართლაც რომ გადახედავ მათ ისტორიას, მთელი ცხოვრება სახელმწიფოს ემსახურებოდნენ, კარიერა პოლიტიკაში მძივივით ააწყვეს და ამისთვის სხვადასხვა ბარიერის გადალახვა უწევდათ. ჩვენთან კი ხშირად ასეთ გადაწყვეტილებებს იმპულსურად იღებენ. მაგალითად, ვიღაც მაგარი იურისტია და უცებ გაუჩნდება ამბიცია გახდეს პოლიტიკოსი. ასეთ დროს კი შეიძლება დაიკარგოს კარგი იურისტი და მივიღოთ ცუდი პოლიტიკოსი. ასე ხშირად ხდება საქართველოში. შესაძლებელია მე ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ, მაგრამ თუ არა მაქვს შესაბამისი განწყობა, ან არა ვარ მომზადებული სხვა საქმესთან შესაჭიდებლად, შეიძლება ვერ მივაღწიო სასურველ შედეგს. ან შეიძლება მივაღწიო, მაგრამ ჯობს გარანტირებული გქონდეს წარმატება იმ საქმეში, რომელსაც ეჭიდები. მაგალითად, სპორტსმენი ოლიმპიადისთვის ოთხი წლის განმავლობაში ემზადება და ამ მუშაობის შედეგია მოპოვებული მედალი. ის ხომ ოთხ წელიწადს ემზადებოდა ამისთვის და შესაბამისი განწყობით გავიდა საასპარეზოდ. ამიტომ შეიძლება ემოციური, იმპულსური მოსაზრება გაჩნდეს, მაგრამ არ უნდა "ავარდე", არ უნდა იფიქრო, რომ რადგან დაგაფასეს, სხვებში გამოგარჩიეს, შენ ამას აუცილებლად შეძლებ.

...

- როცა მამუკა ხაზარაძემ თბილისის მერობის სასურველი კანდიდატის კრიტერიუმები დაასახელა, გაჩნდა ასოციაცია, რომ ის "დიმიტრი გელოვანს" ეძებდა. ისე გამოვიდა, რომ ქალაქში "დიმიტრი გელოვანი" თემურ ჭყონია ყოფილა...

- სხვათა შორის, ჩემი მეუღლე უსმენდა მამუკას, როცა მერობის სასურველ კანდიდატზე საუბრობდა და გადმომილაპარაკა, მგონი, შენ გგულისხმობს და არ გაბედოო. სერიოზულად რომ მივუდგეთ ამ საკითხს, საქართველოდან უცხოეთში წასული ბევრი კარგი ეკონომისტი, წარმატებული ბიზნესმენი, გამოცდილი მმართველი გვყავს. რატომ არ ვთავაზობთ მათ მერობის კანდიდატობას? შევთავაზოთ მათ, ვისაც უფრო მეტი საერთაშორისო გამოცდილება აქვს, ვიდრე ჩვენს ამ პატარა ქვეყანაში.

თბილისს, ჩემი აზრით, უფრო დიდი ფუნქცია აქვს და უნდა ჰქონდეს, ვიდრე მხოლოდ დედაქალაქობაა. ის უნდა იყოს დიდი ფინანსური ცენტრი კავკასიაში, ქალაქი, სადაც ყველა ადამიანი იგრძნობს, რომ ეს არის ქალაქი, სადაც შეიძლება უფრო დიდი წარმატების მიღწევა, ვიდრე სხვაგან. თბილისს ეს ფუნქცია ისტორიულად ჰქონდა და უნდა დავუბრუნოთ. თუმცა, ჯერ გარეცხვა სჭირდება, რადგან ძალიან ჭუჭყიანია. იხილეთ სრულად

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

საქართველოს ვლადიმერ ზელენკი და მაია სანდუ ეწვევიან - პრეზიდენტებთან შეხვედრას ბათუმში შარლ მიშელი გამართავს

ზურა მახარაძის პირველი კომენტარი გამოკითხვის შემდეგ