სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრაგედია როსტოვში: ავტომობილში გარდაცვლილი ბავშვები იპოვეს - სიკვდილის მიზეზად ჰაერის მაღალი ტემპერატურა სახელდება
ტრაგედია როსტოვში: ავტომობილში გარდაცვლილი ბავშვები იპოვეს - სიკვდილის მიზეზად ჰაერის მაღალი ტემპერატურა სახელდება

როს­ტოვ­ში, კა­მენ­სკის მხა­რე­ში, ორი ბავ­შვი ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ინრ­ნეტ­გა­მო­ცე­მა rbc.ru ავ­რცე­ლებს. 2 და 4 წლის გო­გო­ნე­ბი ძმას ეთა­მა­შე­ბოდ­ნენ, რა დრო­საც იქვე გა­ჩე­რე­ბულ მან­ქა­ნა­ში გა­დაძ­ვრნენ. "გო­გო­ნე­ბის დე­დამ ისი­ნი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ მო­ი­ძია და რომ ვე­ღარ ნახა, პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გო­გო­ნე­ბი იქვე და­პარ­კინ­გე­ბულ მან­ქა­ნა­ში იპო­ვეს, ორი­ვე მათ­გა­ნი სი­ცხის­გან იყო გა­გუ­დუ­ლი. მცი­რე­წლოვ­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად მა­ღა­ლი ატ­მოს­ფე­რუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა სა­ხელ­დე­ბა", - წერს გა­მო­ცე­მა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მომ­ხდარს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ ბავ­შვის დე­დას სტუმ­რე­ბი ჰყავ­და და პა­ტა­რე­ბი ეზო­ში უმეთ­ვალ­ყუ­რე­ოდ, ასა­კით პა­ტა­რა ძმას­თან ერ­თად გა­უშ­ვა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, დე­დას ჩა­ე­ძი­ნა და შვი­ლე­ბის გა­რეთ ყოფ­ნა გა­მორ­ჩა. სხვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მას სტუმ­რე­ბი ჰყავ­და, გა­ერ­თნენ და ბავ­შვე­ბი გა­რეთ, უფ­რო­სე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გა­რე­შე დარ­ჩნენ.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ მე­ზობ­ლებ­მა სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს არა­ერ­თხელ და­უ­რე­კეს და მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბავ­შვე­ბი შე­სა­ბა­მის გა­რე­მო­ში არ იზ­რდე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ მათი მამა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეა და სა­ხელ­მწი­ფომ ან­გა­რი­ში გა­უ­წია.

"მე­ზობ­ლებ­მა არა­ერ­თხელ ურ­ჩი­ეს ბავ­შვე­ბის შინ შეყ­ვა­ნა, რად­გან ასეთ მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ში პა­ტა­რე­ბის ეზო­ში ყოფ­ნა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ იყო, მაგ­რამ ქალ­მა უპა­სუ­ხა, რომ თა­ვი­სი საქ­მის თვი­თო­ნაც იცო­და და პა­ტა­რა გო­გო­ნე­ბი 8 წლის ძმას გა­ა­ყო­ლა. ბავ­შვე­ბის მამა სამ­ხედ­რო პი­რია და მივ­ლი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, თო­რემ შვი­ლებს ასე არ და­ტო­ვებ­და", - წერს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი, ნა­ტა­ლია სარ­ბო­ვა.

"მეს­მის, როიმ დედა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, მაგ­რამ მინ­და მათ ვუ­პა­სუ­ხო ვინც წერს, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა მშო­ბელს და­ე­მარ­თოს. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი არ მო­უ­კი­თხავს, ამ პა­პა­ნა­ქე­ბა­ში. სახ­ლთან ახ­ლოს არი­ან და რა უჭირ­სო, ფიქ­რობ­და ალ­ბათ, 8 წლის ბი­ჭის იმე­დად ჰყავ­და. ვი­ღა­ცის გა­ჩე­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნის სა­ლონ­ში შემ­ძვრა­ლან და უკან ვე­ღარ გად­მო­ვიდ­ნენ, ექი­მე­ბი და ექ­სპრრ­ტი­ზის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ სი­ცხის­გან გა­ი­გუ­დნენ სა­ცო­და­ვი ბავ­შვე­ბი.

