ფილიპინებში სამხედრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც სულ მცირე 85 ადამიანი იყო, კატასტროფა განიცადა.
BBC-ის ცნობით, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოხდა.
თვითმფრინავი სახელად C130 Hercules კუნძულ ხოლოზე აპირებდა დაჯდომას. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მაშველებმა 40-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილთა რაოდენობა 17-ს აღემატება.