თბილისში, ორთაჭალაში, მტკვარში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, გოგოს ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა. ახალგაზრდა კაცმა მისი გადარჩენა სცადა, ის გადაარჩინეს, თუმცა თავად ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკველლობამდე მიყვანას გულისხმობს.