გასული 24 საათის კოვიდსტატისტიკა ჯერ არ განახლებულა. ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე, სადაც კორონავირუსის ყოველდღიური სტატისტიკა ქვეყნდება, კვლავ შეფერხებაა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება მონაცემები.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე - booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა.
ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს.