საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე გრიგოლი "პრაიდზე" - "არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს, ვიღაცას მე არ მოვწონვარ და როგორ მოვიქცეთ?"
მეუფე გრიგოლი "პრაიდზე" - "არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს, ვიღაცას მე არ მოვწონვარ და როგორ მოვიქცეთ?"

ეკ­ლე­სია სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ფუნ­ქცი­ას თავ­ზე ვერ აი­ღებს, - ამის შე­სა­ხებ ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე გრი­გოლ­მა „თბი­ლი­სი პრა­იდ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ეკ­ლე­სი­ის ფუნ­ქცია არ არის იმის გა­და­წყვე­ტა, „თბი­ლი­სი პრა­ი­დი“ გა­ი­მარ­თოს თუ არა.

“სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი, რა­საც ისი­ნი სჩა­დი­ან. სა­ხელ­მწი­ფო იმის­თვის არის, რომ პა­სუ­ხი მოს­თხო­ვოს ადა­მი­ა­ნებს, ვინც კა­ნო­ნის ფარ­გლებს გა­და­ვა. იგი­ვეს გე­ტყვით, რაც მით­ქვამს - ეკ­ლე­სია სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ფუნ­ქცი­ას თავ­ზე ვერ აი­ღებს, სამ­წუ­ხა­როდ მოხ­და ისე, არ ვიცი შემ­თხვე­ვით თუ გან­გებ, რომ ეკ­ლე­სია აღ­მოჩ­ნდა სწო­რედ ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ის ფუნ­ქცია, რაც სა­ხელ­მწი­ფომ უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, ანუ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, რაც ნე­ბა­დარ­თუ­ლია, რაც ნე­ბა­დარ­თუ­ლი არ არის, გა­ა­კონ­ტრო­ლოს და კა­ნო­ნი აღას­რუ­ლოს, რა­ტომ­ღაც ეკ­ლე­სი­ის გა­და­სა­წყვე­ტი გახ­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში ეკ­ლე­სია არ არის ამ ფუნ­ქცი­ით დატ­ვირ­თუ­ლი. ეკ­ლე­სი­ის მი­სია არის და­ა­მოწ­მოს ქრის­ტეს, მა­ცხოვ­რის მსხვერ­პლშე­წირ­ვი­თი ღვაწ­ლი, მო­მა­ვა­ლი სა­სუ­ფევ­ლის შე­სა­ხებ უქა­და­გოს ადა­მი­ა­ნებს და მის­ცეს მა­გა­ლი­თი სი­ტყვით, საქ­მით. ჩვენს ხელ­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ია­რა­ღია-სი­ტყვა“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე გრი­გოლ­მა.

მისი შე­ფა­სე­ბით, უნდა ჩა­ტარ­დეს თუ არა „პრა­ი­დის“ კვი­რე­უ­ლი, ეს არა სამ­ღვდე­ლო­ე­ბის, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­სა­წყვე­ტია.

„დღე­ვან­დე­ლი პრობ­ლე­მა რა არის, თქვენ მღვდელმთა­ვარს ეკი­თხე­ბით, უნდა მი­ე­ცეთ თუ არა უფ­ლე­ბა, ეს სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­სა­წყვე­ტია. მე ერთი კაცი გე­ტყვით, რომ არ მომ­წონს, მაგ­რამ ჩემი არ­მო­წო­ნე­ბა არა­ფერს ნიშ­ნავს. ვი­ღა­ცას მე არ მოვ­წონ­ვარ და ახლა რა ვქნათ, რო­გორ მო­ვიქ­ცეთ?! არის რა­ღაც ნაკ­ლე­ბად და მე­ტად მი­უ­ღე­ბე­ლი. ის, რაც კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში ექ­ცე­ვა, სა­ხელ­მწი­ფომ უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლოს“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე გრი­გოლ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, „თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ სა­კი­თხზე სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­თან ჰქონ­და თუ არა სა­პატ­რი­არ­ქოს კო­მუ­ნი­კა­ცია, მან უპა­სუ­ხა, რომ უც­ნო­ბია, ვინ დგას სა­პატ­რი­არ­ქოს ბოლო გან­ცხა­დე­ბე­ბის უკან.

„ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით სა­ერ­თოდ სა­უბ­რობს წმინ­და სი­ნო­დი. ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბე­ბის უკან უშუ­ა­ლოდ პატ­რი­არ­ქი დგას, მღვდელმთა­ვარ­თა რა­ი­მე ჯგუ­ფი, თუ რო­მე­ლი­მე სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ვერ გე­ტყვით, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე გრი­გოლ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ “თბი­ლი­სი პრა­ი­დის” კვი­რე­უ­ლი 1-ელ ივ­ლისს გა­იხ­სნა, 5 ივ­ლისს კი „თბი­ლი­სი პრა­ი­დი" „ღირ­სე­ბის მარშს" გა­მარ­თავს. "ღირ­სე­ბის მარ­შის" სლო­გა­ნი "გა­მო­დი სო­ლი­და­რო­ბის­თვის" იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

ეს მეუფე ისე ლაპარაკობს, თითქოს ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს. უკვე დაკანონდა დე ეგაა ეს უმსგავსოება, ამას მთავრობა თავისი ნებით თუ ძალდატანებით, აკეთებს უკვე და ხმა არ უნდა ამოიღოს ერმა და ბერმა ამაზე?! და ის გვიშველის ვიძახოთ არაა ეს ჩვენი კომპეტენციაო?! 

NN
42

უფალო! მადლობა, რომ ქართულ ეკლესიაში კიდევ არსებობენ გონიერი და ლოგიკური ადამიანები! მადლობა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

მეუფე გრიგოლი "პრაიდზე" - "არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს, ვიღაცას მე არ მოვწონვარ და როგორ მოვიქცეთ?"

მეუფე გრიგოლი "პრაიდზე" - "არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს, ვიღაცას მე არ მოვწონვარ და როგორ მოვიქცეთ?"

ეკლესია სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციას თავზე ვერ აიღებს, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეკლესიის ფუნქცია არ არის იმის გადაწყვეტა, „თბილისი პრაიდი“ გაიმართოს თუ არა.

“საერთოდ, ადამიანები არიან ყველაფერზე პასუხისმგებლები, რასაც ისინი სჩადიან. სახელმწიფო იმისთვის არის, რომ პასუხი მოსთხოვოს ადამიანებს, ვინც კანონის ფარგლებს გადავა. იგივეს გეტყვით, რაც მითქვამს - ეკლესია სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციას თავზე ვერ აიღებს, სამწუხაროდ მოხდა ისე, არ ვიცი შემთხვევით თუ განგებ, რომ ეკლესია აღმოჩნდა სწორედ ამ მოცემულობაში, როდესაც ის ფუნქცია, რაც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, ანუ კანონის მიხედვით, რაც ნებადართულია, რაც ნებადართული არ არის, გააკონტროლოს და კანონი აღასრულოს, რატომღაც ეკლესიის გადასაწყვეტი გახდა, სინამდვილეში ეკლესია არ არის ამ ფუნქციით დატვირთული. ეკლესიის მისია არის დაამოწმოს ქრისტეს, მაცხოვრის მსხვერპლშეწირვითი ღვაწლი, მომავალი სასუფევლის შესახებ უქადაგოს ადამიანებს და მისცეს მაგალითი სიტყვით, საქმით. ჩვენს ხელში ყველაზე ძლიერი იარაღია-სიტყვა“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მისი შეფასებით, უნდა ჩატარდეს თუ არა „პრაიდის“ კვირეული, ეს არა სამღვდელოების, არამედ სახელმწიფოს გადასაწყვეტია.

„დღევანდელი პრობლემა რა არის, თქვენ მღვდელმთავარს ეკითხებით, უნდა მიეცეთ თუ არა უფლება, ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია. მე ერთი კაცი გეტყვით, რომ არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს. ვიღაცას მე არ მოვწონვარ და ახლა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?! არის რაღაც ნაკლებად და მეტად მიუღებელი. ის, რაც კანონის ფარგლებში ექცევა, სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

რაც შეეხება კითხვას, „თბილისი პრაიდის“ საკითხზე სახელმწიფო უწყებებთან ჰქონდა თუ არა საპატრიარქოს კომუნიკაცია, მან უპასუხა, რომ უცნობია, ვინ დგას საპატრიარქოს ბოლო განცხადებების უკან.

„ეკლესიის სახელით საერთოდ საუბრობს წმინდა სინოდი. ამ შემთხვევაში, საპატრიარქოს განცხადებების უკან უშუალოდ პატრიარქი დგას, მღვდელმთავართა რაიმე ჯგუფი, თუ რომელიმე სამოქალაქო საზოგადოება, ვერ გეტყვით, წარმოდგენა არ მაქვს“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

შეგახსენებთ, რომ “თბილისი პრაიდის” კვირეული 1-ელ ივლისს გაიხსნა, 5 ივლისს კი „თბილისი პრაიდი" „ღირსების მარშს" გამართავს. "ღირსების მარშის" სლოგანი "გამოდი სოლიდარობისთვის" იქნება.