უწ­ვა­ლი­ათ, მაგ­რამ ვერც ფან­ჯა­რა ჩა­მოს­წი­ეს და ვერც კარი გა­ა­ღეს. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი უწ­ვა­ლი­ათ და უა­ჰე­რო­ბის­გან გა­უ­გუ­დნენ", - წერს ეკა­ტე­რი­ნა ბალ­ბა­რო­ვა.

"რო­გორც ირ­კვე­ვა, და-ძმა და­მა­ლო­ბა­ნას თა­მა­შობ­და და პა­ტა­რა გო­გო­ნე­ბი მას მან­ქა­ნა­ში ემა­ლე­ბოდ­ნენ და მან­ქა­ნა­ში შეძ­რო­მა მო­ი­ფიქ­რეს. ძმამ ეძე­ბა და ვერ იპო­ვა. ამის შემ­დეგ და­უ­ძა­ხა დე­დას. არა­ვინ იცის, რამ­დენ ხანს ეძებ­და 8 წლის ბიჭი და არც ის ვი­ცით, რო­დის გა­მო­ხე­და დე­დამ. უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია მოხ­და, ძა­ლი­ან შე­მე­ცო­და დე­და­მი­სი, ცო­ცხალ-მკვდა­რი იყო", - წერს სერ­გეი ვე­რე­მე­ინ­კო.

"დე­დაც და­ა­კა­ვეს, რაც ზო­გი­ერ­თმა გა­აპ­რო­ტეს­ტა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ცო­დოა, ერთ წუთ­ში თავ­ზე და­ენგრა ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ გარ­შე­მო ყვე­ლას მი­უ­ცია შე­ნიშ­ვნა, ყუ­რა­დღე­ბით მო­პყრო­ბო­და ბავ­შვებს და არა­ვის და­უ­ჯე­რა... ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბი­ან ბავ­შვე­ბი, მა­მაც და დედა ყვე­ლა­ზე ბო­ლოს..." - აღ­ნიშ­ნავს ალექ­სან­დრ გუ­ბა­ნი.

ცნო­ბის­თვის, რუ­სუ­ლი მე­დია არ ავ­რცე­ლებს ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას დე­დის, ან რო­მე­ლი­მე სხვა პი­რის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ტრაგედია როსტოვში: ავტომობილში გარდაცვლილი ბავშვები იპოვეს - სიკვდილის მიზეზად ჰაერის მაღალი ტემპერატურა სახელდება

ტრაგედია როსტოვში: ავტომობილში გარდაცვლილი ბავშვები იპოვეს - სიკვდილის მიზეზად ჰაერის მაღალი ტემპერატურა სახელდება

როსტოვში, კამენსკის მხარეში, ორი ბავშვი ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო გარდაიცვალა. ინფორმაციას ინრნეტგამოცემა rbc.ru ავრცელებს. 2 და 4 წლის გოგონები ძმას ეთამაშებოდნენ, რა დროსაც იქვე გაჩერებულ მანქანაში გადაძვრნენ. "გოგონების დედამ ისინი რამდენიმე საათის შემდეგ მოიძია და რომ ვეღარ ნახა, პოლიციაში დარეკა.

სამართალდამცველებმა გოგონები იქვე დაპარკინგებულ მანქანაში იპოვეს, ორივე მათგანი სიცხისგან იყო გაგუდული. მცირეწლოვნების გარდაცვალების მიზეზად მაღალი ატმოსფერული ტემპერატურა სახელდება", - წერს გამოცემა.

ადგილობრივები მომხდარს ეხმაურებიან და სოციალურ ქსელში წერენ, რომ ბავშვის დედას სტუმრები ჰყავდა და პატარები ეზოში უმეთვალყურეოდ, ასაკით პატარა ძმასთან ერთად გაუშვა. ერთ-ერთი ვერსიით, დედას ჩაეძინა და შვილების გარეთ ყოფნა გამორჩა. სხვები ამბობენ, რომ მას სტუმრები ჰყავდა, გაერთნენ და ბავშვები გარეთ, უფროსების მეთვალყურეობის გარეშე დარჩნენ.

ადგილობრივები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მეზობლებმა სოციალურ სამსახურს არაერთხელ დაურეკეს და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ბავშვები შესაბამის გარემოში არ იზრდებოდნენ, მაგრამ მათი მამა სამხედრო მოსამსახურეა და სახელმწიფომ ანგარიში გაუწია.

"მეზობლებმა არაერთხელ ურჩიეს ბავშვების შინ შეყვანა, რადგან ასეთ მაღალ ტემპერატურაში პატარების ეზოში ყოფნა რეკომენდებული არ იყო, მაგრამ ქალმა უპასუხა, რომ თავისი საქმის თვითონაც იცოდა და პატარა გოგონები 8 წლის ძმას გააყოლა. ბავშვების მამა სამხედრო პირია და მივლინებაში იმყოფება, თორემ შვილებს ასე არ დატოვებდა", - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი, ნატალია სარბოვა.

"მესმის, როიმ დედა უმძიმეს მდგომარეობაშია, მაგრამ მინდა მათ ვუპასუხო ვინც წერს, რომ ეს შეიძლება ყველა მშობელს დაემართოს. რამდენიმე საათი არ მოუკითხავს, ამ პაპანაქებაში. სახლთან ახლოს არიან და რა უჭირსო, ფიქრობდა ალბათ, 8 წლის ბიჭის იმედად ჰყავდა. ვიღაცის გაჩერებული მანქანის სალონში შემძვრალან და უკან ვეღარ გადმოვიდნენ, ექიმები და ექსპრრტიზის თანამშრომლები ამბობდნენ, რომ სიცხისგან გაიგუდნენ საცოდავი ბავშვები.

უწვალიათ, მაგრამ ვერც ფანჯარა ჩამოსწიეს და ვერც კარი გააღეს. რამდენიმე საათი უწვალიათ და უაჰერობისგან გაუგუდნენ", - წერს ეკატერინა ბალბაროვა.

"როგორც ირკვევა, და-ძმა დამალობანას თამაშობდა და პატარა გოგონები მას მანქანაში ემალებოდნენ და მანქანაში შეძრომა მოიფიქრეს. ძმამ ეძება და ვერ იპოვა. ამის შემდეგ დაუძახა დედას. არავინ იცის, რამდენ ხანს ეძებდა 8 წლის ბიჭი და არც ის ვიცით, როდის გამოხედა დედამ. უმძიმესი ტრაგედია მოხდა, ძალიან შემეცოდა დედამისი, ცოცხალ-მკვდარი იყო", - წერს სერგეი ვერემეინკო.

"დედაც დააკავეს, რაც ზოგიერთმა გააპროტესტა. რასაკვირველია, ცოდოა, ერთ წუთში თავზე დაენგრა ყველაფერი, მაგრამ გარშემო ყველას მიუცია შენიშვნა, ყურადღებით მოპყრობოდა ბავშვებს და არავის დაუჯერა... ძალიან მეცოდებიან ბავშვები, მამაც და დედა ყველაზე ბოლოს..." - აღნიშნავს ალექსანდრ გუბანი.

ცნობისთვის, რუსული მედია არ ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას დედის, ან რომელიმე სხვა პირის დაკავების შესახებ, თუმცა ცნობილია, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფა ფილიპინებში - მაშველებმა 31 ცხედარი იპოვეს

ძლიერი წვიმა და მეწყერი იაპონიაში - გარდაცვლილია 2 ადამიანი, 20-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება

კვიპროსი საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვს - "მსგავსი რაოდენობისა და სიძლიერის ხანძრები აქამდე არასოდეს ყოფილა"