ოპერის მომღერალი, თამარ ივერი, რომელიც ამჟამად ავსტრიაში იმყოფება, სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ის "ფეისუქზე" წერს დედა გარდაეცვალა და ამის შესახებ კონცერტამდე ცოტა ხნით ადრე გაიგო.
"დედა!!!!! ძალიან ცუდად ვარ!!! რატომ დამტოვე ასე "მუხთლად" ასეთ მომენტში??? მკვდარი ვარ!!! თურმე აქამდე მიმალავდა მეუღლე, მაგრამ შემთხვევით მოვისმინე მისი "კონსპირაციული საუბარი" დაკრძალვის დეტალებზე ავსტრიაში, კონცერტის დღეს!!!!!
და ამ ამბის გაგების მერე.... უნდა გავიდე და ვიმღერო!!!!!!! არ მოგესმათ ხალხნოო.....ვიიი მღეეეე როოოო!!!!! რომ არ ჩავაგდო კონცერტი! საკუთარი თავი მეზიზღება ამ სიტუაციაში, ვხედავ რომ ცხოვრება მორიგ სასტიკ გამოცდას მიწყობს ნერვების ომით,მაგრამ ეს გამოცდა ისე უნდა გადავლახო, როგორც ისევ ჩემს დედას გაეხარდებოდა და მუდამ მირჩევდა:
"შვილო,დედამიწის ზურგზე არაფრის გამო არ გაიფუჭო შენი საქმე !"არ ვიცი რას როგორ გავაფუჭებ,უცაბედად სხეულის ნაწილი მომეკვეთა!!! აქამდე ისევ პატარა გოგო ვყოფილვარ ძალიან ცუდად ვარ......ვერ ვაზროვნებ.....ღმერთო მაპატიე და შემიწყალე მე ცოდვილი (კოვიდით არ არის დედა დაღუპული)" - წერს თამარ ივერი.