"შსს-მ უნდა დაიცვას ქვეყნის თითოეული მოქალაქე", - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ხვალ დაგეგმილ "ღირსების მარშს“.
კელი დეგნანი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პოლიცია რთულ დავალებას თავს გაართმევს.
"საქართველოს კონსტიტუცია იცავს მისი თითოეული მოქალაქის უფლებებს. მათ შორის არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ისევე როგორც ამას აშშ-ის კონსტიტუცია იცავს. მაშინც კი, როდესაც ეს არაპოპულარული ნაბიჯია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიცვას ქვეყნის თითოეული მოქალაქე. ეს ძალიან რთული დავალებაა, თუმცა დარწმუნებული ვარ საქართველოს პოლიცია ამას თავს კარგად გაართმევს და ხვალ მარში მშვიდობიანად ჩატარდება“, - აცხადებს ელჩი.
მისი თქმით, ისინი, ვისაც სურს მარშს ხელი ძალადობითა და სიძულვილით შეუშალოს, საქართველოს კონსტიტუციას არღვევენ.
"ისინი, ვისაც სურთ, რომ ხელი შეუშალონ მშვიდობიან მსვლელობას ძალადობით და ზიზღით, არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, საზოგადოების წევრებმა გამოავლინონ შემწყნარებლობა, თანაგრძნობა და პატივისცემა და საშუალება მისცენ პოლიციას, რომ მათ უზრუნველყონ ადამიანების უფლებების დაცვა“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
რა საცოდავი ერი დავრჩით.ყველა ჩვენ გვიქნევს თითს.სად დაიკარგა ქართველებო ჩვენი ვაჟკაცობა.რატო ვათელვინებთ ქვეყანას მასონებს.ნუთუ ვაჟკაცობის ნამცეციც აღარ დარჩა ჩვენში.ვინ არი ეგ ქალი რომ ჩვენ გვასწავლოს კონსტიტუცია და თითი დაგვიქნიოს,ნუთუ აღარ უნდა გავიღვიძოთ? და დავიბრუნოთ ის რაც ქართულია.ნუთუ აგენმა უნდა გაქვთელოს. გ ა მ ო ფ ხ ი ზ ლ დ ი თ.
მაშინ არ ირღვევა კონსტიტუცია უმრავლესობის მოთხოვნებს რომ უგულებელყობთ?