"ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებისა" და პარტია "ქართული იდეის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების გაშლას გეგმავენ.
ისინი 6 ივლისს "თბილისი პრაიდის" ჩატარებას აპროტესტებენ და ადგილზე დარჩენას მთელი ღამის განმავლობაში გეგმავენ.
"ჩვენ დღეს ყოველი შემთხვევისთვის ვშლით კარვებს, სიმბოლურად ალბათ 2-3 კარავს, რამდენი ადამიანიც მოვა, ღამეს გავათენებთ. მოგეხსენებათ,მათ საღამოს, 18:00 საათზე დაანონსეს ბილწი ლგბტ მსვლელობა, ჩვენ გვინდა, რომ აქ დავდგეთ. ხვალ, 10:00 სთ-ზე ველოდებით ლევან ვასაძის ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც შემოგვიერთდებიან და "ქართული იდეის" წარმომადგენლებს, ასევე სხვადასხვა ხალხს",-განაცხადა "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" წარმომადგენელმა, გურამ ფალავანდიშვილმა.
მისი თქმით, ხვალინდელ აქციაზე დაპირისპირება და მსხვერპლია მოსალოდნელი.
როგორც ფალავანდიშვილი აცხადებს, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხვალ "თბილისი პრაიდი" არ ჩატარდეს.
გურამ ფალავანდიშვილი ხვალინდელი დღისთვის უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
შეგახსენებთ, რომ “თბილისი პრაიდის” კვირეული 1-ელ ივლისს გაიხსნა, 5 ივლისს კი „თბილისი პრაიდი" „ღირსების მარშს" გამართავს. "ღირსების მარშის" სლოგანი "გამოდი სოლიდარობისთვის" იქნება.