სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანულმა იაფმა ავიაკომპანიამ Eurowings საქართველოდან ფრენა დაიწყო - როგორია რეისების განრიგი
გერმანულმა იაფმა ავიაკომპანიამ Eurowings საქართველოდან ფრენა დაიწყო - როგორია რეისების განრიგი

გერ­მა­ნულ­მა და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ან­მა ავი­ა­კომ­პა­ნია Eurowings-მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპე­რი­რე­ბა და­ი­წყო. ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, Eurowings-ი დი­უ­სელ­დორფსა და თბი­ლისს შო­რის, 4 ივ­ლი­სი­დან ოპე­რი­რე­ბას კვი­რა­ში ორი სიხ­ში­რით მო­ახ­დენს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფრე­ნე­ბი ყო­ველ ოთხშა­ბათ­სა და კვი­რას, AIRBUS A320 ტი­პის სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დით შეს­რულ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს არის გერ­მა­ნი­ის მე­სა­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში სრულ­დე­ბა. აქამ­დე ფრე­ნე­ბი სრულ­დე­ბო­და ბერ­ლი­ნი­სა და მი­უნ­ხე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით.

რო­გორც ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტო­დან მი­მარ­თუ­ლე­ბებს და­ე­მა­ტე­ბა ასე­ვე ფრან­კფურ­ტი.

თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში დღეს­დღე­ო­ბით 31 ავი­ა­კომ­პა­ნია ოპე­რი­რებს 34 მი­მარ­თუ­ლე­ბით.

„ევ­რო­პის და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ავი­ა­კომ­პა­ნია Eurowings - თან, რო­მე­ლიც „ლუფ­თჰან­ზას ჯგუ­ფის" წევ­რი ავი­ა­კომ­პა­ნი­აა, მო­ლა­პა­რა­კე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე ჩა­მო­საყ­ვა­ნად და­ი­წყო ჯერ კი­დევ პან­დე­მი­ამ­დე, მაგ­რამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ფრე­ნე­ბის შე­სა­ხებ კომ­პა­ნი­ამ მი­ი­ღო პან­დე­მი­ის დროს - ეს არის ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი გზავ­ნი­ლი, რომ ჩვე­ნი ტუ­რის­ტუ­ლი ინ­დუსტრია მა­ღა­ლი ტემ­პე­ბით აღ­დგე­ბა და ავი­ა­ცი­აც კვლავ რე­კორ­დულ ნიშ­ნუ­ლებ­ზე იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ნა­თია თურ­ნა­ვამ.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე­ვან­დე­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მი­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში, ჯა­მუ­რად, 2019 წელს არ­სე­ბუ­ლი ფრე­ნე­ბის სიხ­ში­რე­ე­ბი­სა და მგზავ­რთა რა­ო­დე­ნო­ბის 70 პრო­ცენ­ტი მიღ­წე­უ­ლია. მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბით, კარ­გად მიმ­დი­ნა­რე­ობს ტუ­რიზ­მის აღ­დგე­ნა და ეს არის ძა­ლი­ან დიდი შე­ნა­ტა­ნი ჩვენს ეკო­ნო­მი­კა­ში.

„რაც შე­ე­ხე­ბა Eurowings - ის პირ­ველ რე­ისს, ის არის პრაქ­ტი­კუ­ლად სრუ­ლად დატ­ვირ­თუ­ლი 172 მგზავ­რით. ეს არის ის ავი­ა­კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ემ­სა­ხუ­რე­ბა ახალ­გაზ­რდა ტუ­რის­ტებს გერ­მა­ნი­ი­დან, რომ­ლე­ბიც ჩა­მო­დი­ან, რომ გა­ეც­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­თავ­გა­და­სავ­ლო ტუ­რის­ტულ ობი­ექ­ტებს. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ სხვა ახა­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბიც დაგ­ვე­მა­ტოს", - აღ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა.

ნა­თია თურ­ნა­ვამ ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა იმ ფაქტს, რომ ეს და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტუ­რი ავი­ა­კომ­პა­ნია საკ­მა­ოდ მიმ­ზიდ­ვე­ლი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც გერ­მა­ნი­ა­ში დაფ­რი­ნა­ვენ სა­მუ­შა­ოდ, სამ­კურ­ნა­ლოდ ან უბ­რა­ლოდ ტუ­რის­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის.

უწყე­ბის ცნო­ბით, კომ­პა­ნი­ის მიერ დი­უ­სელ­დორ­ფი­დან შეს­რუ­ლე­ბულ პირ­ველ ავი­ა­რე­ისს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი ნა­თია თურ­ნა­ვა, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლი, გერ­მა­ნი­ის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰუ­ბერტ ქნირ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დი­რექ­ტო­რი თა­მარ არ­ჩუ­ა­ძე, „ლუფ­თჰან­ზა ჯგუ­ფის" რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი რენე კო­ინ­ცა­კი, Eurowings - ის სა­ა­ვი­ა­ციო ბიზ­ნეს­გან­ვი­თა­რე­ბის მე­ნე­ჯე­რი ივან ორე­კი და „ტავ ჯორ­ჯი­ას" გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი თეა ზა­ქა­რა­ძე დახ­ვდნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

გერმანულმა იაფმა ავიაკომპანიამ Eurowings საქართველოდან ფრენა დაიწყო - როგორია რეისების განრიგი

გერმანულმა იაფმა ავიაკომპანიამ Eurowings საქართველოდან ფრენა დაიწყო - როგორია რეისების განრიგი

გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, Eurowings-ი დიუსელდორფსა და თბილისს შორის, 4 ივლისიდან ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით მოახდენს.

უწყების ინფორმაციით, ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ ეს არის გერმანიის მესამე მიმართულება, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულდება. აქამდე ფრენები სრულდებოდა ბერლინისა და მიუნხენის მიმართულებებით.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, მიმდინარე წლის აგვისტოდან მიმართულებებს დაემატება ასევე ფრანკფურტი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღესდღეობით 31 ავიაკომპანია ოპერირებს 34 მიმართულებით.

„ევროპის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings - თან, რომელიც „ლუფთჰანზას ჯგუფის" წევრი ავიაკომპანიაა, მოლაპარაკება საქართველოს ბაზარზე ჩამოსაყვანად დაიწყო ჯერ კიდევ პანდემიამდე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება ფრენების შესახებ კომპანიამ მიიღო პანდემიის დროს - ეს არის ჩვენთვის ძალიან ძლიერი გზავნილი, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია მაღალი ტემპებით აღდგება და ავიაციაც კვლავ რეკორდულ ნიშნულებზე იქნება", - განაცხადა ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისი ინფორმაციით, დღევანდელი მაჩვენებლებით, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში, ჯამურად, 2019 წელს არსებული ფრენების სიხშირეებისა და მგზავრთა რაოდენობის 70 პროცენტი მიღწეულია. მინისტრის შეფასებით, კარგად მიმდინარეობს ტურიზმის აღდგენა და ეს არის ძალიან დიდი შენატანი ჩვენს ეკონომიკაში.

„რაც შეეხება Eurowings - ის პირველ რეისს, ის არის პრაქტიკულად სრულად დატვირთული 172 მგზავრით. ეს არის ის ავიაკომპანია, რომელიც, ტრადიციულად, ემსახურება ახალგაზრდა ტურისტებს გერმანიიდან, რომლებიც ჩამოდიან, რომ გაეცნონ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს, განსაკუთრებით სათავგადასავლო ტურისტულ ობიექტებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სხვა ახალი ავიაკომპანიებიც დაგვემატოს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საკმაოდ მიმზიდველი და ხელმისაწვდომი იქნება ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც გერმანიაში დაფრინავენ სამუშაოდ, სამკურნალოდ ან უბრალოდ ტურისტული მიზნებისთვის.

უწყების ცნობით, კომპანიის მიერ დიუსელდორფიდან შესრულებულ პირველ ავიარეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე, „ლუფთჰანზა ჯგუფის" რეგიონალური მენეჯერი რენე კოინცაკი, Eurowings - ის საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ივან ორეკი და „ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე დახვდნენ.

როგორია საქართველოში შემოსვლის წესები? - ქვეყნები, საიდანაც მოქალაქეები კოვიდვაქცინის გარეშე შეძლებენ ვიზიტს

"ერთი კილოგრამის ფასი 1,5-დან 9 დოლარამდე გაიზარდა" - როგორ შეიცვალა ტარიფები ამანათებზე

ევროკავშირმა კოვიდ-უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა - ვინ იმოგზაურებს ევროპაში თავისუფლად