პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივმართავთ მოსახლეობას, 5 ივლისს, შევიკრიბოთ ქაშუეთის ტაძართან და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ გადაგვარების მცდელობა მიუღებელია" - საპატრიარქო
"მივმართავთ მოსახლეობას, 5 ივლისს, შევიკრიბოთ ქაშუეთის ტაძართან და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ გადაგვარების მცდელობა მიუღებელია" - საპატრიარქო

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. გან­ცხა­დე­ბა­ში მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თა­ვენ, რომ 5 ივ­ლისს, ქა­შუ­ე­თის ტა­ძარ­თან შე­იკ­რი­ბონ და მსოფ­ლი­ოს აჩ­ვე­ნონ, რომ ღირ­სე­ბას იცა­ვენ და „გა­დაგ­ვა­რე­ბის თავ­სმოხ­ვე­უ­ლი მცდე­ლო­ბა“ მი­უ­ღე­ბე­ლია.

სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„ამა წლის 29 ივ­ნისს გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ "თბი­ლი­სი-პრა­ი­დის’’ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბულ სა­ელ­ჩო­თა ხელ­მძღვა­ნე­ლებს მი­მარ­თა, რათა, ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით, თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნათ ლგბტქ+ პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რი­სა­გან.

იმე­დი გვქონ­და, რომ ისი­ნი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბის არ­ჩე­ვანს არ უგუ­ლე­ბელ­ყოფ­დნენ, მაგ­რამ ბოლო დღე­ე­ბის მოვ­ლე­ნებ­მა ნათ­ლად აჩ­ვე­ნა, თუ რა ზე­წო­ლაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში.

ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის­თვის და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი და მი­უ­ღე­ბე­ლია გარ­კვე­ულ სა­ელ­ჩო­თა და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის ნა­წი­ლის მკვეთ­რი ჩა­რე­ვა ჩვენს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში და ვთვლით, რომ ეს მათი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბაა.

ამას­თან, კი­დევ ერთხელ ვა­ცხა­დებთ, რომ ე.წ. "პრა­ი­დის“ მი­ზა­ნი არის გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის პრო­პა­გან­და, რო­მე­ლიც აზი­ა­ნებს მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბას; ეს ქმე­დე­ბა ჩვენს ხალ­ხში, გა­ნურ­ჩევ­ლად ეროვ­ნე­ბი­სა და რე­ლი­გი­უ­რი კუთ­ვნი­ლე­ბი­სა, და­ძა­ბუ­ლო­ბა­სა და არე­უ­ლო­ბას იწ­ვევს.

ყო­ვე­ლი­ვე ამა­ზე კი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბათ აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და მხარ­დამ­ჭერთ.

მივ­მარ­თავთ მო­სახ­ლე­ო­ბას, მშვი­დო­ბი­ა­ნად და­ვა­ფიქ­სი­როთ ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი და არ ავ­ყვეთ ძა­ლა­დობ­რი­ვი კონფრონ­ტა­ცი­ი­სათ­ვის მი­ზან­მი­მარ­თულ პრო­ვო­კა­ცი­ას.

ამა წლის 5 ივ­ლისს, 17 სა­ათ­ზე, შე­ვიკ­რი­ბოთ ქა­შუ­ე­თის წმინ­და გი­ორ­გის ტა­ძარ­თან, აღ­ვავ­ლი­ნოთ ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის პა­რაკ­ლი­სი და მსოფ­ლი­ოს ვაჩ­ვე­ნოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირ­სე­ბას ვი­ცავთ და გა­დაგ­ვა­რე­ბის თავ­სმოხ­ვე­უ­ლი მცდე­ლო­ბა ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ისა დააა...
196

ქალის ფა კაცის კოცნაზე ჯარიმა რომ იყო და ხალხს რომ აჯარიმებდნწნ ნაცების დროს, ის კანონი გაუქმდა? თუ ისე აჯარიმებენ და მხოლოდ კაცების კოცნაობაა დაშვებული?

სალომე
176

ყოველი თქვენი ზიზღიანი ფრაზის უკან დგას პატარა ბიჭი, რომელსაც "არასაკმარისად კაცური" ქცევების და ბუნების გამო ახლაც, ამ წუთებშიც დასცინიან და თავში წამოარტყამენ - მამა, ძმები, კლასელები და უბნელები. ყოველი თქვენი "ეგენი გარეთ ვერ გამოვლენ" შხამად ეღვრება პატარა გოგოს, რომელიც გრძნობს, რომ განსხვავებულია და ფიქრობს, რომ "რაღაც ჭირს". ამ სიძულვილის მორევის უკან დგას ბევრი ადამიანი, რომლებსაც ღირსეული და ბედნიერი კი არა, ჩვეულებრივი, ორდინარული, ტრივიალური ცხოვრების საშუალებას არ ვაძლევთ. რომლებსაც ხშირად საკუთარი მშობლები ჩაგრავენ, ძალადობენ ან "მკურნალობენ", რომლებიც საყვარელ ადამიანთან ერთად საჯაროდ ვერ ჩნდებიან, რომლებსაც მრავალწლიანი თანაცხოვრების მიუხედავად არანაირი უფლებები არ აქვთ, როგორც წყვილს. არაადამიანობა და სისასტიკეა ეს სიძულვილი, რა უფლებით ვუშლით საჯაროდ გამოსვლას ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ საზოგადოებისთვის რაღაც აქვთ სათქმელი. რამდენი სიძულვილიც უნდა ანთხიოთ, რეალობა არ შეიცვლება და ადამიანის ბუნება და სექსუალობაც იდუმალი და კომპლექსური იქნება. კი, კაცს შეიძლება უყვარდეს კაცი, და ქალს შეიძლება უყვარდეს ქალი, ეს ასეა და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. მე მაინც მგონია, რომ მოვა დრო და ეს სიძულვილი სამარცხვინო გახდება. ტრაგიკული ისაა, რომ ეს პროცესი კიდევ ბევრი კარგი ადამიანის ცხოვრებას, ბედნიერებას, ფსიქიკას და სხეულს დაასვამს ტკივილიან დაღს. და რის გამო? მხოლოდ იმის, რომ მათ პატივცემული უმრავლესობისგან განსხვავებულად უყვართ. აი ამ აბსურდში ვიწამლებით წლებია.

ავტორი:

"მივმართავთ მოსახლეობას, 5 ივლისს, შევიკრიბოთ ქაშუეთის ტაძართან და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ გადაგვარების მცდელობა მიუღებელია" - საპატრიარქო

"მივმართავთ მოსახლეობას, 5 ივლისს, შევიკრიბოთ ქაშუეთის ტაძართან და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ გადაგვარების მცდელობა მიუღებელია" - საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მოსახლეობას მიმართავენ, რომ 5 ივლისს, ქაშუეთის ტაძართან შეიკრიბონ და მსოფლიოს აჩვენონ, რომ ღირსებას იცავენ და „გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა“ მიუღებელია.

საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ამა წლის 29 ივნისს გაკეთებული განცხადებით საქართველოს საპატრიარქომ ,,თბილისი-პრაიდის’’ ორგანიზატორებსა და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მიმართა, რათა, ქვეყნის სტაბილურობისა და სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით, თავი შეეკავებინათ ლგბტქ+ პროპაგანდისტული აქტივობების მხარდაჭერისაგან.

იმედი გვქონდა, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის არჩევანს არ უგულებელყოფდნენ, მაგრამ ბოლო დღეების მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ზეწოლაც ხორციელდება ქვეყანაში.

ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია გარკვეულ საელჩოთა და ევროპარლამენტარების ნაწილის მკვეთრი ჩარევა ჩვენს საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში და ვთვლით, რომ ეს მათი უფლებამოსილების გადამეტებაა.

ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ე.წ. ,,პრაიდის“ მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას; ეს ქმედება ჩვენს ხალხში, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა, დაძაბულობასა და არეულობას იწვევს.

ყოველივე ამაზე კი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნული აქტივობების ორგანიზატორებსა და მხარდამჭერთ.

მივმართავთ მოსახლეობას, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი და არ ავყვეთ ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას.

ამა წლის 5 ივლისს, 17 საათზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"მთელი სოფელი გარეთ არის" - ატირებული მშობლები და ემოციური დახვედრა ზაზა გახელაძეს (კადრები ქვემო ჭალიდან)

"დარწმუნებული ვარ, შვილები მიყურებენ..." - ზაზა გახელაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ და კადრები ერგნეთიდან, სადაც მას პრემიერი დახვდა

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რამ გამოიწვია ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე შეფერხება