სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი, რომელიც კიბერშეტევის გამო გათიშული იყო, ჩაირთო
ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი, რომელიც კიბერშეტევის გამო გათიშული იყო, ჩაირთო

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი პორ­ტა­ლი, რო­მე­ლიც კი­ბერ­შე­ტე­ვის გამო, გა­თი­შუ­ლი იყო, ჩა­ირ­თო.

თუმ­ცა პორ­ტალ­ზე "სი­ნო­ფარ­მის" ვაქ­ცი­ნა­ზე რე­გის­ტრა­ცია კვლავ ვერ ხერ­ხდე­ბა. პორ­ტალ­ზე ვაქ­ცი­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი არ ფიქ­სირ­დე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, პორ­ტა­ლი ჰა­კე­რუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შემ­დეგ ჯერ­ჯე­რო­ბით ტეს­ტურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს.

"მალე პორ­ტა­ლი სრუ­ლად გა­ი­მარ­თე­ბა და "სი­ნო­ფარ­მით" რე­გის­ტრა­ცია და­ი­წყე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

6 ივ­ლისს, 12:00 სა­ა­თი­დან booking.moh.gov.ge-ზე ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნა "სი­ნო­ფარმ­ზე" რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­სი უნდა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე პორ­ტა­ლი გა­ი­თი­შა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი „სი­ნო­ფარ­მის“ ვაქ­ცი­ნა­ზე რე­გის­ტრა­ცი­ას ვერ ახერ­ხებ­დნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის რე­გის­ტრა­ცი­ის პორ­ტალ­ზე - booking.moh.gov.ge მა­სი­რე­ბუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და.

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პორ­ტალ booking.moh.gov.ge-ზე კი­ბერ­შე­ტე­ვის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით და­ი­წყო. შსს-ს ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­ნა­ცე­მის ანდა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მის უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და ხელ­ყო­ფის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 285-ე და 286-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
6 ივლისი არა 4 ივლისი!
0

შეცდომაა!

ზურაბ
0

არაფერიც არ მუშაობს, ბოლომდე არ მიყავს პროცესი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი, რომელიც კიბერშეტევის გამო გათიშული იყო, ჩაირთო

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი, რომელიც კიბერშეტევის გამო გათიშული იყო, ჩაირთო

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის განკუთვნილი პორტალი, რომელიც კიბერშეტევის გამო, გათიშული იყო, ჩაირთო.

თუმცა პორტალზე "სინოფარმის" ვაქცინაზე რეგისტრაცია კვლავ ვერ ხერხდება. პორტალზე ვაქცინების ჩამონათვალი არ ფიქსირდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, პორტალი ჰაკერული დაზიანების შემდეგ ჯერჯერობით ტესტურ რეჟიმში მუშაობს.

"მალე პორტალი სრულად გაიმართება და "სინოფარმით" რეგისტრაცია დაიწყება", - განაცხადა გამყრელიძემ.

6 ივლისს, 12:00 საათიდან booking.moh.gov.ge-ზე ჩინურ ვაქცინა "სინოფარმზე" რეგისტრაციის პროცესი უნდა განახლებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე პორტალი გაითიშა, მოქალაქეები „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე - booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა.

ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს.

"რამდენიმე დღეში "ასტრაზენეკას" დაპირებული ვაქცინები შემოვა" - თამარ გაბუნია

"პორტალზე ყველა ხარვეზის გამოსწორება ჯერ ვერ მოხერხდა" - როდის შეძლებენ მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას

"უნდა მოხდეს მიწის მასის გატანა, კედლის გამაგრება..." - რა წერია პირველად დასკვნაში, რომელიც გეოლოგებმა ლისი-მუხათწყაროს მეწყერთან დაკავშირებით მოამზადეს