ავტორი:

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის მეტროსთან კარვები გაშალეს

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის მეტროსთან კარვები გაშალეს

"ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებისა" და პარტია "ქართული იდეის" წარმომადგენლებმა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები გაშალეს.

აქციის მონაწილეები "თბილისი პრაიდის" ჩატარებას ეწინააღმდეგებიან და მის გაუქმებას მოითხოვენ. ისინი ადგილზე დარჩენას მთელი ღამის განმავლობაში გეგმავენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი "თბილისი პრაიდის" ჩატარებას არ დაუშვებენ და ყველანაირი გზით შეეცდებიან მის ჩაშლას.

შეგახსენებთ, “თბილისი პრაიდის” კვირეული 1-ელ ივლისს გაიხსნა, 5 ივლისს კი "თბილისი პრაიდი" "ღირსების მარშს" გამართავს. "ღირსების მარშის" სლოგანი "გამოდი სოლიდარობისთვის" იქნება.

"მივმართავ შსს-ს, დაუყოვნებლივ მოახდინონ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე" - სახალხო დამცველი

"ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები "ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

"ღირსების მარში“ დღეს არ შედგება - რა განცხადებას ავრცელებს "თბილისი პრაიდი"