საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაიწვა 4 ჰექტარი ტყის საფარი - ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი ჩააქრეს
დაიწვა 4 ჰექტარი ტყის საფარი - ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი ჩააქრეს

ვაშ­ლო­ვა­ნის და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძა­რი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის, ად­გილ­ზე ღია ცე­ცხლის კერა აღარ შე­ი­ნიშ­ნე­ბა და ხან­ძა­რი უკვე სრუ­ლად ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­იწ­ვა 4 ჰექ­ტა­რი ტყის ქვე­და სა­ფა­რი და მო­ტე­ხი­ლი ხის ტო­ტე­ბი. და­შა­ვე­ბუ­ლი არა­ვინ არ არის.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ "112"-ში შე­მო­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია რომ, ვაშ­ლო­ვა­ნის და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და ღია ცე­ცხლი და სა­ჭი­რო იყო მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა.

შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბა უმოკ­ლეს დრო­ში მო­ახ­დი­ნა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­მა. სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი დრო­უ­ლად გა­მო­ცხად­დნენ ად­გილ­ზე და და­ი­წყეს ხან­ძრის ქრო­ბის აქ­ტი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მო­რე­ა­გი­რე ჯგუ­ფე­ბის გად­მო­ცე­მით, ხან­ძა­რი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო ფოთ­ლო­ვა­ნი ტყის ქვე­და სა­ფარ­ზე, წაქ­ცე­ულ ხე­ებ­სა და კუნ­ძებ­ზე.

რთუ­ლი რე­ლი­ე­ფის გამო, ხან­ძრის კე­რებ­თან ვერ ხერ­ხდე­ბო­და სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ტექ­ნი­კის მიყ­ვა­ნა, შე­სა­ბა­მი­სად, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებს უწევ­დათ ქრო­ბის პრო­ცე­სის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით წარ­მარ­თვა. მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად, ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყეს და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს რე­ინ­ჯე­რებ­მაც. რთუ­ლი რე­ლი­ე­ფი­სა, და მი­უდ­გო­მელ ად­გი­ლებ­ში ხან­ძრის დრო­უ­ლად ჩა­საქ­რო­ბად, გა­და­წყდა პრო­ცეს­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზაღ­ვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნე­ბის ჩარ­თვა. გუ­შინ ხან­ძრის სა­ლო­კა­ლი­ზა­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ორი ვერ­ტმფრე­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, დღეს კი, სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ერთი ვერ­ტმფრე­ნი იყო ჩარ­თუ­ლი. სამ­სა­ხუ­რე­ბი­ის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, ამ დრო­ის­თვის, ად­გილ­ზე ღია ცე­ცხლის კერა აღარ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ხან­ძა­რი უკვე სრუ­ლად ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია.

და­იწ­ვა 4 ჰექ­ტა­რი ტყის ქვე­და სა­ფა­რი და მო­ტე­ხი­ლი ხის ტო­ტე­ბი. და­შა­ვე­ბუ­ლი არა­ვინ არ არის.

ხან­ძრის ქრო­ბის სა­მუ­შა­ო­ებ­ში სულ ჩარ­თუ­ლი იყო სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ძა­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ცო­ცხა­ლი ძალა, 50-მდე მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლის შე­მად­გენ­ლო­ბით“, - ნათ­ქვა­მია ინორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

დაიწვა 4 ჰექტარი ტყის საფარი - ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი ჩააქრეს

დაიწვა 4 ჰექტარი ტყის საფარი - ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი ჩააქრეს

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ შეინიშნება და ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.

მათივე ინფორმაციით, დაიწვა 4 ჰექტარი ტყის ქვედა საფარი და მოტეხილი ხის ტოტები. დაშავებული არავინ არ არის.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია რომ, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ღია ცეცხლი და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.

შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები დროულად გამოცხადდნენ ადგილზე და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე, წაქცეულ ხეებსა და კუნძებზე.

რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებთან ვერ ხერხდებოდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა, შესაბამისად, მეხანძრე-მაშველებს უწევდათ ქრობის პროცესის ინდივიდუალური აღჭურვილობით წარმართვა. მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე მუშაობა დაიწყეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმაც. რთული რელიეფისა, და მიუდგომელ ადგილებში ხანძრის დროულად ჩასაქრობად, გადაწყდა პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზაღვრო პოლიციის ვერტმფრენების ჩართვა. გუშინ ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში ორი ვერტმფრენი მონაწილეობდა, დღეს კი, სალიკვიდაციო სამუშაოები ერთი ვერტმფრენი იყო ჩართული. სამსახურებიის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ამ დროისთვის, ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ შეინიშნება. ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.

დაიწვა 4 ჰექტარი ტყის ქვედა საფარი და მოტეხილი ხის ტოტები. დაშავებული არავინ არ არის.

ხანძრის ქრობის სამუშაოებში სულ ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ცოცხალი ძალა, 50-მდე მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით“, - ნათქვამია ინორმაციაში.

მტკვარში გოგონას გადასარჩენად გადამხტარი მამაკაცი დაიხრჩო

რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელი ხიდიდან ტრაილერი გადავარდა - დაღუპულია ერთი ადამიანი

ფარავნის ტბაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო